Saturday, January 31, 2015

საქართველოს ექსპორტის სტიმულირება "ყოვლისმომცველი" ვაჭრობის პირობებში

ექსპორტი სტიმულირებული ზრდის ჰიპოთეზის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ექსპორტის ხელეწყობით შეიძლება. გარე ბაზრებზე ორიენტირების ეს სტრატეგია 1970-იან და 1980-იან წლებში სახრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკების ,,სასწაულებრივიზრდის შედეგად გახდა პოპულარული. ეკონომიკური ზრდის ექსპორტით სტიმულირება იმპორტის ჩანაცვლების საპირისპირო სტრატეგიაა, რომელიც პოპულარული იყო 1960-იან წლებში. მპორტის ჩანაცვლების სტრატეგია ადგილობრივი ბაზრის დროებით დაცვას მოითხოვს, ექსპორტით სტიმულირებული ზრდის სტრატეგია კი ცდილობს მსოფლიო ბაზრის ძალები ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის გამოიყენოს.

Wednesday, January 28, 2015

განათლების სექტორში ყველაზე დაბალი ხელფასებია

საქსტატის მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანასო სექტორში ფიქსირდება და ყველაზე დაბალი განათლების სფეროში.დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 850.8 ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი.

გაგრძელდება თუ არა ეროვნული ვალუტის დევალვაცია?

მომავლის შიში და დაუცველობის განცდა - გრძნობები, რომელსაც ლარის გაუფასურება იწვევს... ქართული ვალუტა ჩვენ თვალწინ, როგორც იტყვიან, თვალსა და ხელს შუა უფასურდება: თუ შარშან, ამ დროს 1 დოლარის ღირებულება 1,75 ლარი იყო, დღეს ეს ციფრი უკვე 1,94- გადასცდა. მართალია, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთხმად გვანუგეშებენ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, ლარის კურსი ისეთი იქნება, როგორც ეკონომიკა განსაზღვრავსო, მაგრამ ამგვარი "ნუგეში" ვერაფერს შველის ადამიანებს,

რისთვის არის საჭირო და რა სჭირდება საპენსიო სისტემის შექმნას?

საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი გრძელვადიანი რეფორმა, რომელიც დღემდე ვერ განხორციელდა საქართველოში. გასული წლის ბოლოს, 30 დეკემბერს, გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, იმსჯელეს მოდელზე, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, „კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში,

Tuesday, January 27, 2015

ახალგაზრდული სტრატეგია-საქართველო 2020-ის ფარგლებში

სახელმწიფოს სრულფასოვანი განვითარება, მისი სასურველი ტემპით სვლა ცივილიზებული სამყაროში ღირსეულ წევრად დაბრუნებისათვის, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ქმედითი იქნება მისი ნაბიჯები ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით. როგორც ლინკოლნი ამბობდა ,,თითქმის ყველაფერი დიდებული ახალგაზრდების მიერ არის შექმნილი“.

Monday, January 26, 2015

შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის პროგრამა და „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონპროექტი

ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც უკავშირდება შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის პროგრამის შემუშავებასა და შესაბამისი ინსტიტუტის ფორმირებას. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთევან კრიალაშვილი განმარტავს, რომ  გარდამავალ ეტაპზე აღნიშნული სისტემის ჩამოყალიბება იქონიებს პოზიტიურ ეფექტს დამსაქმებლების ინფორმირებულობის ამაღლებისა და მონიტორინგის პროცესის მეთოდოლოგიის დახვეწის მხრივ. ყოველივე გაზრდის სამმხრივი დიალოგის მნიშვნელობასშეამცირებს დამსაქმებლებისა და პოტენციური ინვესტორების დაშინების მცდელობას, გამორიცხავს ბიზნესის მიმართ რეპრესიულ მიდგომებს. სასურველია, რომ მონიტორინგის ფუქციების ტრანსფორმაცია მოხდეს ეტაპობრივად შრომის ბაზრზე არსებული გამოწვევების შესაბამისად.

Friday, January 23, 2015

მთავრობა ექსპორტის წახალისების პროგრამაზე მუშაობს

"ექსპორტის კლება საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას."
2014 წელს საქართველოში ექსპორტის მოცულობამ იკლო, იმპორტი კი, განუხრელად იზრდება და მასთან ერთად იზრდება უარყოფითი სავაჭრო სალდოც: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11,459 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2013 წელთან შედარებით, 2 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი - 7 პროცენტით გაიზარდა. ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა კი - 5,732 მილიარდი დოლარია. თუ გასული წლების მონაცემებს გადავხედავთ, ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში არ გვქონია.

PM Presents Georgia at World Economic Forum

Georgian political scientists and economists are expecting the Georgian delegation in Davos, headed by Prime Minister Irakli Garibashvili to attract a number of foreign investments. This is what the PM promised before his departure to Switzerland.
“Georgia has many opportunities at the World Economic Forum this year, but it depends how the government presents all the advantages of investing in Georgia,” Ketevan Krialashvili, CEO and Founder at the Economic Education and Strategic Research Center, told Georgia Today.

Wednesday, January 21, 2015

რა არის ჯინის კოეფიციენტი?

მოსახლეობის შემოსავლები და შემოსავლების უთანაბრობის დონე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია. მოსახლეობის შემოსავლები განსაზღვრავს მათ განაწილებას სოციალური სტატუსის მიხედვით. ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები მიეკუთვნებიან მდიდართა ფენას, ხოლო ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები _ ღატაკთა ფენას, მოსახლეობის დაბალი ფენების შემოსავლების ზრდა კი მათი ცხოვრების დონის ზრდის საწინდარია.

Monday, January 19, 2015

საარსებო მინიმუმის კვლევის მეთოდოლოგია გადასახედია

ცხოვრების დონე სოციალურ მეცნიერებათა უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა, მასზე ბევრად არის დამოკიდებული საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონე.

საარსებო მინიმუმის სწორი განსაზღვრა-გაანგარიშება უშუალო კავშირშია საზოგადოების კეთილდღეობისთვის დასაგეგმ სოციალურ პოლიტიკასთან და ამ კუთხით პირველ რიგში სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, როგორც საზოგადოების მინიმალური სოციალური გარანტორი, სახელმწიფომ უნდა შექმნას თავისი მოქალაქეებისთვის თანაბარი სასტარტო პირობები, რაც მისი მთავარი ფუნქციის სამართლიანობის გამოხატვას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იმ რეალური მინიმალური გარანტიებისა, რომლებიც ქმნიან პირობებს არსებობისთვის და განვითარებისთვის.

Thursday, January 8, 2015

პრემიერ-მინისტრი კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმით დაინტერესდა

2014 წლის ბოლოს პრემიერმა საპენსიო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა, მთავრობა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის მაქსიმალურად დახვეწილ მოდელს ჩამოაყალიბებს, რისთვისაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვა უწყებებთან აქტიურად ითანამშრომლებს.

რეფორმა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, მომავალი თაობის პენსიონრებს მაღალი საპენსიო შემოსავლით უზრუნველყოფს

Sunday, January 4, 2015

ექსპორტის განვითარება და ბაზრების დივერსიფიცირება-რუსეთი, როგორც საქართველოს სავაჭრო პარტნიორი

როგორც საყოველთაოდ ცნობილია, საქართველომ 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირებას (AA) და მის ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ  ხელშეკრულებას (DCFTA), (2013 წლის ივლისში ევროკავშირმა და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების (AA), მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) თაობაზე. შეთანხმების პარაფირება 2013 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე შედგა)  რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის  არსებული  სავაჭრო რეჟიმი GSP+ უნდა  ჩაანაცვლოს,