უკვე მეოთხე თვეა, რაც სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა კამპანია “გახდი მესაკუთრე” წამოიწყო. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდ თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისისა და საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით , ასევე ახალი ეკონომიკური სკოლის მხარდაჭერით 21 ნოემბერს საჯარო დებატები თემაზე – „ბუნებრივი რესურსების კერძო საკუთრება „ გაიმართა .
საინიციატივო ჯგუფის “გახდი მესაკუთრე” დღეს ელექტრონულ პეტიციას გააქტიურებს, რომლითაც ისინი მოქალაქეებისთვის საერთო სახელმწიფო ქონების უფასოდ გადაცემას ითხოვენ.
სტუმრები: რამაზ გერლიანი, მათე გარდავა"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრი", თანადამფუძნებელი; მათე გარდავა, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრი", თანადამფუძნებელი;
ქეთევან კრიალაშვილი, "ეკონომიკური განათლების და სტრატეგიული კვლევის ცენტრი", ხელმძღვანელი