Wednesday, November 8, 2017

"მწვანე ენერგია" და საქართველო


სპეციალისტებიც მიიჩნევენ, რომ ამ ენერგიის ათვისება ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია: განახლებადი ენერგია ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან ნავთობისა და გაზის მარაგის ამოწურვის შემთხვევაში ალტერნატიული ენერგიის წყაროები მსოფლიოს ჰაერივით დასჭირდება. ყველაზე მეტ იმედს სპეციალისტები ქარის ელექტროსადგურებზე ამყარებენ. დღეს მათ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეხვდებით.