Wednesday, December 16, 2015

უნდა ვისწავლოთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეული დიფერენციების შემოღება

თანამედროვე ტენდენციები, გარემოს დაცვა, ეკოლოგიაზე ზრუნვა, ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენი მისწრაფებები ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით - ეს ყველაფერი სტანდარტების გაუმჯობესებას მოითხოვს. ეს ცვლილება აუცილებელია იმისათვის რომ გავზარდოთ ცხოვრების დონე. ავტომანქანებზე აქციზის გაზრდა მოსახლეობას შეუქმნის სტიმულს, რომ უფრო ახალი ავტომობილი შეიძინოს. არ უნდა შევაფერხოთ განვითარების პროცესები იმისათვის, რომ რაღაცისთვის შეიძლება არ ვიყოთ მზად”, - აღნიშნა კრიალაშვილმა.

Thursday, December 10, 2015

სტაბილიზაციის ნიშნები ქართულ ეკონომიკაში - სავალუტო ფონდის დასკვნა

საგარეო შოკების და ლარის გაუფასურების ფონზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქართულ ეკონომიკაში სტაბილიზაციის ნიშნებს ხედავს. 
საერთაშორისო ორგანიზაცია ბოლო ორი კვარტლის მონაცემებს აჯამებს. შედარებით ოტიმისტურია ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ფონდის დასკვნაში წერია, რომ წლის ბოლომდე მაჩვენებელი 2.5 %-ს მიაღწევს, რაც თავდაპირველ მონაცემს მცირედით აჭარბებს.