Wednesday, July 27, 2016

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ მწვანე ეკონომიკას?

ინკლუზიური მწვანე ეკონომიკის ფორმირებას ორი ძირითადი პროცესი ახასიათებს,  სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა და მატერიალური და ენერგორესურსების მოხმარების შემცირება.

პროდუქტიული და ეფექტიანი ზრდის  შესაძლებლობები:
უახლოეს ათწლეულებში ეკონომიკური ზრდის ტემპი  საგრძნობლად იქნება განსხვავებული,  წარსულში  რესურსების ინტენსიური გამოყენებით მიღებული  ზრდისგან.  

Monday, July 25, 2016

მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება-ტერმინთა განსაზღვრება

პირველად, ტერმინი მწვანე ეკონომიკა გაჟღედა 1972 წელს სტოკჰოლმში UN ის კონფერენციაზე , ხოლო 1980 წელს გამოყენებულ იქნა მსოფლიო კონსერვაციის სტრატეგიის ანგარიშში- რესურსების კონსერვაცია მდგრადი განვითარებისთვის რომელიც ერთობლივად განახორციელესისთ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა  IUCN (International Union for Conservation of Nature)  WWF (World Wildlife Fund)  და UNDP (United Nations Development Programme ) - ეკონომიკურ  ლიტერატურაში  კაპიტალისა და მდგრადი განვითარების ურთიერთკავშირი  1989 წელს  გამოქვეყნებულ  წიგნშიმწვანე ეკონომიკის კონცეფცია”  განიღვრა (Pearce et al. 1989).

Wednesday, July 20, 2016

მწვანე ეკონომიკის ძირითადი ცხრა პრინციპი:


  1. მწვანე ეკონომიკა ხელს უწყობს   განვითარებას-მდგრადი განვითარების პრინციპი:
  •      ის არის გზა მდგრადი განვითარების მისაღწევად
  •       შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებით აერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებ.
  •      ის ახდე კულტურული და ეთკური ნორმების ინტეგრაციას სამივე ასპექტში.

Wednesday, July 13, 2016

სოციალური ფონი VS გარემო

ხშირად ისმის კითხვა, პროგრესი, რომლითაც ასე ამაყობს კაცობრიობა და დღევანდელი საზოგადოება, აღნიშნავს თუ არა რეალურ პროგრესს?
გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება, და რაც მთავარია, დაბინძრებული გარემო, ესაა თანამედროვეობის ის შედეგი, რომელმაც მსოფლიო საზოგადოება  გარკვეულწილად დილემის წინაშე დააყენა.
მთავარ პრობლემად მოსახლეობის ზრდის ტემპი სახელდება, შეიძლება გამრავლება, მომავალი თაობის რიცხოვნობა საფრთხედ ჩაითვალოს? ზრდის ტემპის შენელების მიუხედავად,   2050  წლისათვის ნავარაუდევია,  რომ მსოფლიო მოსახლეობის  რაოდენობა  9,6  მილიარდს მიაღწევს.

Wednesday, July 6, 2016

გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევები

ბოლო ასწლეულის მანძილზე კაცობრიობის განვითარების პროგრესის შეფასების  ყველა მაჩვენებლზე, იქნება ეს სოციალური, განათლება, მთლიანი შიდა პროდუქტი თუ სხვა, უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა.  
ამავე პერიოდში, ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე, საქმიანობის სიხშირისა და სფეროების გაფართოების შესაბამისად გაიზარდა.
თუმცა აღნიშნული საქმიანობები და წარმატება ძირითადად ჰაერისა და წყლის დაბინძურების, ტროპიკული ტყეების გაჩეხვის, სათბური აირების წარმოქმნის  თუ გარემოზე ნეგატიურად მოქმედი სხვა ფაქტორების ხარჯზე მოხდა.