Saturday, May 20, 2017

ცოტა რამ ტერმინებისა და სტანდარტების შესახებ

ტერმინთა განმარტება: [1]

“ორგანული წარმოება” - გულისხმობს წარმოების იმ მეთოდების გამოყენებას, რომელიც შესაბამისობაშია 2007 წლის 28 ივნისის No 834/2007 რეგულაციით “ორგანულ წარმოებასა და ორგანული პროდუქტების მარკირებაზე” განსაზღვრულ  წესებთან, წარმოების, მომზადების და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

ორგანული პროდუქტი - ორგანულია პროდუქტი,  რომელიც შეიცავს მინიმუმ 95% მინერალებისა და მცენარეებისგან მიღებულ კომპონენტებს. თავად კომპონენტი უნდა იყოს ბიომეურნეობის[2] პრინციპიდან მიღებული, არ უნდა მოიცავდეს ქიმიას, სასუქებს და სხვა.

ეკოლოგიური პროდუქტი -ეკოლოგიურია პროდუქტი რომელიც შექმნილია იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით,  რომლებიც ითვალისწინებს გარემოსათვის ნაკლები ზიანის მიყენებას.

ნატურალური პროდუქტი - ნატურალურია პროდუქტი რომელივ მიღებულია ბუნებრივი კომპონენტებიდან. თუმცა ეს არ გამორიცხავს ბუნებრივი ალერგენებისა და ტოქსინების არსებობას პროდუქტში. ( ეს ტერმინი არ გამოიყენება სამართლებრივ დოკუმენტებში.)

მწვანე პროდუქტი - “მწვანედ” იწოდება პროდუქტი, რომელიც ძირითადად შეიცავს მცენარეული წარმოშობის ინგრედიანტებს.

“ეკომეგობრული პროდუქტი” - “ეკომეგობრული” პროდუქტი უნდა იყოს ბიოდეგრადირებადი[3] და ნაკლებად ტოქსიკური.

არსებული რეალობა

საქართველოს მთავრობის N198  “ბიოწარმოების შესახებ" დადგენილების[4]   მიზანია:
        ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა
        გარემოს დაცვა
        ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება
        მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა
        მეწარმის დაცვა, რომელიც ამ წესების შესაბამისად აწარმოებს ბიოპროდუქტს (ან ისეთ პროდუქტს, რომლის ეტიკეტზე/ნიშანდებაში გამოყენებულია სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია -"ორგანული", "ეკო", "ბიო"), რათა სხვა პროდუქტს არ მიენიჭოს ბიოპროდუქტის სტატუსი.

ამ დადგენილების მეორე მუხლის თანახმად, ბიოპროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით ან/და საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს.  წესები ვრცელდება ბიოპროდუქტზე, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ან გამიზნულია ბაზარზე გასატანად და რომლის წარმოებისა და დისტრიბუციის პირობები, ინსპექტირებისა და სერტიფიკაციის[5] პროცედურები შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს. ესენია:
        სურსათად განკუთვნილი პირველადი წარმოების პროდუქტი
        ცხოველის საკვები
        პირველადი პროდუქტის გადამუშავებით/დამზადებით მიღებული სურსათი, მათ შორის, ღვინო; ცხოველის საკვები; საფუარი, რომელიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაში. (ეს წესები არ ვრცელდება პირადი და ოჯახური მოხმარებისათვის განკუთვნილ ბიოპროდუქტის წარმოებაზე)

სერტიფიკატის უქონლობის შემთხვევაში, ტერმინების - "ორგანული", "ეკო", "ბიო" გამოყენება წარმოადგენს ეტიკეტირების წესის დარღვევას, რაც 2014  წლის პირველი აგვისტოდან რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით გათავლისწინებული პასუხისმგებლობითა და დაჯარიმებით. 

