Saturday, May 6, 2017

ლიბერალი ქალები პოლიტიკასა და ეკონომიკაში

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა "თავისუფლებისთვის" უმასპინძლა აქტიურ და წარმატებულ ქალებს, რომლებიც ლიბერალურ ღირებულებებს იზიარებენ და პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებში არიან ჩართული. მათ კარგად იციან თავისუფლების ფასი და ასევე ადეკვატურად აფასებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის აუცილებელ თავისუფლებას.
ნაუმანის ფონდის მიერ ორგანიზებული თავყრილობის ფარგლებში ქალებმა ილაპარაკეს თავიანთ გამოცდილებაზე - წარმატების პერსპექტივებსა და პრობლემებზე,რომლებიც წინსვლას აფერხებს. სწორედ ამ თემებზე მსჯელობენ გადაცემის სტუმრები: ქეთევან კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, და ნინო ღანიშაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი ბიზნესასოციაციისა „ქალები მომავლისთვის“. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

გადაცემის ვიდეო ჩანაწერი იხილეთ ბმულზე: https://www.radiotavisupleba.ge/a/gender-stories-05-05-2017/28470096.html

No comments:

Post a Comment