2014 წლის
ბოლოს პრემიერმა საპენსიო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა, მთავრობა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის მაქსიმალურად დახვეწილ მოდელს ჩამოაყალიბებს, რისთვისაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვა უწყებებთან აქტიურად ითანამშრომლებს.
რეფორმა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, მომავალი თაობის პენსიონრებს მაღალი საპენსიო შემოსავლით უზრუნველყოფს.
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია,
საქართველო 2020=ში ვკითხულობთ: „ადამიანური
რესურსების კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური
დაცვის სისტემის შემდგომი დახვეწა.
სოციალური დაცვის სისტემა მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს – მიზნობრივ სოციალურ დახმარებას (TSA) სიღარიბის ზღვარს მიღმა
მყოფი ოჯახებისთვის და საპენსიო
სისტემას”.
ხანდაზმულთა სოციალური დაცვის ღონისძიებების
უმთავრეს ნაწილს ხანდაზმულობის
პენსია წარმოადგენს. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ (მამაკაცებისთვის 65 წელი, ქალებისთვის 60 წელი)
ყველა მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პენსია.
ხანდაზმულობის პენსია 2013 წლის სექტემბერში 150 ლარამდე გაიზარდა (2010 წელს 115 ლართან შედარებით). დღეისათვის,
ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა
684 000 ადამიანს - მოსახლეობის 15%-ს შეადგენს, ხოლო საპენსიო ხარჯები - დაახლოებით 1 მილიარდ ლარს.
იმის გათვალისწინებით, რომ პენსიონერთა
რაოდენობა მზარდია და გაეროს მონაცემებით,
ასაკით პენსიონერები 2050 წლისათვის შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 25%-ს, ადგილი ექნება სოციალური დანახარჯების
მუდმივ ზრდას. გამომდინარე აქედან, აუცილებელია
ეტაპობრივად დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა,
რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საბაზისო პენსიის არამდგრადი ზრდისგან გამოწვეული წნეხის შემსუბუქებას. ასევე
მნიშვნელოვანია საბაზისო პენსიის ინფლაციასთან
მიბმის პრინციპის შემოღება და პენსიის ზრდის ყველაზე ღარიბ პენსიონერებზე ორიენტირება, რაც დაიცავს პენსიის
მსყიდველობითუნარიანობას და მოლოდინებს
მისაღებ დონეზე შეინარჩუნებს.
მთავრობას ორი ძირითადი ალტერნატივა
აქვს საბაზო დახმარების ფისკალური ტვირთის
შესამსუბუქებლად: უზრუნველყოს ჩანაცვლების განაკვეთის მოლოდინის მისაღებ დონეზე დარჩენა, ან ხელი შეუწყოს საპენსიო
დანაზოგების დაგროვებას ნებაყოფლობით
ან სავალდებულოდ. სხვადასხვა სიტუაციის ანალიზის საფუძველზე სავარაუდოა, რომ კომბინაციით, რომელიც მოიცავს
ასაკის გამო პენსიის ზრდას მისაღები
განაკვეთით და კერძო დაგროვების სქემით მიღებულ პენსიას, დროთა (ნოემბერი, 2013?) განმავლობაში შესაძლებელია საერთო ჩანაცვლების
განაკვეთის სტაბილიზება ხანდაზმულების
შემოსავლისთვის.
საპენსიო
დახმარებების მომავალი ზრდა
საპენსიო სისტემის ეფექტიანობის ზრდის
მიზნით, განხორციელდება დაგროვებით საპენსიო
სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობების ანალიზი. ამასთან, საშუალო პერიოდში მთავრობა გეგმავს დააკავშიროს საბაზო
საპენსიო დახმარების ზრდა ინფლაციის
მაჩვენებელთან, რათა პროგრამის ფარგლებში შენარჩუნებული იყოს მსყიდველობითი უნარის არსებული დონე.
მოსალოდნელი
შედეგები
ზემოაღნიშნული
ღონისძიებების განხორციელებით, მთავრობა უზრუნველყოფს
მოსახლეობის
უღარიბესი ერთი მეათედის 80%-ის გადაფარვას მიზნობრივი
სოციალური
დახმარების პროგრამით და ასევე, მეორე დეცილის ოჯახების, სულ მცირე,
50%-ის
ჩართვას პროგრამაში, უნივერსალური საბაზისო პენსიის შენარჩუნებას და
სამომხმარებლო
ფასების ინდექსზე (ინფლაციის დონეზე) მიბმას. ამასთან,
ეტაპობრივად
განხორციელდება დაგროვებითი სქემების შემოღება.