საქართველოს მთავრობის No198 დადგენილების მე-15 მუხლის “ბიოპროდუქტის ეტიკეტირება/ნიშანდება” მიხედვით სურსათი/ცხოველის საკვები მიჩნეული იქნება ბიოპროდუქტად თუ ეტიკეტზე/ ნიშანდებაზე, რეკლამაში და კომერციულ დოკუმენტში, აღნიშნულია ტერმინები: „ბიოლოგიური“, „ორგანული“, „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ბიო“, „ეკო“, მსგავს სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია, აბრევიატურა, სიმბოლო, სავაჭრო ნიშანი, ან/და ლოგო.
დაუშვებელია ამ ტერმინების გამოყენება იმ სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე/ ნიშანდებაზე, რეკლამაში და კომერციულ დოკუმენტში, რომლის წარმოება არ ხდება ბიოწარმოების წესების შესაბამისად, რომელიც მითითებულია ამავე დოკუმენტში.
დაუშვებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ტერმინების გამოყენება იმ სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე/ ნიშანდებაზე, რეკლამასა და კომერციულ დოკუმენტში, რომელიც შეიცავს ან მიღებულია გენმოდიფიცირებული[6] ორგანიზმებისაგან.
დაუშვებელია კონვერსიის პერიოდში მყოფი მეურნეობის მცენარეული წარმოშობის პროდუქტის ეტიკეტირება/ნიშანდება, როგორცბიოწარმოებაზე გარდამავალი პროდუქტიანკონვერსიაზე მყოფი პროდუქტისა“, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეურნეობაში ეს წესები დაცული იქნება 12 თვის განმავლობაში. კონვერსიის პერიოდის ეტიკეტირება/ნიშანდება უნდა განსხვავდებოდეს სრული ბიოწარმოების ეტიკეტირება/ნიშანდებისაგან და შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი და მოიცავდეს სიტყვებს: „ბიოწარმოებაზე გარდამავალი პროდუქტიანკონვერსიის პერიოდის პროდუქტი”. კონვერსიის პერიოდის პროდუქტზე, რომელიც მხოლოდ ერთი ინგრედიენტისაგან შედგება ეტიკეტის/ნიშანდების თვალსაჩინო ადგილას დატანილი უნდა იქნეს - „ბიოწარმოებაზე გადასვლა“.

დადგენილების მე-16 მუხლი ბიოპროდუქტის იმპორტ-ექსპორტის შესახებ ადგენს, რომ ექსპორტირებულ/იმპორტირებულ ბიოპროდუქტს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის ორიგინალი, რომელიც ორი წლის მანძილზე უნდა შეინახოს, სერტიფიკაციის საფუძველი უნდა იყოს სულ მცირე კოდექს ალიმენტარიუსის სტანდარტთან შესაბამისობა (Codex Alimentarius guidelines CAC/GL 32).[7]
იმპორტ-ექსპორტის დროს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას, თუ ბიოპროდუქტის დამუშავება ხდება იმ ნივთიერებებითა და საშუალებებით, რომლებიც მითითებული არ არის დადგენილებაში ან მის დანართებში, მაშინ პროდუქტი კარგავს ბიოსტატუსს.

აღნიშნული კანონის მე-17 მუხლის თანახმად ბიოპროდუქტის მწარმოებელი ოპერატორი უნდა იყოს რეგისტრირებული დადგენილი წესის მიხედვით და შეინახოს ანგარიშები და წერილობითი დოკუმენტები ხუთი წლის განმავლობაში, შექმნას გარემო ინსპექტირებისთვის და უზრუნველყოს მთელი საწარმოო ციკლის - წარმოების, გადამუშავების, დაფასოების, ნიშანდების და დისტრიბუციის გამჭვირვალობა. ვალდებულია საქმიანობის ფარგლებში დაიცვას წინამდებარე წესებით დადგენილი მოთხოვნები და ვალდებულია გააჩნდეს შესაბამისი ჩანაწერები და დოკუმენტები და განახლებული წერილობითი ინფორმაცია:
 ) ცხოველის გამრავლებასა და საქონლის სანაშენე მონაცემების შესახებ;
) ცხოველის ნებისმიერი შესყიდვის (შეძენის) შესახებ;
) ცხოველის საკვების წარმოშობის შესახებ;
) სამკურნალო საშუალების დასახელებისა და ვარგისიანობის ვადის შესახებ;
) დაავადების, დაზიანების და რეპროდუქციულ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრისათვის წინასწარ შემუშავებულ გეგმასთან დაკავშირებით;
) მკურნალობის ყველა პროცედურის და ნებისმიერი მიზნით გამოყენებული სამკურნალო საშუალების, კარანტინის პერიოდისა და მკურნალობა გავლილი პირუტყვის და ნაყარის ჩათვლით;
) განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქონლის და ფუტკრის ნაყარის გადაადგილებისა და საკების განლაგების შესახებ, რომლებიც რუკებზეა მოცემული;
) ტრანსპორტირების, დაკვლის და/ან რეალიზაციის შესახებ;
) მეფუტკრეობის პროდუქტების მოპოვების, გადამუშავების და შენახვის შესახებ;
) სათესლე და ვეგეტაციური მასალის შესახებ;
) ნიადაგის ნაყოფიერების, ბიოლოგიური აქტივობის შენარჩუნებისა და ამაღლებისათვის გამოყენებული მეთოდების შესახებ;
) მცენარეთა დაცვის გამოყენებული საშუალებების შესახებ შესაბამისი თარიღის მითითებით;
) ნედლეულის მიმწოდებლის შესახებ;
) საწარმოო ერთეულის საწყობში არსებული ბიოპროდუქტის დასახელებისა და რაოდენობის შესახებ;
) ბიოწარმოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი შემოწმების შედეგებზე და სერტიფიკაციისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია.


