საქსტატის მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანასო სექტორში ფიქსირდება და ყველაზე დაბალი განათლების სფეროში.დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 850.8 ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი.
ყველაზე მაღალი ხელფასი, 1384.4 ლარი, საფინანასო სექტორში ფიქსირდება. მის შემდგომ, ყველაზე მაღალი ხელფასი სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორშია - 1336 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორია - 1102.3 ლარიანი ანაზღაურებით.
ყველაზი დაბალი საშუალო ხელფასი 440.3 ლარი განათლების სექტორში დაფიქსირდა.
დასაქმებულ ქალთა საშუალო ხელფასი 630.2 ლარით განისაზღვრა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი 1122.4 ელექტროენერგიის დარგში ფიქსირდება, 1079.1 საფინანასო სექტორში და 976.1 სახელმწიფო მმართველობაში.
დასაქმებულ ქალთა ყველაზე დაბალი ხელფასი 384.7 თევზჭერასა და მეთევზეობაში ფიქსირდება.
დასაქმებულ მამაკაცთა საშუალო ხელფასი კი 2014 წლის მე-3 კვარტალში 1030 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი 1846.9 საფინანსო სექტორში დაფიქსირდა, 1380.9 ლარი - სამთომოპოვებით მრეწველობაში და 1204.4 ლარი კი მშენებლობაში.
ყველაზე დაბალი ხელფასი მამაკაცებშიც განათლებაში ფიქსირდება - 525.1 ლარის ოდენობით.
ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიის კვლევის ცეტრის ხელმძღვანელის ქეთევან კრიალაშვილის განცხადებით, საფინანასო საქმიანობაზე ბუნებრივია, რომ იქნება ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი თუმცა, ყურადღება მისაქცევია სახელმწიფო მმართველობაში საშუალო შრომის ანაზღაურებაზე.
მისი თქმი, დღეს დღეობით სახელმწიფო ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, რაც ქვეყანაში კერძო სექტორის დაბალ განვითარებაზე მიანიშნებს.
ამავდროულად, კრიალაშვილის თქმით, სახელმწიფო სექტორში გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი, რის ხარჯზეც შემცირდა უმუშევრობის დონე ქვეყანაში და მისი შრომით ანაზღაურებაც (ცნობილი პრემიების და სახელფასო დანამატების თემა).
რაც შეეხება განათთლების სფეროს, მისივე განცხადებით, აქ ძირითად დასაქმებულებს მასწავლებლები წარმოადგენენ და ყველაზე დიდი პროცენტული წილი მათზე მოდის, შესაბამისად, მათი შრომითი ანაზღაურება დაბალია. ამიტომაც განათლების სფეროში შრომითი ანაზღაურებაც არის ასეთი დაბალი.
ზოგადი სურათიდან გამომდინარე, რამდენად საკმარისია საშუალო ხელფასი 850 ლარი, მაშინ როდესაც ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით საარსებო მინიმუმი სულ რაღაც 160 ლარია, მოსახლეობას თავად შეუძლია დასკვნების გამოტანა, - აცხადებს კრიალაშვილი.
წყარო: რადიო კომერსანტი
ავტორი, თამარ ლომანძე
ავტორი, თამარ ლომანძე
No comments:
Post a Comment