Wednesday, December 28, 2016
Monday, August 22, 2016
რა არის საჭირო მდგრადი განვითარებისთვის
რა არის საჭირო მდგრადი განვითარებისთვის
მდგრადი განვითარების პროცესები სამი ძირითადი ეტაპს მოიცავს:
1. საჭიროა გარემოს
ეკოლოგიური შეფასების გაუმჯობესება და
შესაბამისი პოლიტიკის ანალიზი, იმისათვის რომ შეფასდეს მთლიანი ღირებულება და
შესაბამისად სარგებელი
ეკოლოგიური შეფასება და ბუნებრივი კაპიტალის აღრიცხვა უნდა იყოს სრულად ინტეგრირებული ეკონომიკური განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტში.
Wednesday, August 3, 2016
Monday, August 1, 2016
ეკოსისტემის მომსახურება
1990 წლიდან
ეკონომიკისა და ეკოლოგიის დაკავშირებისათვის ბუნებრივი კაპიტალის კონცეფციის პოპულარიზაცია
დაიწყო. აღნიშნული მიმდინარეობის შესახებ მიღწევები კარგადაა ჩამოყალიბებული სტენფორდის უნივერსიტეტისა კვლევებში.
ბუნებრივი კაპიტალის მიღწევების კონცეფცია, აერთიანებს ეკონომიკისა და ეკოლოგიის დისციპლინებს, რათა მოხდეს ფასილიტაცია უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად და პროცესების სწორად სამართავად.
Wednesday, July 27, 2016
როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ მწვანე ეკონომიკას?
ინკლუზიური მწვანე ეკონომიკის ფორმირებას ორი ძირითადი პროცესი ახასიათებს, სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა და მატერიალური და ენერგორესურსების მოხმარების შემცირება.
პროდუქტიული და ეფექტიანი ზრდის შესაძლებლობები:
უახლოეს ათწლეულებში ეკონომიკური ზრდის ტემპი საგრძნობლად იქნება განსხვავებული, წარსულში რესურსების
ინტენსიური გამოყენებით მიღებული ზრდისგან.
Monday, July 25, 2016
მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება-ტერმინთა განსაზღვრება
პირველად, ტერმინი მწვანე ეკონომიკა გაჟღედა 1972
წელს სტოკჰოლმში UN ის კონფერენციაზე , ხოლო 1980 წელს გამოყენებულ
იქნა მსოფლიო კონსერვაციის სტრატეგიის ანგარიშში- რესურსების კონსერვაცია მდგრადი განვითარებისთვის
რომელიც ერთობლივად განახორციელესისთ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა IUCN (International
Union for Conservation of Nature) WWF
(World Wildlife Fund) და UNDP
(United Nations Development Programme ) - ეკონომიკურ ლიტერატურაში კაპიტალისა და მდგრადი განვითარების ურთიერთკავშირი 1989 წელს გამოქვეყნებულ წიგნში “ მწვანე ეკონომიკის კონცეფცია” განისაზღვრა (Pearce et al. 1989).
Wednesday, July 20, 2016
Wednesday, July 13, 2016
სოციალური ფონი VS გარემო
ხშირად ისმის
კითხვა, პროგრესი, რომლითაც ასე ამაყობს კაცობრიობა და დღევანდელი საზოგადოება, აღნიშნავს
თუ არა რეალურ პროგრესს?
გლობალური
დათბობა, კლიმატის ცვლილება, და რაც მთავარია, დაბინძრებული გარემო, ესაა
თანამედროვეობის ის შედეგი, რომელმაც მსოფლიო საზოგადოება გარკვეულწილად დილემის წინაშე დააყენა.
მთავარ
პრობლემად მოსახლეობის ზრდის ტემპი სახელდება, შეიძლება გამრავლება, მომავალი
თაობის რიცხოვნობა საფრთხედ ჩაითვალოს? ზრდის ტემპის შენელების მიუხედავად, 2050 წლისათვის ნავარაუდევია, რომ მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა
9,6 მილიარდს მიაღწევს.
Wednesday, July 6, 2016
გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევები
ბოლო ასწლეულის მანძილზე კაცობრიობის განვითარების პროგრესის შეფასების ყველა მაჩვენებელზე, იქნება ეს სოციალური, განათლება, მთლიანი შიდა პროდუქტი თუ სხვა, უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში, ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე, საქმიანობის სიხშირისა და
სფეროების გაფართოების შესაბამისად გაიზარდა.
თუმცა აღნიშნული საქმიანობები და წარმატება ძირითადად ჰაერისა და წყლის დაბინძურების, ტროპიკული ტყეების
გაჩეხვის, სათბური აირების წარმოქმნისა თუ გარემოზე ნეგატიურად მოქმედი სხვა ფაქტორების ხარჯზე მოხდა.
Wednesday, June 22, 2016
რამდენად შედგა და ჩამოყალიბდა საქართველო სახელმწიფოდ?
FSP- Fragile States Index-- რომელიც 178 ქვეყანას, 11 ინდიკატორით აფასებს, ბოლო 4 წლის მანძლზე, საქართველო პროგრესირებს და შესაბამისად 51 ადგილიდან ( 2012 წ) 70 პოზიციაზე გადავიდა .
სახელმწიფოები 11 ძირითად კატეგიროებად იყოფიან და შესაბამისად ძალიან საგანგაშო მდგომარეობაში მყოფიდან საკმაოდ მდგრადად ჩამოყალლიბებულებს შორის ინაწილებენ ადგილებს.
Monday, March 14, 2016
რა პირობებით მოექცევა მიწები სახელმწიფო საკუთრებაში – რას გულისხმობს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა
სოციალურ ქსელში ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრისა და ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის მიერ ერთობლივად შემუშავებული მცირე ვიდეორგოლი გამოჩნდა, სადაც მთავარი აქცენტები კერძო საკუთრების ფორმირებაზეა გაკეთებული, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სასოფლო-სამეურნეო მიწებია. მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, თუ პიროვნებას მიწაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნება, მისი მიწა სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა. ამ თემაზე კომენტარი „კომერსანტმა“ პროექტის და იდეის ერთ-ერთ თანაავტორსა და ცენტრის წარმომადგენელ, ქეთევან კრიალაშვილს სთხოვა.
Thursday, March 10, 2016
მიწების რეგისტრაციის საკითხის „მტკივნეული“ თუ „უმტკივნეულო“ გადაწყვეტის გზები
პარლამენტში კვლავ აქტიურად განიხილება სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კანონპროექტი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის განხილვაც დაწყებულია, მთავრობის წევრებმა წარმოადგინეს და ითვალისწინებს შემდეგს – თუ პიროვნებას მიწაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, ასეთი მიწები სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა.
Friday, February 19, 2016
Tuesday, February 16, 2016
“New currency”- “Invest” as a medium of exchange for Privatization in Georgia
We want
to start our discussion with the citation from Shleifer and Vishny (1998)
“Privatization offers an enormous political benefit for the creation of
institutions supporting private property because it creates the very private
owners who then begin lobbying the government...for institutions that support
property rights.” Hence, we need
to establish wider private ownership over assets, and then we can talk about
market economy.
Wednesday, February 10, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)