ევროკავშირის დოკუმენტებში, კონკრეტულად კი 2007 წლის 28 ივნისის No 834/2007 რეგულაციაში “ორგანულ წარმოებასა და ორგანული პროდუქტების მარკირებაზე”[8]  მოცემულია ორგანული პროდუქტის მარკირების წესები. ორგანულის ქვეშ მოქცეულია ყველა ზემოთ ხსენებული პროდუქციის სახე (“ეკო”, “ბიო” და ა.შ. ანუ ყველა აღნიშნული ტერმინი აერთიანებს ორგანულ პროდუქტებს და არ ხდება მათი დიფერენციაცია, ვინაიდან მისი მოთხოვნები ითვალისწინებს ყველა ამ კონკრეტული პროდუქციის ტიპის სპეციფიკაციას ერთობლიობაში.) საქართველოში მოქმედი 2013 წლის 30 ივლისის მთავრობის დადგენილება (N198) ბიოწარმოების შესახებ[9], რომელიც არეგულირებს საკვები პროდუქტების მარკირების წესებს, შესაბამისობაშია ევროკავშირის ზემოაღნიშნულ რეგულაციასთან, ანუ წესები, როგორც ზოგადი ასევე სპეციფიკური მემცენარეობისთვის, მეცხოველეობისთვის, მეფუტკრეობისა და მეფუტკრეობის პროდუქტებისთვის, ფრინველისათვის და აკვაკულტურისატვის, ასევე მოცემულია ბიოწარმოებაში გამოსაყენებელი მცენარეთა დაცვის და ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებელი საშუალებების ნუსხა. თუმცა აღსანიშნავია, რომ  მხოლოდ საკვები პროდუქტების სერთიფიცირებას საქართველოში ახდენს მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, კონკრეტულად კი შპს “კავკასსერტი”. აღნიშნულ კომპანია აკრედიტებულია გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს DAkkS-ის მიერ 2008 წლიდან ISO-17065-ის მიხედვით. 2011 წლიდან კავკასსერტი შესულია მესამე ქვეყნების ექვივალენტური სერტიფიცირების ორგანოების სიაში (იხ. ევროკავშირის რეგულაციები 1267/2011[10], 508/2012[11], 644/2014[12] და 931/2015[13])[14].


ეკომარკირების პროცესი ევროკავშირში

ევროკავშირის ეკომარკირების საბჭო (EUEB) - საბჭო ახორციელებს მარკირების კრიტერიუმების შემუშავებასა და გადახედვას (ყველა რეგულაციაში აღნიშნულია, რომ კრიტერიუმები უნდა გადაიხედოს 4 წელიწადში ერთხელ). ასევე მას ჰყავს კომისია, რომელიც ეხმარება საბჭოს, კერძოდ კი გასცემს რეკომენდაციებს პროდუქტთა მინიმალურ გარემოსდაცვით მოთხოვნებთან დაკავშირებით.

ევროკომისია - მართავს ეკომარკირების სქემას, რათა უზრუნველყოს რეგულაციის სწორი განხორციელება. ასევე მის კომპეტენციაშია კრიტერიუმების საბოლოო პროექტის მომზადება, თუნდაც ის ინიცირებული იყოს სხვა დაინტერესებული მხარის მიერ.

