1990 წლიდან
ეკონომიკისა და ეკოლოგიის დაკავშირებისათვის ბუნებრივი კაპიტალის კონცეფციის პოპულარიზაცია
დაიწყო. აღნიშნული მიმდინარეობის შესახებ მიღწევები კარგადაა ჩამოყალიბებული სტენფორდის უნივერსიტეტისა კვლევებში.
ბუნებრივი კაპიტალის მიღწევების კონცეფცია, აერთიანებს ეკონომიკისა და ეკოლოგიის დისციპლინებს, რათა მოხდეს ფასილიტაცია უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად და პროცესების სწორად სამართავად.
ბუნებრივი კაპიტალის პროდუქციისა და მომსახურების წარმოების მნიშვნელობას მეოცე საუკუნის შუა რიცხვებიდან აღიარებენ ეკონომისტები. ალფრედ მარშალს, რომელიც მიჩნეულია ნეოკლასიკური ეკონომიკის ფუძემდებლად, გაცნობიერებული ჰქონდა ბუნებრივი კაპიტალის როლი წარმოებასა და მომსახურებაში და ერთმანეთისგან მკვეთრად განასხვავებდა მიწასა და კაპიტალს. (El Serafy, 1991. ჯონ ჰიკსი, 1972 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში, განსაზღვრავდა წარმოების ფაქტორს, როგორც” წარმოების კონტრიბუციას, რომლის გარეშეც წარმოება შესუსტდება” (El Serafy,
1991, p. 169) ამასთანავე ის ამბობდა, რომ ეს ფაქტორები არაა სავალდებულო, რომ იყოს გამოყენებული ან ხდებოდეს მისი ბაზარზე გაყიდვა.
1992 გამოქვეყნებულ ბიომრავალფეროვნების კონვენციაში, ეკოსისტემა განმარტებულია, როგორც “ ნარგავების, ცხოველებისა და მიკრო ორგანიზმების დიმანიური კომპლექსი და მათი, როგორც
ერთიანი ორგანიზმის ურთიერთადაკავშირებული ქმედებები გარემოში” (Markandya et
al., 2002, p.69) ეკოსისტემის მომსახურება, გამარტივებულია თავად ბუნების ფუნქციონალურობით (Millennium
Ecosystem Assessment, 2003).
ამასთანავე შესაძლებელია ეკოსისტემის ფუნქციებისა და მისი მომსახურების დახარისხება და დახასიათება. მილენიუმის ეკოსისტემის ანალიზი ახდენს ეკოსისტემის ორგანიზებას ჯგუფურად 4 ძირითადი კატეგორიის მიხედვით:
1.ეკოსისტემის რეზერვაცია - გულისხმობს და მოიცავს იმ საჭიროებებს, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ და ამასთანავე გვჭირდება მომავალში გადარჩენისა და ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. როგორიცაა სუფთა წყალი, ენერგია, და სხვა.
2. სერვისის რეგულირება - უზრუნველყოფს გარემოს შენარჩუნებას.
3. კულტურული ეკოსისტემის სერვისები ადამიანებისთვის სასარგებლოა და ქმნიან არამატერიალურ ღირებულებებს, მაგალითად რეკრეაცია და
ეკოტურიზმი
4. ეკოსისტემის მომსახურების ხელშეწყობა- არის აუცილებელი, რათა უზრუნველყოფილი იყოს დანარჩენი სამი ტიპის ეკოსისტემის მომსახურება.
ბუნებრივი კაპიტალი არის არის საფუძველი გარემოსი, რომელიც ქმნის ქცევებსა და ცხოვრების პირობებს და ამასთანავე თამაშობს მნიშვნელოვან როლს მომავალი განვითარებისთვის.
No comments:
Post a Comment