Wednesday, July 27, 2016

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ მწვანე ეკონომიკას?

ინკლუზიური მწვანე ეკონომიკის ფორმირებას ორი ძირითადი პროცესი ახასიათებს,  სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა და მატერიალური და ენერგორესურსების მოხმარების შემცირება.

პროდუქტიული და ეფექტიანი ზრდის  შესაძლებლობები:
უახლოეს ათწლეულებში ეკონომიკური ზრდის ტემპი  საგრძნობლად იქნება განსხვავებული,  წარსულში  რესურსების ინტენსიური გამოყენებით მიღებული  ზრდისგან.  


ზრდა ფასდება კრიტერიუმებით, თუ რამდენად კმაყოფილდება მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნები,  ცხოვრების მაღალი დონის მისაღწევად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების გათვალისწინებით. 

მსგავსი მიდგომა გულისხმობს რესურსების  ათვისების მეტ ეფექტიანობას, გარემოს უფრო ძლიერ დაცვას და ცვლილების შეტანას მოხმარების შემადგენლობაში - რესურსტევადი პროდუქციისა და მომსახურების გადასვლას ნაკლებად რესურსტევადისკენ.  რაც თავის მხრივ ქვეყნებისგან მოითხოვს არსებული ცხოვრების წესის გადახედვას და   ტექნოლოგიურ პროგრესს,  სამუშაო ძალის პროდუქტიულობის, მატერიალური სარგებლისა და ენერგოეფექტიანოის  ზრდისათვის.

მწვანე ეკონომიკის ფორმირება საჭიროებს გარღვევას ტექნოლოგიურ პროგრესსა და წარმოებაში,  როგორც განვითარებად, ასევე  განვითარებულ ქვეყნებში. თუ რა სახის ტექნოლოგიას გამოიყენებს ქვეყანა წარმოების პროცესში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ნახშირბადის ემისიებისა  და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყოფის შესამცირებლად, ამასთანავე აღნიშნულ ფაქტორზე დიდად არის დამოკიდებული სამუშაო ძალის პროდუქტიულობა.  

მწვანე  ეკონომიკაზე  გადასვლისთვის კი ადამიანური კაპიტალის  პროდუქტიულობა ხდება საკვანძო ფაქტორი, რადგან წარმოების ეფექტიანობის ასახვის გარდა, მსგავსი მიდგომა   შესაძლებლობას აძლევს  სამუშაო ძალას, გაზარდოს პოტენციალი,   მიიღოს უფრო მაღალი ხელფასი და მიაღწიოს ცხოვრების უფრო მაღალ დონეს.

შესაბამისად, შრომითი პროდუქტიულობის ზრდა მიიჩნევა ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის დონის შემცირებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.  განათლების დაბალი დონე კი ამ ზრდის  ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება მრავალ განვიარებად ქვეყანაში.

განვითარებადი ქვეყნების სხვადასხვა ჯგუფებში შრომითი პროდუქტიულობის ზრდა განსხვავდებოდა. ლათინურ ამერიკაში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მუშახელზე იზრდებოდა 1978 წლამდე და მას შემდეგ შეჩერდა. აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში კი მუდმივად იზრდება შრომითი პროდუქტიულობა აშშ-სთან მიმართებაში.

შრომითი პროდუქტიულობის ზრდა ნაწილობრივ ხსნის, თუ რატომ მიაღწია ისტორიულად ღარიბმა და მჭიდროდ დასახლებული ქვეყნების ნაწილმა წარმატებასმაგალითად, გარკვეული პერიოდის წინ ლათინურ ამერიკისოფლებში  არსებული დასაქმების პრობლემის გამო,  ადამიანების უმეტესობა გადადიოდა სამუშაოდ ქარხნებში, შემდეგ კი შრომითი პროდუქტიულობის ზრდის შენარჩუნება რო რთულ ამოცანად იქცა.


საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიულად მართვა, რათა მოხდეს ეკონომიკური ზრდის პროცესის ორიენტირება მდგრადი მიმართულებისკენ და შემოსავლებისა და სოციალური ინვესტიციების სამართლიანად გადანაწილება.

