Sunday, June 18, 2017

„საარსებო მინიმუმის გაზრდა იწვევს შიშს, რომ მისი სოციალურ პაკეტებთან სწორება მოხდება"

საარსებო მინიმუმი აპრილთან შედარებით, 2,4 ლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი და 20 თეთრი შეადგინა. მაისში საარსებო მინიმუმი წლიურად 13,4 ლარითაა გაზრდილი.

Friday, June 16, 2017

მიწის ფასი

რა ღირს მიწა საქართველოში და რატომ გადაწყვიტა მთავრობამ უცხოელებისთვის მისი შეძენის აკრძალვა

Thursday, June 15, 2017

საარსებო მინიმუმის გაანგარიშება და სიღარიბის დონის შეფასება საქართველოში.

გადაცემა „პროფესიონალები“, გადაცემის თემა: საარსებო მინიმუმის გაანგარიშება და სიღარიბის დონის შეფასება საქართველოში.გადაცემის წამყვანი: ,,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის'' პრეზიდენტი ირაკლი მაკალათია
გადაცემის სტუმრები: ვეფხია გიორგაძე - ,,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის'' ვიცე-პრეზიდენტი, ქეთევან კრიალაშვილი - „ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის“ დირექტორი

Wednesday, June 14, 2017

უცხოელებზე მიწის გასხვისება კონსტიტუციით აიკრძალება?

რა პრობლემები შეიძლება შექმნას მიწის უცხოელებზე გასხვისებამ და როგორია მიწის უცხოელებზე გასხვისების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები - ეკონომისტები ოთარ გრიგოლია და ქეთევან კრიალაშვილი ბიზნესკოდში

Monday, June 12, 2017

Problems of Land Market Regulation in Georgia


Significance of the Problem: Among the priorities of economic development strategies of Georgia, the main focus is made on agricultural development. The state is trying to ensure sustainable development of agriculture by various means and programs. On the background of separation of competencies, needed for the development of the sector, land reform acquires special importance. Land reform is accompanying the self-governance reform, which implies transfer of the state owned land to the self-governments. This is a precondition for regional development. Land reform requires evaluation of land resources, as property, fixing the real price of land, ensuring establishing various property rights on land, putting land market in motion

Tuesday, May 30, 2017

რადიო თავისუფლება- გადაცემა "დილის საუბრები"

29 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ მათე გარდავა, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტი, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელი და ქეთევან კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. მათ ილაპარაკეს მიწის საკუთრების საკითხზე. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის კონტექსტში მიწის საკუთრების რეგულაციის საკითხზე მსჯელობა მეტად გააქტიურდა.

Saturday, May 20, 2017

ცოტა რამ ტერმინებისა და სტანდარტების შესახებ

ტერმინთა განმარტება: [1]

“ორგანული წარმოება” - გულისხმობს წარმოების იმ მეთოდების გამოყენებას, რომელიც შესაბამისობაშია 2007 წლის 28 ივნისის No 834/2007 რეგულაციით “ორგანულ წარმოებასა და ორგანული პროდუქტების მარკირებაზე” განსაზღვრულ  წესებთან, წარმოების, მომზადების და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

ორგანული პროდუქტი - ორგანულია პროდუქტი,  რომელიც შეიცავს მინიმუმ 95% მინერალებისა და მცენარეებისგან მიღებულ კომპონენტებს. თავად კომპონენტი უნდა იყოს ბიომეურნეობის[2] პრინციპიდან მიღებული, არ უნდა მოიცავდეს ქიმიას, სასუქებს და სხვა.

Saturday, May 6, 2017

ლიბერალი ქალები პოლიტიკასა და ეკონომიკაში

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა "თავისუფლებისთვის" უმასპინძლა აქტიურ და წარმატებულ ქალებს, რომლებიც ლიბერალურ ღირებულებებს იზიარებენ და პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებში არიან ჩართული. მათ კარგად იციან თავისუფლების ფასი და ასევე ადეკვატურად აფასებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის აუცილებელ თავისუფლებას.

Saturday, March 11, 2017

რადიო კომერსანტი- მწვანე ეკონომიკა

პროფესიონალები ირაკლი მაკალათიასთან ერთად
თემა:მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოში. 
 სტუმრები:ქეთევან კრიალაშვილი - ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორი;
ლევან ფავლენიშვილი - ISET-ის კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარი.