საპენსიო
რეფორმა
საპენსიო რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს
სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის
ჩამოყალიბებას, ხელს შეუწყობს დანაზოგების მოცულობის ზრდას ქვეყანაში. აღნიშნული რეფორმა სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის
პარალელურად შექმნის დამატებით წყაროს
ინვესტირებისათვის. იმისათვის
რომ დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ ხელი შეუწყოს საინვესტიციო რესურსების ზრდას, მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში
განვითარდეს კაპიტალის ბაზრები.
არასაბანკო
ინსტიტუციონალური ინვესტორების წახალისება
საფინანსო შუამავლობის გაუმჯობესების
მხრივ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ
ისეთმა ფინანსურმა დაწესებულებებმა, როგორიცაა ფინანსური ლიზინგის და სადაზღვევო კომპანიები, საპენსიო ფონდები და
სხვა. დღეისათვის ქვეყანაში არსებობს,
როგორც სამართლებრივი, ისე ადმინისტრაციული ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ამ დაწესებულებებს სრულად გამოიყენონ
თავიანთი პოტენციალი. ქვეყნის
ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრისაკენ. კერძოდ, სახელმწიფოს განახორციელებს
ღონისძიებებს, რომელიც მიმართული
იქნება სასამართლოების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ ლიზინგთან დაკავშირებით.
სახელმწიფო განახორციელებს ღონისძიებებს,
რომელიც გააძლიერებს ლიზინგის კომპანიების საკუთრების
უფლებების.
სახელმწიფო საპენსიო ხარჯი დღეს ყველაზე მოცულობითი პუნქტია თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ევროკავშირის
ქვეყნებში ამავე ხარჯის ხვედრითი წილის საშუალო ოდენობა მშპ-ში 10,6 % ის ტოლია,
2013 წლის მონაცემების საფუძველზე, როდესაც იგივე მაჩვენებელი განხილულ ქვეყნებიდან
ყველაზე მაღალია იტალიაში და 17 %-მდე აღწევს. ამდენად, საპენსიო სისტემა წარმოადგენს საჯარო ფინანსების სტაბილურობისათვის დიდ საფრთხეს და პენსიების დაფინანსება
ხშირად ხდება ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის შეფერხების მიზეზი მთელს
კონტინენტზე. ევროპული მთავრობები აღნიშნული
ტენდენციის იგნორირებას რასაკვირველია არ ახდენს, რაც დასტურდება გატარებული „საპენსიო
რეფორმებით“, რომელიც საკმაოდ განსხვავებულია მისი ეფექტიანობითა და თანმიმდევრობით
სხვადასხვა ქვეყანაში.
საპენსიო სისტემის რეფორმა როგორც მსოფლიო ბანკის აქტივობის მთავარი ფოკუსი
წარმოადგენს სოციალური უსაფრთხოების
ბადის ნაწილს, რომელიც ფორმალური საპენსიო სქემის სახით არის ცნობილი ბევრ ქვეყანაში. მსოფლიო
ბანკის რეკომენდაციის საფუძველზე, საპენსიო სისტემა უნდა გახდეს ფისკალურად
და პოლიტიკურად მდგრადი, არასტაბილური საპენსიო სისტემა საფრთხეს უქმნის როგორც ფისკალურ სტაბილურობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და
სიღარიბის შემცირებას. ბოლო ორი ათწლეულის
მანძილზე, საპენსიო რეფორმების გატარების ძირითადი მიზანი განპირობებული იყო დემოგრაფიული დაბერებით, საპენსიო სისტემის
არასტაბილურობით, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტზე
დიდი ზეწოლა მოახდინა და შედეგად შეიქმნა საფრთხე მაკროეკონომიური და საპენსიო შემოსავლის
სტაბულურობას. აღნიშნული სტრატეგია რეკომენდაციას
უწევს მულტიპილარულ საპენსიო სქემას, რომელიც შედგება სამი პილარისაგან, პირველი, რომელსაც მართავს სახელმწიფო, არადაფინასებული ნაწილი, მეორე პილარი არის სავალდებულო,
კერძო სრულად დაფინანსებული გეგმა და მესამე პილარი არის ნებაყოფლობითი კერძო დაფინანსებული
გეგმა. იგი ასევე იძლევა წინანადადებებს, ღარიბთათვის დამატებითი საპენსიო შემოსავლების უზრუნველყოფის შესახებ.
