Showing posts with label #გარემო. Show all posts
Showing posts with label #გარემო. Show all posts

Monday, August 22, 2016

რა არის საჭირო მდგრადი განვითარებისთვის

რა არის საჭირო მდგრადი განვითარებისთვის
მდგრადი განვითარების პროცესები  სამი ძირითადი ეტაპს მოიცავს:
 1. საჭიროა გარემოს ეკოლოგიური შეფასების გაუმჯობესება  და შესაბამისი პოლიტიკის ანალიზი, იმისათვის რომ შეფასდეს მთლიანი ღირებულება და შესაბამისად სარგებელი
ეკოლოგიური შეფასება და  ბუნებრივი კაპიტალის აღრიცხვა უნდა იყოს სრულად ინტეგრირებული ეკონომიკური განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის  დოკუმენტში.

Wednesday, August 3, 2016

ეკოსისტემა

ბუნებრივი რესურსების მართვის სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ეკოსისტემის მენეჯმენტი თამაშობს, რომელიც ფოკუსირებას ახდენს ეკოსისტემის მდგრად განვითარებაზე, სამომავლოდ  ეკოლოგიური და საზოგადოებრივი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

Monday, August 1, 2016

ეკოსისტემის მომსახურება

1990 წლიდან ეკონომიკისა და ეკოლოგიის დაკავშირებისათვის ბუნებრივი კაპიტალის კონცეფციის პოპულარიზაცია დაიწყო. აღნიშნული მიმდინარეობის შესახებ მიღწევები კარგადაა ჩამოყალიბებული სტენფორდის უნივერსიტეტისა კვლევებში.
ბუნებრივი კაპიტალის მიღწევების კონცეფცია, აერთიანებს ეკონომიკისა და ეკოლოგიის დისციპლინებს, რათა მოხდეს ფასილიტაცია უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად და პროცესების სწორად სამართავად.

Wednesday, July 27, 2016

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ მწვანე ეკონომიკას?

ინკლუზიური მწვანე ეკონომიკის ფორმირებას ორი ძირითადი პროცესი ახასიათებს,  სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა და მატერიალური და ენერგორესურსების მოხმარების შემცირება.

პროდუქტიული და ეფექტიანი ზრდის  შესაძლებლობები:
უახლოეს ათწლეულებში ეკონომიკური ზრდის ტემპი  საგრძნობლად იქნება განსხვავებული,  წარსულში  რესურსების ინტენსიური გამოყენებით მიღებული  ზრდისგან.  

Monday, July 25, 2016

მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება-ტერმინთა განსაზღვრება

პირველად, ტერმინი მწვანე ეკონომიკა გაჟღედა 1972 წელს სტოკჰოლმში UN ის კონფერენციაზე , ხოლო 1980 წელს გამოყენებულ იქნა მსოფლიო კონსერვაციის სტრატეგიის ანგარიშში- რესურსების კონსერვაცია მდგრადი განვითარებისთვის რომელიც ერთობლივად განახორციელესისთ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა  IUCN (International Union for Conservation of Nature)  WWF (World Wildlife Fund)  და UNDP (United Nations Development Programme ) - ეკონომიკურ  ლიტერატურაში  კაპიტალისა და მდგრადი განვითარების ურთიერთკავშირი  1989 წელს  გამოქვეყნებულ  წიგნში “ მწვანე ეკონომიკის კონცეფცია”  განისაზღვრა (Pearce et al. 1989).

Wednesday, July 20, 2016

მწვანე ეკონომიკის ძირითადი ცხრა პრინციპი:


  1. მწვანე ეკონომიკა ხელს უწყობს   განვითარებას-მდგრადი განვითარების პრინციპი:
  •      ის არის გზა მდგრადი განვითარების მისაღწევად
  •       შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებით აერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს.
  •      ის ახდენს კულტურული და ეთიკური ნორმების ინტეგრაციას სამივე ასპექტში.

Wednesday, July 13, 2016

სოციალური ფონი VS გარემო

ხშირად ისმის კითხვა, პროგრესი, რომლითაც ასე ამაყობს კაცობრიობა და დღევანდელი საზოგადოება, აღნიშნავს თუ არა რეალურ პროგრესს?
გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება, და რაც მთავარია, დაბინძრებული გარემო, ესაა თანამედროვეობის ის შედეგი, რომელმაც მსოფლიო საზოგადოება  გარკვეულწილად დილემის წინაშე დააყენა.
მთავარ პრობლემად მოსახლეობის ზრდის ტემპი სახელდება, შეიძლება გამრავლება, მომავალი თაობის რიცხოვნობა საფრთხედ ჩაითვალოს? ზრდის ტემპის შენელების მიუხედავად,   2050  წლისათვის ნავარაუდევია,  რომ მსოფლიო მოსახლეობის  რაოდენობა  9,6  მილიარდს მიაღწევს.