Wednesday, May 23, 2018

დასაქმება და უმუშევრობა რადიო "თავისუფლების" ეთერში

"ჩვენ რომ ამ ადამიანებს ვუთხრათ, რომ „საქსტატის“ მონაცემებით ითვლებით დასაქმებულად, გაკვირვებულები დარჩებიან", - ქეთევან კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი "დილის საუბრებში"

Tuesday, May 22, 2018

"ამ სტატისტიკით დასაქმებულთა შორის არიან ადამიანები სიღარიბის ზღვარს მიღმა"

22 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ქეთევან კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა უმუშევრობის სტატისტიკაზე, რომელიც 21 მაისს "საქსტატმა" გამოაქვეყნა. ქეთევან კრიალაშვილი განმარტავს "საქსტატის" უმუშევრების მონაცემსა (13,9%) და საქართველოში მოსახლეობის მიერ თავის დაუსაქმებლად აღქმის მაჩვენებელს (NDI-ს თანახმად, 60% თვლის თავს დაუსაქმებლად) შორის სხვაობის მიზეზებს.