Friday, March 10, 2017

საპენსიო რეფორმა - გადაცემა ბიზნესკოდი

მთავრობამ კერძო დაგროვებითი საპენსიო მოდელის დანერგვა გადაწყვიტა - Economic Education and Strategic Research Center-ის ხელმძღვანელი Ketevan Krialashvili #ბიზნესკოდში

Sunday, February 26, 2017

კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა

2014 წლის ბოლოს პრემიერმა საპენსიო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა, მთავრობა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის მაქსიმალურად დახვეწილ მოდელს ჩამოაყალიბებს, რისთვისაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვა უწყებებთან აქტიურად ითანამშრომლებს. რეფორმა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, მომავალი თაობის პენსიონრებს მაღალი საპენსიო შემოსავლით უზრუნველყოფს.

Saturday, February 25, 2017

"მეთოდები, რომლის მიხედვითაც საქართველოში საარსებო მინიმუმს ითვლიან, გადასახედია"

საარსებო მინიმუმის ცნება საქართველოში დაუსრულებელი დავის საგანს წარმოადგენს. წლები გადის, საარსებო მინიმუმის რაოდენობა კი მიზერულია, რის გამოც ეს მაჩვენებელი საზოგადოების მწვავე კრიტიკას იმსახურებს. თუმცა, გასულ წლებთან შედარებით, საარსებო მინიმუმის მოცულობა ნელა, მაგრამ მაინც მატულობს. მაგალითად: 2004 წელს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 96,2 ლარი იყო, 2006-ში - 120 ლარი, ხოლო 2017 წლის იანვარში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 166.3 ლარი. 

Thursday, February 23, 2017

მოქალაქე და ბიუჯეტი

რამდენად ჩართულია სამოქალაქო სექტორი სახელმწიფო სახსრების ხარჯვის დაგეგმვასა და მონიტორინგში, როგორია მოსახლეობის ინფორმირების დონე საბიუჯეტო სახსრების განკარგვასა და ხარჯვასთან დაკავშირებით - თემაზე სასაუბროდ გადაცემაში "საქმე" სტუმრად მოვიწვიეთ ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ქეთი კრიალაშვილი და ექსპერტი ვაჟა კაპანაძე

Wednesday, December 28, 2016

მწვანე ეკონომიკა და საქართველო - ბიზნესკოდი

ასრულებს თუ არა საქართველო საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და ეკო-სისტემის კონსერვაციის ხელშეწყობის კუთხით რომელიც ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების საფუძველია

Monday, August 22, 2016

რა არის საჭირო მდგრადი განვითარებისთვის

რა არის საჭირო მდგრადი განვითარებისთვის
მდგრადი განვითარების პროცესები  სამი ძირითადი ეტაპს მოიცავს:
 1. საჭიროა გარემოს ეკოლოგიური შეფასების გაუმჯობესება  და შესაბამისი პოლიტიკის ანალიზი, იმისათვის რომ შეფასდეს მთლიანი ღირებულება და შესაბამისად სარგებელი
ეკოლოგიური შეფასება და  ბუნებრივი კაპიტალის აღრიცხვა უნდა იყოს სრულად ინტეგრირებული ეკონომიკური განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის  დოკუმენტში.

Wednesday, August 3, 2016

ეკოსისტემა

ბუნებრივი რესურსების მართვის სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ეკოსისტემის მენეჯმენტი თამაშობს, რომელიც ფოკუსირებას ახდენს ეკოსისტემის მდგრად განვითარებაზე, სამომავლოდ  ეკოლოგიური და საზოგადოებრივი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

Monday, August 1, 2016

ეკოსისტემის მომსახურება

1990 წლიდან ეკონომიკისა და ეკოლოგიის დაკავშირებისათვის ბუნებრივი კაპიტალის კონცეფციის პოპულარიზაცია დაიწყო. აღნიშნული მიმდინარეობის შესახებ მიღწევები კარგადაა ჩამოყალიბებული სტენფორდის უნივერსიტეტისა კვლევებში.
ბუნებრივი კაპიტალის მიღწევების კონცეფცია, აერთიანებს ეკონომიკისა და ეკოლოგიის დისციპლინებს, რათა მოხდესასილიტაცია უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად და პროცესების სწორად სამართავად.

Wednesday, July 27, 2016

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ მწვანე ეკონომიკას?

ინკლუზიური მწვანე ეკონომიკის ფორმირებას ორი ძირითადი პროცესი ახასიათებს,  სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა და მატერიალური და ენერგორესურსების მოხმარების შემცირება.

