- მწვანე ეკონომიკა ხელს უწყობს განვითარებას-მდგრადი განვითარების
პრინციპი:
- ის არის გზა მდგრადი განვითარების მისაღწევად
- შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებით აერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს.
- ის ახდენს კულტურული და ეთიკური ნორმების ინტეგრაციას სამივე ასპექტში.
2. ის უზრუნველყოფს თანასწორობას- სამართლიანობის პრინციპები
- ის უზრუნველყოფს თანასწორობას ქვეყნებსა და ერებს შორის
- ის პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და კულტურულ განსხვავებულობას
- ის ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას
- ის პატივს სცემს ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებას მიწებზე, ტერიტორიებსა თუ რესურსებზე.
3. ის ქმნის კეთილდღეობას ყველასთვის- ღირსების პრინციპი
- ის ხელს უწყობს სიღარიბის აღმოფხვრას
- ის ახდენს ტრადიციული სამუშაო ადგილების ტრანსფორმაციას და ქმნის ახალ მწვანე სამუშაო ადგილებს
- ის ეხმარება წარმოჩინდეს და განვითარდეს ახალი უნარები და შესაძლებლობები
- ის განსაზღვრავს ადამინური განვითარების ინდიკატორებს
- ის უზრუნველყოფს ისეთი სერვისების ხელმისაწვდომობას, როგორიცაა ჯანმრთელობა, განათლება, სანიტარია და სხვა.
- ის იცავს როგორც დასაქმებულთა უფლებებს, ასევე სავაჭრო ორგანიზაციების ინტერესებს
4. ის აუმჯობესებს ბუნებრივ გარემოს- დედამიწას, პლანეტის საზღვრებს -უსაფღტხოების პრინციპი
- ის აღიარებს ეკოლოგიურ საზღვრებს და ცდილობს გადაწყვეტილებები, სწორედ ამ საზღვრებში მოექცეს
- ის განსაზღვრავს გარემოსდაცვით სამართალს
- ის ხელმისაწვდომს ხდის ახალ
ტექნოლოგიებს, მანამ სანამ მათი გამოყენებით მიიღწევა შედეგი
- ის წარმოაჩენს გარემოსდაცვით სარგებელს გარკვეული ინდიკატორების მეშვეობით
- ის უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების ოპტიმალურ და რაციონალურ გამოყენებას
- ის იცავს ბიომრავალფეროვნებას და ახდენს დაბინძურების პრევენციას
- ის ხელს უწყობს, რომ აღდგეს ბალანსი ეკოლოგიასა და სოციალურ საკითხებს შორის.
5. ჩართულია და მონაწილეობას იღებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში- ჩართულობის პრინციპი
- ის გამჭირვალე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის
- ის იცავს სახემწიფო
ინტერესებს, როგორც გლობალურ ასევე ადგილობრივ დონეზე
- ის აფართოებს მოსახლეობის შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მათ სრულ ჩართულობას
- ის ხელს უწყობს კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბებასა და დაცვას
- ის ამაღლებს საზოგადოების ცნობიერების დონეს, ავითარებს განათლებასა და ადამიანურ უნარებს
- ის უზრუნველყოფს ჩართულობასა და მონაწილეობის მიღებას როგორც ახალგაზრდების, ასევე ქალების, ღარიბი და არაკვალიფიციური სამუშაო ძალის, ადგილობრივი თემებისა და მთლიანად მოსახლეობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
6. ის ანგარიშვალდებულია-მმართველობითი პრინციპი
- ის ახდენს კონსულტაციებს ყველა დაინტერესებული პირებისთვის
- ის ხელს უწყობს სტანდარტების განვითარებას, რათა გაზომვადი გახდეს პროგრესი
- ის ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას
- ის ხელს უწყობს დემოკრატიას
- ის პასუხისმგებელია, რომ საერთაშორისო სტანდარტები გათვალისწინებული იყოს ადამიანის უფლებების დაცვისა და გარემოსდაცვით ხელშეკრულებებში
7. ის უზრუნველყოფს ეკონომიკურ, სოციალური და გარემოს მდგრად განვითარებას- ელასტიურობის პრინციპი
- ის იცავს სოციალურ და გარემოსდაცვით სისტემების განვითარებას
- ის ხელს უწყობს ისეთ სისტემურ მიდგომას, როცა ერთმანეთთან ინტეგირებულია სამივე სოციალური ასპექტი, ისე რომ დაცულია კულტურული და ეთიკური ნორმები
- ის განსაზღვრავს მწვანე ეკონომიკას განსხვავებული სოციალური, კულტურული და გარემოსდაცვითი კონტექსტის გათვალისწინებით
- ის აღიარებს ადგილობრივ ცოდნას და ამავდროულად ხელს უწყობს დივერსიფიცირებული განათლების სისტემების ინტეგრირებას
- ის ავითარებს ადგილობრივ უნარებსა და შესაძლებლობებს
8. ის ავითარებს მდგრად მოხმარებასა და წარმოებას-ეფექტიანობის პრინციპი
- ის მოიცავს გარემოს დაბინძურების გადასახადებს
- ის მხარს უჭერს სასიცოცხლო -ციკლის მართვას
- ის მიისწრაფის ემისიებისა და ნარჩენების ნულოვან დონეზე დაყვანისკენ
- მისი პრიორიტეტია განახლებადი ენერგია და რესურსები
- ის მიისწრაფის წარმოებისა და მოხმარების სრულყოფილებისკენ სოციალურ და გარემოსდაცვით ფაქტორების გათვალისწინებით
- ხელს უწყობს სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ინოვაციებს
- ის ხელს უწყობს რესურსების ეფექტიანობას
- ის ხელმისაწვდომს ხდის ინტელექტუალური რესურსის დაცვას
9. ის ახდენს ინვესტირებას მომავალში-პრინციპი მომავალი თაობისთვის
- ის იცავს ფინანასური სექტორის ხელმისაწვდომობას, რათა მოხდეს მდგრადი მწვანე ეკონომიკის დივერსიფიცირება
- ის ხელს უწყობს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებას მოკლე პერიოდში
- ის არეგულირებს ფინანსურ სექტორს, ზღუდავს სპეკულაციებს და იცავს რეალურ ეკონომიკას .
No comments:
Post a Comment