Wednesday, December 16, 2015

უნდა ვისწავლოთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეული დიფერენციების შემოღება

თანამედროვე ტენდენციები, გარემოს დაცვა, ეკოლოგიაზე ზრუნვა, ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენი მისწრაფებები ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით - ეს ყველაფერი სტანდარტების გაუმჯობესებას მოითხოვს. ეს ცვლილება აუცილებელია იმისათვის რომ გავზარდოთ ცხოვრების დონე. ავტომანქანებზე აქციზის გაზრდა მოსახლეობას შეუქმნის სტიმულს, რომ უფრო ახალი ავტომობილი შეიძინოს. არ უნდა შევაფერხოთ განვითარების პროცესები იმისათვის, რომ რაღაცისთვის შეიძლება არ ვიყოთ მზად”, - აღნიშნა კრიალაშვილმა.

Thursday, December 10, 2015

სტაბილიზაციის ნიშნები ქართულ ეკონომიკაში - სავალუტო ფონდის დასკვნა

საგარეო შოკების და ლარის გაუფასურების ფონზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქართულ ეკონომიკაში სტაბილიზაციის ნიშნებს ხედავს. 
საერთაშორისო ორგანიზაცია ბოლო ორი კვარტლის მონაცემებს აჯამებს. შედარებით ოტიმისტურია ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ფონდის დასკვნაში წერია, რომ წლის ბოლომდე მაჩვენებელი 2.5 %-ს მიაღწევს, რაც თავდაპირველ მონაცემს მცირედით აჭარბებს. 

Thursday, October 29, 2015

საქართველოს მთავრობა, ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო რეფორმებზე, აქტიურად მუშაობს

ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში, ქეთი კრიალაშვილის შეფასებით, "Doing Business"-ის მეთოდოლოგია სიღრმისეულად აფასებს ქვეყნების მდგომარეობას და რეგულაციების ხარისხს. 

როგორც ექსპერტმა "პირWელს" განუცხადა, საქართველო ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო რეფორმებზე.

Thursday, October 8, 2015

ზრუნვა გარემოზე - პოლიეთილენით დაბინძურების საფრთხე

სტუმარი: ქეთი კრიალაშვილი - გარემოს დაცვის სამინისტროს ინოვაციური პროექტების სამსახურის უფროსი.

Wednesday, September 9, 2015

რულონური გაზონის წარმოების ალტერნატიული მეთოდები

რულონური საფარის წარმოება მოითხოვს გარკვეული მოცულობის ნიადაგის მოხსნას მოსავლის აღების პროცესში. ერთ-ერთმა კვლევის თანახმად დაკარგული მიწის რაოდენობა შეიძლება იყოს 7-დან 14 კილოგრამამდე ერთ კვადრატულ მეტრზე. 
გამომდინარე ნიადაგზე პოტენციურად მავნე ზემოქმედებიდან, ხორციელდება კვლევები ბალახის წარმოების ნაკლებად საზიანო მეთოდების აღმოსაჩენად და დასანერგად. 

Wednesday, August 12, 2015

საკვების ფასები ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

მსოფლიო ბანკი: საკვების ფასები ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, გადაცემა "ბიზნესკონტაქტი" მაესტროზე 

შეხვედრა საბერძნეთის კრიზისის თემაზე.

საქართველოს მენეჯერთა ასოციაციამ პარასკევს, 17 ივლისს 11:00 საათზე სასტუმრო თბილისი მერიოტში (დარბაზი სანადიმო) გამართა შეხვედრა საბერძნეთის კრიზისის თემაზე. 
შეხვედრის პირველ ნაწილში გაიმართა პრეზენტაცია მოხსენების სახით, სადაც წარმოდგენილი იყო საბერძნეთის ამჟამინდელი მდგომარეობა, კრიზისის გამომწვევი მიზეზები, განიხილებოდა კრიზისის გავლენა საქართველოზე, ხოლო შემდეგ კი გაიმართა დისკუსია/მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე.

საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა -პრობლემები და გადაჭრის გზები - 2015

2015 წლის 30 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ინიციატივით - „საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა -პრობლემები და გადაჭრის გზები - 2015" კონფერენცია გაიმართა, სადაც სტუდენტებმა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან ერთად,

The WJP Rule of Law Index® 2015

The WJP Rule of Law Index® 2015 was made possible by the
generous pro-bono contributions of academics and practitioners
who contributed their time and expertise. EESRC Chairperson Ketevan Krialashvili had been one out of the contributors ..

საქმიანი დილა სტუმარი: ქეთი კრიალაშვილი

საბერძნეთში მიმდინარე მოვლენების გავლენა საქართველოზე
#‪#‎MaestroTV‬-ზე, გადაცემაში ‪#‎საქმიანიდილა‬
სტუმრად: ქეთევან კრიალაშვილი - ეკონომიკური კვლევისა და სტრატეგიული ცენტრის თავჯდომარე

ლარის დევალვაციამ საარსებო მინიმუმიც გააუფასურა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი 7,8%-ით გაიზარდა. ლარის დევალვაციამ ივნისში საარსებო მინიმუმის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. კლების ნაცვლად, ქვეყანამ ბოლო 2 თვეში საარსებო მინიმუმის გაზრდილი მაჩვენებელი მიიღო. მოიმატა როგორც საშუალო მომხმარებლის, ასევე შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა.