კერძო საპენსიო
სისტემის განვითარებას უდიდესი
ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია საქართველოს საპენსიო სისტემისთვის დიდი
მოცულობის ფინანსური და საინვესტიციო რესურსის სახით. ეს რესურსი არის
გრძელვადიანი, რადგან საპენსიო
პროგრამები არის თავად მრავალწლიანი. შესაბამისად გაიზრდება საქართველოს ფინანსური
სისტემის სტაბილურობა და ლიკვიდურობა. ამისათვის განსაკუთრებულად
მნიშვნელოვანია ქვეყანაში კერძო საპენსიო უზრუნველყოფის პრინციპების, მექანიზმების
და სრულყოფის ეფექტიანობის კომპლექსური
კვლევა, სისტემის განვითარების ევოლუციის, ინსტიტუციისა და სოციალური პოლიტიკის საფუძველზე. ამასთან სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის,
დემოგრაფიის, სოციალური და ეკონომიკური ინდიკატორების კომპლექსური სისტემის საფუძველზე
არსებული სოლიდარული სისტემის რაციონალური შეფასება.
არასახელმწიფო საპენსიო
(დაგროვებით სქემა) სისტემაზე გადასვლის აუცილებლობას განაპირობებს საქართველოში სიცოცხლის
ხანგრძლივობის ზრდა (ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურების ფონზე), იმავდროულად ხანდაზმულთა
წილის მნიშვნელოვანი ზრდა მთელ მოსახლეობაში. რაც გამოწვეულია შობადობის
დაბალი მაჩვენებლითა და საგრძნობლად არის შემცირებული თანაფარდობით ხანდაზმულებსა და
ახალგაზრდებს შორის. ძალზე
მნიშვნელოვანია რეფორმის გატარებამდე სასტარტო პირობების გათვალისწინება. იმისათვის, რომ დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ
დაიწყოს სწორად ფუნქციონირება, აუცილებელია რომ სახელმწიფო ბიუჯეტს გააჩნდეს საკმარისი
ფინანსური რესურსები. აღნიშნულ სიტუაციაში პრობლემის გადაჭრის გზა საბიუჯეტო ხარჯების
რესტრუქტურიზაციაშია. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მთელი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში
ამ პრობლემის გადაწყვეტა და საპენსიო გადასახადების სათანადო დონეზე შენარჩუნება, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტში არაეფექტიანი სახელმწიფო
პროგრამების დოტაციისა და სუბსიდირების შემცირების საფუძველზე.
დაგროვებითი საპენსიო სქემა - fully-funded (FF)
|
|
უპირატესობა
|
ნაკლოვანებები
|
·
ინვესტიციებიდან მიღებული მაღალი შემოსავლები
·
შემნახველს
(პირი, რომელცი აკეთებს დანაზოგს) გააჩნია დამოუკიდებლობა და არჩევანის უფლება
·
დანაზოგების ზრდა და მატება
·
ხელს
უწყობს ფინასური ბაზრის განვითარებას და ეფექტიან სახელმწიფო კორპორატიულ მმართველობას
· ავტომატურად არეგულირებს პენსიების მოცულობას შესაძლო
შემოსავლების სახით
|
·
რეგრესული
გავლენა შემოსავლების განაწილებაზე
·
მაღალი
ადმინისტრაციული ხარჯი
·
შეზღუდული ჩართულობა coverage
·
განუსაზღვრელი
შემოსავალი (მაღალი რისკი)
·
სოციალური უსაფრთხოების ბადის საჭიროება
·
ზოგიერთ
შემთხევაში შრომის ძალის შეზღუდული მობილობა
(პროფესიული პენსიები)
|
საქართველოს
საპენსიო სისტემის რეფორმის გადაუდებელი აუცილებლობას განაპირობებს არსებული საპენსიო სისტემის ფისკალური მდგრადობის, პენსიის სტრუქტურის ადექვატურობის,
ეკონომიკის გაუმჯობესების, რისკების დივერსიფიკაციის საჭიროება, რაც შექმნის ქვეყანაში
შესაბამის გარემოს ფინანსური ბაზრის განვითარებისათვის.
No comments:
Post a Comment