სტრატეგიულ გეგმაში უნდა განისაზღვროს ენერგიისა და რესურსების გამოყენების გრძელვადიანი ეფექტიანი გამოყენება, რაც მოითხოვს სისტემურ ცვლილებას და არა ეტაპობრივ გაუმჯობესებას

ეკონომიკის ეკოლოგიზაციის მოწინავე პრაქტიკის წარმატებული ნიმუშების მასშტაბების განვრცობა მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი, დღეისათვის სამყაროს წინაშე არსებული ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად. მიდგომა არ უნდა შემოიფარგლებოდეს სექტორულ დონეზე ანალიზით, რადგან მხოლოდ მწვანე შენობები, ან მხოლოდ სოფლის მეურნეობის წარმოების მდგრად და ეფექტიან სისტემაზე გადასვლა  ვერ მიგვიყვანს მდგრად განვიარებამდე.
მწვანე და ყოვლისმომცველი ეკონომიკისთვის საჭირო ფუნდამენტალური გადამისამართება, რაც ერ მიიღწევა მაკროეკონომიკური პოლიტიკის ორიენტაციის გადახედვის გარეშე - საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა ეკონომიკური ზრდის არსებულ მოდელებში და მკვეთრი ცვლილება წარმოებისა და მოხმარების სტრუქტურაში.

მდგრადი წარმოებისა და მოხმარების წახალისებისთვის საჭიროა ინტერნალიზაცია  გარე ფაქტორების  გარკვეული ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორებიცაა საგადასახადო სტიმულები და შემაკავებელი ფაქტორებივაჭრობის სქემები, წესები, ნორმები და პროდუქციის სტანდარტები.

ეს პოლიტიკა ზეგავლენას იქონიებს მოხმარებაზე, ინვესტიციებსა და სხვა შესაბამის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.  მაკროეკონომიკური პოლიტიკის გარდაქმნა არის საკვანძო ფაქტორი ეკონომიკური ზრდის ახალ მიდგომაზე ფოკუსირებისას.

სინამდვილეში მაკროეკონომიკური პოლიტიკა არა ხოლოდ ახდენს ზეგავლენას ეკონომიკური საქმიანობის დინამიკაზე, შემოსავლების გადანაწილებაზე, ინვესტიციებსა  და დასაქმებაზე,  არამედ შეუძლია ეკონომიკის საჭირო სტრუქტურული ცვლილებების მოტანა,  რაც საჭიროა მწვანე ეკონომიკის ტრანსფორმაციისთვის. კომპლექსური მოხოვნის ძირითადი სექტორების დაშლა სასარგებლოა ეკონომიკური ზრდის ახალი გზის შესახებ ხედვის ჩამოყალიბებისთვის ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონებისთვის. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ განვასხვავოთ ის მაკროეკონომიკური მონაცემები, რომელთა მკაცრი შეზღუდვა აუცილებელია, მაგალითად რესურსების ინტენსიური მოხმარება, ინვესტიციები ენერგოტევად ინფრასტრუქტურაში და ტრანსპორტში. უდაოდ, სოციალური კეთილდღეობისა და ეკოლოგიური მდგრადობის თვალსაზრისითაქტუალურია ენერგიის და ბუნებრივი კაპიტალდაბანდების  ეკონომია და ინვესტირებადამიანურ კაპიტალ.
 ეს უკანასკნელი გულისხმობს ინვესტიციებს ჯანდაცვის სფეროში, სურსათის უვნებლობაში, კვებაში, განათლებაში, კულტურულ საქმიანობასა და საინფორმაციო მომსახურებაში.

ასევე სასურველია სოფლის მეურნეობის წარმოების  სისტემათა ტრანსფორმაციის ინვესტირება, უფრო მაღალი პროდუქტიულობისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად. არა მარტო მოსახლეობის რაოდენობის ზრდის გამო, არამედ იმიტომ, რომ გლობალურ დონეზე სოფლის მეურნეობა არის ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი  და შემოსავლის ძირიადი წყარო,  განსაკუთრებით ღარიბი ფენებისთვის. სიღარიბის შესამცირებლად საზოგადოების უღარიბეს ფენებში სოფლის მეურნეობის განვითარების ზრდა ხშირად არის გაცილებით უფრო ეფექტიანი, ვიდრე ზრდა მრეწველობის სხვადასხვა დარგში.

ბუნებრივია,   აუცილებლად უნდა იქნას განხილული  ეკოლოგიური და რესურსების ხარჯვის შედეგების შეფასებისას კავშირი პროდუქციისა და მომსახურების ციკლს შორის.  მაგალითად, როდესაც სასურსათო სისტემები ხდება უფრო გლობალიზებული და რთული, სოფლის მეურნეობის ეკოლოგიზაცია უნდა იქნას მიღწეული  კვებითი ჯაჭვის ხარჯზე. გადაჭარბებული აგროქიმიური წარმოება და გამოყენება, წყლის ხარჯვა, გადამუშავება, ტრანსპორტირება, შეფუთვა, საცალო ვაჭრობა და ნარჩენები არის ძირითადი ფაქტორები,  რომლებიც განსაზღვრავენ სოფლის მეურნეობას და კვების პროდუქტების წარმოების ერთ-ერთ სექტორს, რაც თავის მხრივ არსებით ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე.


No comments:

Post a Comment