Wednesday, July 13, 2016

სოციალური ფონი VS გარემო

ხშირად ისმის კითხვა, პროგრესი, რომლითაც ასე ამაყობს კაცობრიობა და დღევანდელი საზოგადოება, აღნიშნავს თუ არა რეალურ პროგრესს?
გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება, და რაც მთავარია, დაბინძრებული გარემო, ესაა თანამედროვეობის ის შედეგი, რომელმაც მსოფლიო საზოგადოება  გარკვეულწილად დილემის წინაშე დააყენა.
მთავარ პრობლემად მოსახლეობის ზრდის ტემპი სახელდება, შეიძლება გამრავლება, მომავალი თაობის რიცხოვნობა საფრთხედ ჩაითვალოს? ზრდის ტემპის შენელების მიუხედავად,   2050  წლისათვის ნავარაუდევია,  რომ მსოფლიო მოსახლეობის  რაოდენობა  9,6  მილიარდს მიაღწევს.

პრობლემა, რომლის წინაშეც საზოგადოება და მსოფლიო დგას, სწორედ მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდაა,  [1] მიუხედავად კვლევებისა, რომლებიც კიდევ უფრო სწრაფ ზრდას წინასწარმეტყველებდნენ,  
2014 წლის მონაცემებით,  საერთო მოსახლეობის რაოდენობა 7,2  მილიარდია,   2010-2014  წლების განმავლობაში ზრდის ტემპი 1,2 % - ით (82  მილიონი) განისაზღვრა, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე. 
აღსანიშნავია, აფრიკული ქვეყნების მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპი ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით,  რაც ძირითადად ამ სახელმწიფოების განვითარების ტემპის ზრდითა და  სოციალური პოლიტიკის ცვლილებითაა გამოწვეული და რაც ახალშობილთა,  დედათა   და მოხუცებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვით აიხსნება. 
შობადობის მაჩვენებელთა ზრდასა და სიკვდილიანობის ასაკის მატებას მსოფლიო მოსახლეობის განათლების დონის ზრდამ  შეუწყო ხელი, ასევე ცნობილია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ბავშვების უმრავლესობა  სასკოლო განათლებას იღებს.
John Holdren-მა Paul Ehrlich-ის თანაავტორობით გამოსცა წიგნი  “1977 Ecoscience” , სადაც მოსახლეობის რაოდენობის ოპტიმიზაციაზე საუბრობს.  
მოსახლეობის დიდი რაოდენობით ზრდა გავლენას ახდენს პრაქტიკულად საზოგადოების ყველა ასპექტზე. ORTES აღნიშნავს, რომ მოსახლეობის შემცირება უნდა მოხდეს 3 მილიარდამდე, ხოლო ჰოლდრენი კი უფრო სასტიკია ამ მხრივ. ის აღნიშნავს,  რომ  მოსახლეობის ოპტიმალური რიცხოვნება მსოფლიოში 1 მილიარდს უნდა შეადგენდეს. წიგნის  “Population Bomb”- ავტორი, Paul Ehrlich,   აფრთხილებს საზოგადოებას მასობრივ შიმშილზე, ცივილიზაციის მოსალოდნელ შედეგებსა და 1970-1980 წლებში ზოგ ქვეყანას მოუწოდებს მოსახლეობის ზრდის შეზღუდვასკენ მიმართული დაუყოვნებელი მოქმედებისკენ.
The Planetary Regime-(გვ. 943) პლანეტარული რეჟიმი-  ავტორი აღნიშნავს, რომ საჭიროა ტოტალიტარული ზომების გამოყენებით ადამიანის ცხოვრების ყველა დეტალის კონტროლი.
იძულებითი აბორტები, მასობრივი სტერილიზაციის პროგრამები, რომელიც ხორციელდება საკვების და წყლის მიწოდებით, ასევე სავალდებულო სხეულის იმპლანტანტები, რომლებიც ხელს უშლის წყვილს ბავშვების ყოლაში. პლანეტარულ რეჟიმს აქვს ის ძალა, რომ განისაზღვროს მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოსახლეობის დონე.
მუდმივი სტერილიზაცია შეეხებათ მათ, ვისზეც მთავრობა ჩათვლის,  რომ ჰყავთ უკვე ბევრი შვილები და მათ წვლილი მიუძღვით სოციალური მდგომარეობის გაუარესებაში.
ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვებს ან ვისაც თინეიჯერი მშობლები ჰყავთ, მთავრობა წაიყვანს იძულებით და   გაზრდის საშუალება მიეცემა მას, ვისაც არ ჰყავს შვილი და სურს მზრუნველობა გამოიჩინოს.

