Sunday, February 26, 2017

კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა

2014 წლის ბოლოს პრემიერმა საპენსიო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა, მთავრობა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის მაქსიმალურად დახვეწილ მოდელს ჩამოაყალიბებს, რისთვისაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვა უწყებებთან აქტიურად ითანამშრომლებს. რეფორმა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, მომავალი თაობის პენსიონრებს მაღალი საპენსიო შემოსავლით უზრუნველყოფს.

Saturday, February 25, 2017

"მეთოდები, რომლის მიხედვითაც საქართველოში საარსებო მინიმუმს ითვლიან, გადასახედია"

საარსებო მინიმუმის ცნება საქართველოში დაუსრულებელი დავის საგანს წარმოადგენს. წლები გადის, საარსებო მინიმუმის რაოდენობა კი მიზერულია, რის გამოც ეს მაჩვენებელი საზოგადოების მწვავე კრიტიკას იმსახურებს. თუმცა, გასულ წლებთან შედარებით, საარსებო მინიმუმის მოცულობა ნელა, მაგრამ მაინც მატულობს. მაგალითად: 2004 წელს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 96,2 ლარი იყო, 2006-ში - 120 ლარი, ხოლო 2017 წლის იანვარში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 166.3 ლარი. 

Thursday, February 23, 2017

მოქალაქე და ბიუჯეტი

რამდენად ჩართულია სამოქალაქო სექტორი სახელმწიფო სახსრების ხარჯვის დაგეგმვასა და მონიტორინგში, როგორია მოსახლეობის ინფორმირების დონე საბიუჯეტო სახსრების განკარგვასა და ხარჯვასთან დაკავშირებით - თემაზე სასაუბროდ გადაცემაში "საქმე" სტუმრად მოვიწვიეთ ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ქეთი კრიალაშვილი და ექსპერტი ვაჟა კაპანაძე