Tuesday, May 30, 2017

რადიო თავისუფლება- გადაცემა "დილის საუბრები"

29 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ მათე გარდავა, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტი, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელი და ქეთევან კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. მათ ილაპარაკეს მიწის საკუთრების საკითხზე. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის კონტექსტში მიწის საკუთრების რეგულაციის საკითხზე მსჯელობა მეტად გააქტიურდა.

Saturday, May 20, 2017

ცოტა რამ ტერმინებისა და სტანდარტების შესახებ

ტერმინთა განმარტება: [1]

“ორგანული წარმოება” - გულისხმობს წარმოების იმ მეთოდების გამოყენებას, რომელიც შესაბამისობაშია 2007 წლის 28 ივნისის No 834/2007 რეგულაციით “ორგანულ წარმოებასა და ორგანული პროდუქტების მარკირებაზე” განსაზღვრულ  წესებთან, წარმოების, მომზადების და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

ორგანული პროდუქტი - ორგანულია პროდუქტი,  რომელიც შეიცავს მინიმუმ 95% მინერალებისა და მცენარეებისგან მიღებულ კომპონენტებს. თავად კომპონენტი უნდა იყოს ბიომეურნეობის[2] პრინციპიდან მიღებული, არ უნდა მოიცავდეს ქიმიას, სასუქებს და სხვა.

Saturday, May 6, 2017

ლიბერალი ქალები პოლიტიკასა და ეკონომიკაში

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა "თავისუფლებისთვის" უმასპინძლა აქტიურ და წარმატებულ ქალებს, რომლებიც ლიბერალურ ღირებულებებს იზიარებენ და პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებში არიან ჩართული. მათ კარგად იციან თავისუფლების ფასი და ასევე ადეკვატურად აფასებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის აუცილებელ თავისუფლებას.