უმუშევრობა რჩება საქართველოს მოსახლეობის უმთავრეს პრობლემად. ამას ადასტურებს აშშ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ბოლო (NDI) გამოკვლევებიც. გასული წლის ნოემბრის გამოკვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი პირველ რიგში ასახელებს „სამუშაო ადგილებს“. მიმდინარე წლის აპრილში გამოკითხულთა 63%-მა თქვა, რომ თავს დასაქმებულად არ თვლის.