პროდუქტიული და ეფექტიანი ზრდის  შესაძლებლობები:
უახლოეს ათწლეულებში ეკონომიკური ზრდის ტემპი  საგრძნობლად იქნება განსხვავებული,  წარსულში  რესურსების ინტენსიური გამოყენებით მიღებული  ზრდისგან.  

Monday, July 25, 2016

მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება-ტერმინთა განსაზღვრება

პირველად, ტერმინი მწვანე ეკონომიკა გაჟღედა 1972 წელს სტოკჰოლმში UN ის კონფერენციაზე , ხოლო 1980 წელს გამოყენებულ იქნა მსოფლიო კონსერვაციის სტრატეგიის ანგარიშში- რესურსების კონსერვაცია მდგრადი განვითარებისთვის რომელიც ერთობლივად განახორციელესისთ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა  IUCN (International Union for Conservation of Nature)  WWF (World Wildlife Fund)  და UNDP (United Nations Development Programme ) - ეკონომიკურ  ლიტერატურაში  კაპიტალისა და მდგრადი განვითარების ურთიერთკავშირი  1989 წელს  გამოქვეყნებულ  წიგნშიმწვანე ეკონომიკის კონცეფცია”  განიღვრა (Pearce et al. 1989).

Wednesday, July 20, 2016

მწვანე ეკონომიკის ძირითადი ცხრა პრინციპი:


  1. მწვანე ეკონომიკა ხელს უწყობს   განვითარებას-მდგრადი განვითარების პრინციპი:
  •      ის არის გზა მდგრადი განვითარების მისაღწევად
  •       შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებით აერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებ.
  •      ის ახდე კულტურული და ეთკური ნორმების ინტეგრაციას სამივე ასპექტში.

Wednesday, July 13, 2016

სოციალური ფონი VS გარემო

ხშირად ისმის კითხვა, პროგრესი, რომლითაც ასე ამაყობს კაცობრიობა და დღევანდელი საზოგადოება, აღნიშნავს თუ არა რეალურ პროგრესს?
გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება, და რაც მთავარია, დაბინძრებული გარემო, ესაა თანამედროვეობის ის შედეგი, რომელმაც მსოფლიო საზოგადოება  გარკვეულწილად დილემის წინაშე დააყენა.
მთავარ პრობლემად მოსახლეობის ზრდის ტემპი სახელდება, შეიძლება გამრავლება, მომავალი თაობის რიცხოვნობა საფრთხედ ჩაითვალოს? ზრდის ტემპის შენელების მიუხედავად,   2050  წლისათვის ნავარაუდევია,  რომ მსოფლიო მოსახლეობის  რაოდენობა  9,6  მილიარდს მიაღწევს.

Wednesday, July 6, 2016

გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევები

ბოლო ასწლეულის მანძილზე კაცობრიობის განვითარების პროგრესის შეფასების  ყველა მაჩვენებლზე, იქნება ეს სოციალური, განათლება, მთლიანი შიდა პროდუქტი თუ სხვა, უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა.  
ამავე პერიოდში, ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე, საქმიანობის სიხშირისა და სფეროების გაფართოების შესაბამისად გაიზარდა.
თუმცა აღნიშნული საქმიანობები და წარმატება ძირითადად ჰაერისა და წყლის დაბინძურების, ტროპიკული ტყეების გაჩეხვის, სათბური აირების წარმოქმნის  თუ გარემოზე ნეგატიურად მოქმედი სხვა ფაქტორების ხარჯზე მოხდა.  

Wednesday, June 22, 2016

რამდენად შედგა და ჩამოყალიბდა საქართველო სახელმწიფოდ?

FSP- Fragile States Index-- რომელიც 178 ქვეყანას, 11 ინდიკატორით აფასებს, ბოლო 4 წლის მანძლზე, საქართველო პროგრესირებს და შესაბამისად 51 ადგილიდან ( 2012 წ) 70 პოზიციაზე გადავიდა .
სახელმწიფოები 11 ძირითად კატეგიროებად იყოფიან და შესაბამისად ძალიან საგანგაშო მდგომარეობაში მყოფიდან საკმაოდ მდგრადად ჩამოყალლიბებულებს შორის ინაწილებენ ადგილებს.