კომპეტენტური ორგანოები - არიან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, ეროვნულ დონეზე, ევროკავშირის ეკომარკირების სქემის განხორცილებაზე, კონკრეტულად ისინი აფასებენ პროდუქტს და ანიჭებენ ეკომარკას, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

დაინტერესებული მხარეები - კრიტერიუმების შემუშავების პროცესში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე

ევროკავშირის ეკომარკირების helpdesk - ეხმარება ევროკომისიას სხვადასხვა საკითხებში, მათ შორის პუბლიკაციების გამოცება, მარკეტინგი და სხვ. ასევე იგი ელ. ფოსტისა თუ ტელეფონის საშუალებით პასუხობს მოსახლეობის შეკითხვებს ეკომარკირების პროცესთან დაკავშირებით.[15]


რეკომენდაციები


      1.            უნდა შეიქმნას შესაბამისი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, სადაც იქნება გაწერილი საჭიროებები -სადაც  განსაზღვრული იქნება ძირითადი ასპექტები: მიზანი, საუწყებათაშორისო საბჭოს შექმნის ვალდებულება და სხვა.

      2.            საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო შექმნა -რომელიც იმუშავებს შესაბამისი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შექმნაზე :
ა) სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეყოლება მუდმივი წევრები ანუ ძირითადი სამუსაო ჯგუფი რომლებსაც საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

მუდმივ წევრები :
        სოფლის მეურნეოების სამინისტრო;
        გარემოს დაცვის სამინისტრო;
        სურსათის ეროვნული სააგენტო;



ბ) ფუნქციები

        შესაბამისი დოკუმენტის შემუშავება, სადაც გაწერილი იქნება ფუნქციები, პრიორიტეტები, ვალდებულებები, უწყებათაშორის კოორდინაცია
        მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე, ერთობლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად;
        სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი (მონიტორინგის სისტემის შექმნა)
        ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა;

გ) საბჭოს ფუნქცია-მოვალეობათაგან ერთ-ერთი იქნება:
სამუშაო ჯგუფის შექმნა ეკომარკირების სისტემის დასანერგად
       პროდუქტების ჯგუფების იდენტიფიკაცია
       სასიცოცხლო ციკლის შეფასება


თუმცა აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ეკომარკირების კრიტერიუმები ჩამოყალიბებულია სხვადასხვა პროდუქტთა ჯგუფებისთვის, რაც საქართველოში არ აღინიშნება. ეს ჯგუფებია[16]:

1. კოსმეტიკური საშუალებები[17] (შამპუნი, შხაპის გელი, თხევადი საპონი, მყარი საპონი, თმის კონდენციონერი, საპარსი ქაფი, საპარსი გელი, საპარსი კრემი, საპარსი მყარი საპონი.) ეკომარკირება აღნიშნული პროდუქტის ჯგუფზე განსაზღვრავს, რომ:
· პროდუქტი აკმაყოფილებს საშიში ნივთიერებების გამოყენების მკაცრ შეზღუდვებს.
·         პროდუქტს აქვს მინიმალური ზეგავლენა წყლის გარემოზე.
·         პროდუქტი ადგენს ბიოდეგრადირებადობის მაღალ სტანდარტს.
·         პროდუქტის შეფუთვა ნარჩენების შეზღუდულ რაოდენობას იძლევა.
·         პროდუქტს აქვს მაღალი ხარისხი (high level of performance).

2.         ჰიგიენური პროდუქცია[18] (ბავშვის საფენი, ქალის ჰიგიენური საფენი, ტამპონი, მეძუძური დედის ბალიშები (მკერდის ბალიშები)