სურსათის გლობალურ წარმოებას ზოგადად შეუძლია ადამიანის კვებითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგრამ გადანაწილების პრობლემების გამო, დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი რჩება მშიერი.
მსოფლიო სურსათის წარმოება ისევ იზრდება, მაგრამ რამოდენიმე ტენდენციის გამო, მომდევნო 30 წლის განმავლობაში რთული გახდება დამატებითი 3 მილიარდი ადამიანის გამოკვება.
ძირითადი მარცვლეული კულტურების მოსავლიანობა უფრო ნელა იზრდება, ვიდრე ადრე, მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგი კი კვლავ მაღალია.
ნიადაგის დეგრადაცია ეროზიისაგან და ცუდი სარწყავი პრაქტიკა ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო მიწებს და  საფრთხეს უქმნის წარმოებას ზოგიერთ რეგიონში.
ზოგადად, უფრო ენერგოეფექტურ და ნაკლებად ტოქსიკური მეურნეობის მეთოდებზე გადასვლის გარეშე, რთული იქნება მომავალში მსოფლიო სურსათის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი ტვირთის გარეშე.

ენერგიის გლობალური  მოხმარება, რაც 1971 წლიდან თითქმის 70 % გაიზარდა, შემდეგი 15 წლის განმავლობაში წლიურად 2% - ით  მოიმატებს.  
თუ ერთობლივი ძალისხმევით არ გაიზრდება ენერგოეფექტიანობა და არ შეიცვლება დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე,  ასევე 50 %-ით მოიმატებს სათბური აირების გამოყოფა.

წიაღისეული საწვავის დაბალი ფასი და მისი მოთხოვნილება ისეთ განახლებად ენერგიის წყაროების წინააღმდეგ მოქმედებს, როგორებიცაა ქარის, მზის, გეოთერმული, ჰიდრო და სხვა, თუმცა ეს სუფთა ენერგიის წყაროები მაინც განიცდიან მნიშნვნელოვან განვითარებას და ტექნიკურ პროგრესს.

პრობლემათა ნუსხაშია გაუდაბნოება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება,  ეკოსისტემა, მსოფლოში წყლის მოხმარება.
 ბუნებრივი რესურსები უღარიბესი ქვეყნების საარსებო საშუალებას წარმოადგენენ.
ფაქტობრივად, ბუნებრივი კაპიტალის 26 % დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე მოდის, ამასთანავე განვითარებად ქვეყნებში  დაავადებების 20%-ზე მეტი სწორედ გარემოზე ზემოქმედების რისკებს უკავშირდება.

ღარიბი ქალები განსაკუთრებით დაუცველნი არიან რესპირატორული ინფექციებისგან, რომელსაც, თავის მხრივ შენობებში არსებული დაბინძურებული ჰაერი ქმნის.
მწვავე რესპირაციული ინფექციებია  ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი.
წყლის დაბინძურება და ანტისანიტარია მსოფლიოს მეორე ძირითად პრობლემას წარმოადგენს. სწორედაც რომ,  სუფთა ჰაერი და წყალია სიკვდილიანობის შემცირების ერთ-ერთი გამოსავალი.
ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა ხელს უწყობს სიღარიბის დაძლევას, ამცირებს  დაავადებებსა და სიკვდილიანობას, აუმჯობესებს დედათა ჯანმრთელობას და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და განათლებას.
·         1970 წლიდან მოყოლებული მსოფლოში ბუნებრივ რესურსების წლიური მოხმარება   დედამიწის რეგენერაციის უნარს  1.5 ჯერ აჭარბებს.  რაც ნიშნავს, რომ  წლის განმავლობაში მოხმარებული რესურსის აღსადგენად  დედამიწას  1 წელი და 6 თვე ჭირდება.  
·         2030 წლისთვის, ამ ტენდენციების გათვალისწინებით, მოხმარება 2ჯერ გადააჭარბებს წარმოებას.  

აღნიშნული საკითხის კონცეპტუალური ხედვა,  პირველ რიგში მიმართულია,  მდგრადი მოხმარებისა  და წარმოების ისეთ  ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, როდესაც მოხდება  რესურსებისა და ენერგიის ეფექტიანი გამოყენება სათბური გაზებისა და  სხვა სახის გარემოთვის საზიანო ემისიების  შესამცირებლად.






[1] World Population Situation in 2014, Department of Economic and Social Affairs Population Division, United Nations New York, 2014, p9

No comments:

Post a Comment