Friday, February 27, 2015

Am 24. Februar begrüßten die Ständige Vertreterin der Deutschen Botschaft, Monika Lenhard, und die Referentin für Wirtschaftliche Zusammenarbeit, Katharina Derkorn, drei junge Blogger und Online-Aktivisten, die einen Wettbewerb zum Thema der Strategie "Georgia 2020" für Georgien gewonnen haben. Der Wettbewerb war Teil des von der Universität Bremen in Zusammenarbeit mit dem Institute for Development of Freedom of Information (IDFI) durchgeführten und vom Auswärtigen Amt aus Sondermitteln finanzierten Projekts "Stärkung der zivilgesellschaftlichen Beteiligung an der Umsetzung der sozio-ökonomischen Strategie 2020". Nach mehreren Blockkursen an georgischen Universitäten und drei Diskussionsrunden rundete ein wissenschaftliches Forum vom 5. bis 7. Februar das Projekt ab. Am 9. Februar wurden schließlich Ketevan Krialashvili (Mitte), Manon Bokuchava (3.v.r.) sowie David Chikhladze (1.v.l.) für ihre Blogbeiträge und kreativen Ansätze in der Vermittlung der Strategie ausgezeichnet

Monday, February 16, 2015

პროექტ საქართველო 2020-ის დახურვა/დაჯილდოვება

10 თებერვალს , მოძრაობის თეატრში გაიმართა პროექტ ‪#‎საქართველო2020‬-ის დახურვა/დაჯილდოვება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, პროექტის გამარჯვებული გახდა ქეთევან კრიალაშვილი.
მასთან ერთად, IDFI-მ კიდევ ორი მონაწილე, დავით ჩიხლაძე და მანონ ბოკუჩავა დააჯილდოვა.

Saturday, February 7, 2015

საპენსიო რეფორმა და საარსებო მინიმუმი

თარიღი: 2015წ, 05 თებერვალი, 21:30 - 22:20
წამყვანი: ანგურიძე ოთარ
სტუმარი: კრიალაშვილი ქეთევან

Wednesday, February 4, 2015

კანონმა, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს დაიცავს, შესაძლოა ბიზნესი დააფრთხოს

ამტკიცებენ, რომ კანონის მიღება ინვესტიციების შემცირებას და ბიზნესის დაფრთხობას გამოიწვევს
საქართველოში ბოლო წლებში ძალიან აქტუალურია შრომის უსაფრთხოების თემა, რადგან ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. ამის დასტურია სამუშაო ადგილებზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები, რომლებიც ლეტალური შედეგით სრულდება. სწორედ ამიტომ, ქვეყნის მთავრობა შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის პროგრამაზე მუშაობს და უახლოეს თვეებში შესაბამისი ინსტიტუტის ფორმირებასაც აპირებს. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა კანონპროექტზე "შრომითი მიგრაციის შესახებ". ორივე კანონპროექტის ინიციატორი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორიც, მათ შორის - ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრი და მისი ხელმძღვანელი - ქეთევან კრიალაშვილი, რომელსაც ამ ინიციატივებზე ვესაუბრეთ:

Saturday, January 31, 2015

საქართველოს ექსპორტის სტიმულირება "ყოვლისმომცველი" ვაჭრობის პირობებში

ექსპორტი სტიმულირებული ზრდის ჰიპოთეზის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ექსპორტის ხელეწყობით შეიძლება. გარე ბაზრებზე ორიენტირების ეს სტრატეგია 1970-იან და 1980-იან წლებში სახრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკების ,,სასწაულებრივიზრდის შედეგად გახდა პოპულარული. ეკონომიკური ზრდის ექსპორტით სტიმულირება იმპორტის ჩანაცვლების საპირისპირო სტრატეგიაა, რომელიც პოპულარული იყო 1960-იან წლებში. მპორტის ჩანაცვლების სტრატეგია ადგილობრივი ბაზრის დროებით დაცვას მოითხოვს, ექსპორტით სტიმულირებული ზრდის სტრატეგია კი ცდილობს მსოფლიო ბაზრის ძალები ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის გამოიყენოს.

Wednesday, January 28, 2015

განათლების სექტორში ყველაზე დაბალი ხელფასებია

საქსტატის მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანასო სექტორში ფიქსირდება და ყველაზე დაბალი განათლების სფეროში.დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 850.8 ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი.

გაგრძელდება თუ არა ეროვნული ვალუტის დევალვაცია?

მომავლის შიში და დაუცველობის განცდა - გრძნობები, რომელსაც ლარის გაუფასურება იწვევს... ქართული ვალუტა ჩვენ თვალწინ, როგორც იტყვიან, თვალსა და ხელს შუა უფასურდება: თუ შარშან, ამ დროს 1 დოლარის ღირებულება 1,75 ლარი იყო, დღეს ეს ციფრი უკვე 1,94- გადასცდა. მართალია, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთხმად გვანუგეშებენ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, ლარის კურსი ისეთი იქნება, როგორც ეკონომიკა განსაზღვრავსო, მაგრამ ამგვარი "ნუგეში" ვერაფერს შველის ადამიანებს,

რისთვის არის საჭირო და რა სჭირდება საპენსიო სისტემის შექმნას?

საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი გრძელვადიანი რეფორმა, რომელიც დღემდე ვერ განხორციელდა საქართველოში. გასული წლის ბოლოს, 30 დეკემბერს, გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, იმსჯელეს მოდელზე, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, „კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში,

Tuesday, January 27, 2015

ახალგაზრდული სტრატეგია-საქართველო 2020-ის ფარგლებში

სახელმწიფოს სრულფასოვანი განვითარება, მისი სასურველი ტემპით სვლა ცივილიზებული სამყაროში ღირსეულ წევრად დაბრუნებისათვის, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ქმედითი იქნება მისი ნაბიჯები ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით. როგორც ლინკოლნი ამბობდა ,,თითქმის ყველაფერი დიდებული ახალგაზრდების მიერ არის შექმნილი“.