3.         სარეცხი საშუალებები:
ყველა დანიშნულების საწმენდი საშუალებები და სანიტარული საწმენდები[19]
ჭურჭლის სარეცხი მანქანის სარეცხი საშუალება[20], სამრეწველო და ინსტიტუციონალური ავტომატური ჭურჭლის სარეცხი მანქანის საშუალებები[21], ჭურჭლის სარეცხი საშუალება (ხელით რეცხვის)[22]
სარეცხი საშუალებები[23] :
·         პროდუქტს აქვს შემცირებული გავლენა წყლის გარემოზე
·         იგი არ შეიცავს გარკვეულ საშიშ ნივთიერებებს
·         მას აქვს შეზღუდული ეფექტი წყალმცენარეების ზრდაზე
·         უმეტესწილად ბიოდეგრადირებადია
·         შეფუთვისას ნაკლები მასალა გამოიყენება
·    მასზე განთავსებულია ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენო სწორად, რათა  ჰქონდეს მინიმალური გავლენა გარემოზე
·  გარანტირებულია, რომ მინიმუმ ისეთივე ეფექტურია, როგორც არაბიო პროდუქცია
4.         ტანსაცმელი და ტექსტილი
ტექსტილი[24]
ფეხსაცემლი[25]
       გარემოსთვის საზიანო ნივთიერებები გამოყენებულია მინიმალური რაოდენობით
       შეზღუდულია ისეთი ნივთიერებების გამოყენება რომელიც მავნეა ჯანმრთელობისთვის
       ნაკლებად აბინძურებს ჰაერსა და წყალს
       ქსოვილი გამძლეა სხვადასხვა ზემოქმედების მიმართ
       არ შეიცავს მინერალურ, მინის, რკინის, ნახშირბადის და სხვა არაორგანულ ბოჭკოებს
       შეზღუდვებია გარკვეული პესტიციდების[26] გამოყენებაზე
       არ შეიცავს ტყვიის შემცველ პიგმენტებს
       თუთია და სპილენძი გამოიყენება შეზღუდული რაოდენობით
       არ შეიცავს მძიმე ლითონებსა და ფორმალდეჰიდებს და სხვ.
5. საღებავები და ლაქები[27]
       პიგმენტები იწარმოება მკაცრი ეკოლოგიური კრიტერიუმების გათვალისწინებით
       შეიცავს მინიმალური რაოდენობის გამხსენლებს
       პროდუქტი არ შეიცავს მძიმე ლითონებს, ტოქსინებსა და კანცეროგენებს

6. ელექტრონული მოწყობილობები
საბეჭდი საშუალებები[28]
       ეფექტურად იყენებს ქაღალდსა და ენერგიას
       მავნე ნივთიერებების მინიმალური შემცველობა
პერსონალური კომპიუტერები[29]
       ნაკლებ ენერგიას მოიხმარს
       არ შეიცავს გარემოსთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს, მაგ. მეტალებს
       ადვილად იშლება და გადამუშავდება
       გამძლეა
ნოუთბუქები[30]
       პერსონალური კომპიუტერებისგან განსხვავებით ნაკლებად დამაბინძურებელი “ბატარეას”
ტელევიზორები[31]
       დამატებით მასზე განთავსებულია ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენო სწორად, რათა  ჰქონდეს მინიმალური გავლენა გარემოზე
7. მოსაპირკეთებელი საშუალებები
ხის მოსაპირკეთებლი საშუალებები[32]
მყარი მოსაპირკეთებლი საშუალებები[33]
რბილი (ტექსტილის) მოსაპირკეთებლი საშუალებები[34]
8. ავეჯი
ხის ავეჯი[35]
       შეზღუდვებია გარემოსა და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებზე
       გამოიყენება ისეთი შეფუთვა რომელიც მარტივად გადამუშავებადია
       განთავსებულია ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენო სწორად, რათა  ჰქონდეს მინიმალური გავლენა გარემოზე
9. მებაღეობა
მცენარეთა გაზრდის და ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებელი საშუალებები[36]
       გამოიყენება გადამუშავებული ორგანული ნივთიერებები
       არ შეიცავს ტორფს
       არ აბინძურებს ნიადაგს მძიმე ლითონებით
       არ შეიცავს ბაქტერიებს
       არ აბინძურებს ნიადაგს პესტიციდებით
10. საოჯახო ტექნიკა
ნათურები[37]
       მოიხმარს ნაკლებ ენერგიას
       ვერცხლისწყალი გამოიყენება შეზღუდული რაოდენობით
       შეზღუდულია გარემოსა და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების გამოყენება
გამათბობლები[38]
წყლის გამათბბლები[39]
       ენერგოეფექტურია
       შეზღუდულია გარემოსა და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების გამოყენება
       პროდუქტს აქვს გლობალურ დათბობაზე მინიმალური გავლენა

