ბოლო ასწლეულის მანძილზე კაცობრიობის განვითარების პროგრესის შეფასების ყველა მაჩვენებელზე, იქნება ეს სოციალური, განათლება, მთლიანი შიდა პროდუქტი თუ სხვა, უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში, ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე, საქმიანობის სიხშირისა და
სფეროების გაფართოების შესაბამისად გაიზარდა.
თუმცა აღნიშნული საქმიანობები და წარმატება ძირითადად ჰაერისა და წყლის დაბინძურების, ტროპიკული ტყეების
გაჩეხვის, სათბური აირების წარმოქმნისა თუ გარემოზე ნეგატიურად მოქმედი სხვა ფაქტორების ხარჯზე მოხდა.
2000-2010 წლებში, ხელოვნური თუ ბუნებრივი გზებით ტყის
რესურსის აღდგენით, გლობალურად დანაკარგი
8,3 მილიონი ჰექტარიდან ,2 მილიონ ჰექტარამდე შემცირდა.
ამავდროულად, 1986 წლიდან 2013 წლამდე 98 %-ით შემცირდა ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების მოხმარება, მიუხედავად
ამისა, ჯერ კიდევ გადაუჭრელია საზოგადოების წინაშე არსებული ისეთი გამოწვევები,
როგორიცაა:
- ჰაერი-
სათბური
გაზების
გამოფრქვევის
ზრდა,
კლიმატის
ცვლილება,
ოზონის
შრის
შემცირება-
ყველა
ეს
ფაქტორი
ზრდის
დაავადებათა
რიცხვს.
- ენერგიის ხელმისაწვდომობა
- დღემდე
მსოფლიოში
3 მილიარდი ადამიანი
ტრადიციულ ბიომასას-ხე-ტყეს
იყენებს
გასათბობად,
ამასთანავე
განვითარებადი
ქვეყნები
წიაღისეული
რესურის
გამოყენების
მზარდი
ტენდენციით
ხასიათდებიან
.
- ბიომრავალფეროვნება-კონსერვაცია -კრიტიკულ
ზღვარზეა
ტყეების,
ჭაობების
მდგომარეობა და
მათი
აღდგენის
შესაძლებლობა
დღითიდღე
უარესდება.
- მიწა-მიმდინარე
ტენდენციები
და
კვლევები
გვიჩვენებენ
რომ
ქალაქმშენებლობისთვის
მიწის
ფართობის
გამოყენება
მომავალ
40 წლის
მანძილზე
შეიძლება
გაორმაგდეს.
- წყალი-ბოლო
50 წლის
განმავლობაში
წყლის
მოხმარება
გაიზარდა
სამჯერ,
როგორც
სასოფლო-სამეურნეო,
ასევე
ინდუსტრიულ
და
საყოფაცხოვრებო სექტორში.
- ნარჩენი
- ნარჩენების
ზრდა
50 მილიარდ
ტონანდეა
გაზრდილი
წლის
განმავლობაში
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სოციალური უთანასწორობა და შემოსავლის არათანაბარი განაწილებაა: მაგალითისთვის მოსახლეობის 80 % -ზე მეტს დღიურად 10$ზე ნაკლებ შემოსავალი აქვს.
მსოფლიოში მოსახლეობის 40 % კი უღარიბეს ფენას წარმოადგენს, რომლის მწარმოებლურობა მსოფლიოს მასშტაბით 5% შეადგენს. ამასთანავე ბუნებრივი რესურსების დიდი ნაწილი ძირითადად დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ტერიტორიებზე მოიპოვება. ბუნებრივი რესურსების დაზოგვა 2008 წლისთვის თითქმის 0%-ს გაუტოლდა. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა ახერხებს ადამიანური განვითარების მაღალ სტანდარტების შენარჩუნებას, გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე. ამასთანავე მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანთა ქცევას, მათ განვითარებას, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე. იმისათვის, რომ მაღალ განვითარების სტანდარტებს მივაღწიოთ, საჭიროა, რომ მიმდინარე წარმოება და მოხმარება ტრანსფორმირდეს ინკლუზიურ მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე.
No comments:
Post a Comment