Monday, March 14, 2016

რა პირობებით მოექცევა მიწები სახელმწიფო საკუთრებაში – რას გულისხმობს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

სოციალურ ქსელში ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრისა და ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის მიერ ერთობლივად შემუშავებული მცირე ვიდეორგოლი გამოჩნდა, სადაც  მთავარი აქცენტები კერძო საკუთრების ფორმირებაზეა გაკეთებული, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სასოფლო-სამეურნეო მიწებია. მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, თუ პიროვნებას მიწაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნება, მისი მიწა სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა. ამ თემაზე კომენტარი „კომერსანტმა“  პროექტის და იდეის ერთ-ერთ თანაავტორსა და ცენტრის წარმომადგენელ, ქეთევან კრიალაშვილს სთხოვა. 

Thursday, March 10, 2016

მიწების რეგისტრაციის საკითხის „მტკივნეული“ თუ „უმტკივნეულო“ გადაწყვეტის გზები

პარლამენტში კვლავ აქტიურად განიხილება სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კანონპროექტი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის განხილვაც დაწყებულია, მთავრობის წევრებმა წარმოადგინეს და ითვალისწინებს შემდეგს – თუ პიროვნებას მიწაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, ასეთი მიწები სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა.

PAINFUL OR PAINLESS SOLUTION TO THE LAND REGISTRATION PROBLEM


Friday, February 19, 2016

"ბილაინმა", შესაძლოა, იაფი კომპანიის სტატუსი დაკარგოს

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "ბილაინმა" მომსახურება გააძვირა. კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კომპანიის მიმართ ნდობა შესუსტდება, რადგან ამ გადაწყვეტილებით "ბილაინმა", შესაძლოა, "იაფი ტარიფის" მქონე კომპანიის სტატუსი დაკარგოს.

Tuesday, February 16, 2016

“New currency”- “Invest” as a medium of exchange for Privatization in Georgia

We want to start our discussion with the citation from Shleifer and Vishny (1998) “Privatization offers an enormous political benefit for the creation of institutions supporting private property because it creates the very private owners who then begin lobbying the government...for institutions that support property rights.”  Hence, we need to establish wider private ownership over assets, and then we can talk about market economy.

Wednesday, February 10, 2016

ახალი ინიციატივა საზოგადოებას ბუნებრივი რესურსების კერძო მფლობელობას სთავაზობს

“ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა” ახალი ინოვაციური ხედვა წარმოადგინა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის ბუნებრივი რესურსების, კერძო საკუთრებაში გადასვლას.

Wednesday, December 16, 2015

უნდა ვისწავლოთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეული დიფერენციების შემოღება

თანამედროვე ტენდენციები, გარემოს დაცვა, ეკოლოგიაზე ზრუნვა, ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენი მისწრაფებები ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით - ეს ყველაფერი სტანდარტების გაუმჯობესებას მოითხოვს. ეს ცვლილება აუცილებელია იმისათვის რომ გავზარდოთ ცხოვრების დონე. ავტომანქანებზე აქციზის გაზრდა მოსახლეობას შეუქმნის სტიმულს, რომ უფრო ახალი ავტომობილი შეიძინოს. არ უნდა შევაფერხოთ განვითარების პროცესები იმისათვის, რომ რაღაცისთვის შეიძლება არ ვიყოთ მზად”, - აღნიშნა კრიალაშვილმა.

Thursday, December 10, 2015

სტაბილიზაციის ნიშნები ქართულ ეკონომიკაში - სავალუტო ფონდის დასკვნა

საგარეო შოკების და ლარის გაუფასურების ფონზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქართულ ეკონომიკაში სტაბილიზაციის ნიშნებს ხედავს. 
საერთაშორისო ორგანიზაცია ბოლო ორი კვარტლის მონაცემებს აჯამებს. შედარებით ოტიმისტურია ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ფონდის დასკვნაში წერია, რომ წლის ბოლომდე მაჩვენებელი 2.5 %-ს მიაღწევს, რაც თავდაპირველ მონაცემს მცირედით აჭარბებს. 

Thursday, October 29, 2015

საქართველოს მთავრობა, ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო რეფორმებზე, აქტიურად მუშაობს

ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში, ქეთი კრიალაშვილის შეფასებით, "Doing Business"-ის მეთოდოლოგია სიღრმისეულად აფასებს ქვეყნების მდგომარეობას და რეგულაციების ხარისხს. 

როგორც ექსპერტმა "პირWელს" განუცხადა, საქართველო ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო რეფორმებზე.

Thursday, October 8, 2015

ზრუნვა გარემოზე - პოლიეთილენით დაბინძურების საფრთხე

სტუმარი: ქეთი კრიალაშვილი - გარემოს დაცვის სამინისტროს ინოვაციური პროექტების სამსახურის უფროსი.