11. ლუბრიკანტები[40]
       პრუდუქტს აქვს მინიმალური გავლენა წყალსა და ნიადაგზე
       შემცირებულია CO2-ის გამოყოფა
       პროდუქტი მაღალი შემცველობით შეიცავს განახლებად ნედლეულს
       არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს
12. სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები
ონკანები[41]
       ამცირებს წყლის მოხმარებას
       არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებსა და მეტალებს
       წყლის გათბობისთვის ნაკლები ენერგია ჭირდება
უნიტაზები[42]
       ამცირებს წყლის მოხმარებას
მატრასები[43]
       წარმოების დროს შემცირებულია ჰაერისა და წყლის დაბინძურება
       შეზღუდულად გამოიყენება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც გარემოსა და ჯანმრთელობისთვის მავნეა
       შეზღუდულია მძიმე ლითონებისა და აქროლადი ორგანული ნაერთების გამოყენება
13. ქაღალდის პროდუქტები
კონვერტაციული ქაღალდი[44]
ჟურნალ-გაზეთი[45]
ამოსაბეჭდი ქაღალდი[46]
ქაღალდის ხვეული[47]
14. სახცოვრებელი მომსახურება[48]
       შემცირებული ენერგიის და წყლის მოხმარება
       ნარჩენების შემცირებული რაოდენობა
       განახლებადი რესურსების გამოყენება (მაგ. ელექტროენერგიის 50% მაინც განახლებადი ენერგიის წყაროებიდან უნდა მიიღებოდეს)
       გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა

რაც შეეხება  საწვავის ხარისხს, რომელიც ჰაერის დაბინძურების ერთ ერთი ძირითადი  გამომწვევი მიზეზია (ჰაერის დაბინძურების 95% ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვითაა გამოწვეული)  ასოცირების ხელშეკრულებაში მოცემულია დირექტივები  : [49]
“1999 წლის 26 აპრილის 1999/32/EC დირექტივა ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების შესახებ, რომელიც შესწორებულია N 1882/2003 (EC რეგულაციის და 2005/33/EC დირექტივის მიხედვით.  გამოიყენება 1999/32/EC დირექტივის შემდეგი დებულებები:
- ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის  განსაზღვრა;
-სინჯების აღების ეფექტური სისტემის შექმნა და ანალიზისათვის შესაბამისი ანალიტიკური მეთოდების დადგენა (მუხლი 6);
- დადგენილ ზღვრებზე მეტი გოგირდის შემცველობის მქონე მძიმე საწვავისა და გაზოილის (ნავთობის გამოხდის თხევადი პროდუქტი) გამოყენების აკრძალვა, (მუხლები 3(1) და 4(1));
-საზღვაო ტრანსპორტის საწვავის სახეობებში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენა (მუხლები 4(a) და 4(b));”

მოძველებული და მჭყობრიდან გამოსული, ტექნიკურად გაუმართავი  ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვი  ზრდის ტოქსიკური აირების გამოფრქვევის რაოდენობას. ატმოსფეროში სატრანსპორტო საშუალებები ჰაერს ძირითადად ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადით, აზოტით, გოგირდის ორჟანგითა და შავი ნახშირბადით აბინძურებენ. მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ძირითად მიზეზებს შორისაა საწვავის დაბალი ხარისხი. შესაბამისად ქვეყნის მაშტაბით,  მაღალია სხვადასხვა დაავადების რისკი. აქროლადი ორგანული კომპონენტები- (კანცეროგენები: ზრდის ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის ალბათობას), ნახშირბადის დიოქსიდი-სათბურის ეფექტი ( კლიმატის ცვლილება)ნახშირბადის მონოოქსიდი ( სუნთქვის პროცესის დათრგუნვა) აზოტის ოქსიდები-მჟავა წვიმები, რესპირატორული დაავადებები, ფილტვის კიბო გოგირდის ოქსიდები- რესპირატორული დაავადებები, მჟავა წვიმებიმყარი შეწონილი ნაწილაკები-ყოველწლიურად 2.4 მილიონი ადამიანის სიკვდილი-წყარო ავტო ტრანსპორტი. [50]
 აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, საჭიროა :
1.      ვტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება და საგზაო მოძრაობის რეგულირება.
2.      შეზღუდვები დაწესდეს ძველი ავტომობილების შემოტანაზე, და წახალისდეს ახალი- ჰიბრიდული და ელ. ტრანსპორტის იმპორტი.
3.      საქართველოში საწვავის მოქმედი სტანდარტის ევროპის  სტანდარტთან დაახლოება.
4.      საწვავის ხარისხზე პერმანენტული მონიტორინგის გაკეთება.
5.      საწვავში მისართებისა და დანამატების( ე.წ პრისადკები) გამოყენების რეგულირება და კონტროლი

