2014 წლის ბოლოს პრემიერმა საპენსიო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა, მთავრობა კერძო
დაგროვებითი საპენსიო სისტემის მაქსიმალურად დახვეწილ მოდელს ჩამოაყალიბებს, რისთვისაც
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვა უწყებებთან აქტიურად ითანამშრომლებს. რეფორმა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, რაც გრძელვადიან
პერსპექტივაში, მომავალი თაობის პენსიონრებს მაღალი საპენსიო შემოსავლით უზრუნველყოფს.