ნაკისრი ვალდებულებულებებიდან გამომდინარე, დაგეგმილია შემდეგი სახის ღონისძიებები : 
       2016 წლიდან ბენზოლი და არომატული ნახშირწყალბადები უნდა გაუტოლდეს ევრო 5-ის სტანდარტს,
       2017 წელს კი გოგირდი კვლავ 5-ჯერ უნდა შემცირდეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევრო5-ის სტანდარტთან. ასევე, დიზელის საწვავთან დაკავშირებით,
       2016 წლიდან 50 ერთეულით უნდა შემცირდეს გოგირდის შემცველობა.
       ეკო მარკირების ამოქმედება ( ვინც დადგენილ სტანდარტზე უკეთეს საწვავს შემოიტანს ,,ეკო” სტანდარტი მიენიჭება)

შედარებითი ანალიზი :

       შემადგენლობა
საწვავის ევრო 5 სტანდარტი
ქართული საწვავის ეროვნული სტანდარტი
1/01/2016წ-დან-1/01/2017წ-მდე შეიცვლება
ტყვიის შემცველობა
არაუმეტეს 0.005 გ/ლ
არაუმეტეს 0.005 გ/ლ;
არაუმეტეს 0.005 გ/ლ;
ბენზოლის მოცულობითი წილი
არაუმეტეს 1.0%
არაუმეტეს 3 %;
არაუმეტეს 1 %;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი
არაუმეტეს 35.0%
არაუმეტეს 42%;
არაუმეტეს 35%;
გოგირდის შემცველობა
არაუმეტეს 10.0 მგ/კგ
არაუმეტეს 50 მგ/კგ
არაუმეტეს 50 მგ/კგ;“.
ჟანგბადის შემცველობა
არაუმეტეს 3.7
2.7

მეთანოლი
არაუმეტეს 3.0
არაუმეტეს 3.0

იზოპროპილის სპირტი
არაუმეტეს 12.0
10

იზობუთილის სპირტი
არაუმეტეს 15.0
10

5 ან მეტი ნახშირბადის ატომის შემცველი ეთერები
არაუმეტეს 22.0
15

ეთანოლი ( შესაძლო საჭირო მასტაბილიზებელი აგენტი)
არაუმეტეს 10.0
5

იზობუთილის სპირტი
არაუმტეს 15.0
10

მეოთხეული ბუთილის სპირტი
არაუმეტეს 15.0
7

სხვა ოქსიდანდები
არაუმეტეს 15.0
10













[2] ბიომეურნეობა – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სისტემა, რომელიც მოიცავს მეურნეობის დაგეგმვის, მართვისა და წარმოების ისეთ მეთოდებს, რომელიც ხელს უწყობს ეკოსისტემაში ბუნებრივი წონასწორობისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას(საქართველოს 2013 წლის დადგენილება #198 “ბიოწარმოების შესახებ”, გვ.3);
[3] ბიოდეგრადირებადი - პროდუქტი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე 3- 6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას. მისი გარემოში დაშლის პირობები დამოკიდებულია მის  ქიმიურ შემადგენლობაზე.
[4] მთავრობის დადგენილება N198 (2013 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი)
[5]  მთავრობის დადგენილება N198 (2013 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი) მუხლი 18.
[6] გენმოდიფიცირებული პროდუქტი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი და რომელიც განკუთვნილია სურსათად/ცხოველის საკვებად (http://nfa.gov.ge/files/kanonebi/genetikurad_modificirebuli_produqciis_etiketirebis_shesaxeb.pdf)
[26] პესტიციდი – ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთა ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის (წყარო: http://nfa.gov.ge/files/mcenare/pesticidebi.pdf )
[49] ასოცირების ხელშეკრულება, დანართი  XXVI
[50] ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვში მავნე ნაერთთა შემცირება SCR-ტექნოლოგიით,ტეფნაძე ნათია, 2015წ

No comments:

Post a Comment