რულონური
საფარის წარმოება მოითხოვს გარკვეული მოცულობის ნიადაგის მოხსნას მოსავლის აღების
პროცესში. ერთ-ერთმა კვლევის თანახმად დაკარგული მიწის რაოდენობა შეიძლება იყოს
7-დან 14 კილოგრამამდე ერთ კვადრატულ მეტრზე.
გამომდინარე ნიადაგზე პოტენციურად მავნე ზემოქმედებიდან, ხორციელდება კვლევები ბალახის წარმოების ნაკლებად საზიანო მეთოდების აღმოსაჩენად და დასანერგად.
გამომდინარე ნიადაგზე პოტენციურად მავნე ზემოქმედებიდან, ხორციელდება კვლევები ბალახის წარმოების ნაკლებად საზიანო მეთოდების აღმოსაჩენად და დასანერგად.
ერთ-ერთ ასეთ მეთოდად მიჩნეულია გარკვეული
მედიუმის გამოყენება ნიადაგსა
და ბალახს შორის,
რომელიც ხელს უშლის
ნიადაგის ნაყოფიერი ფენის
მოჭრას. მედიუმად, როგორც
წესი, გამოიყენება სხვადასხვა
სახის კომპოსტი.
კომპოსტი შეიძლება
მივიღოთ სხვადასხვა ნედლეულიდან.
ეს შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობის თანაპროდუქტი,
მცენარეების ნარჩენები, საკვების
ნარჩენები და ა.შ.
ბალახის დათესვის პროცესი კომპოსტის გამოყენებით
1. ტერიტორიის მომზადება.
ტერიტორია კარგად უნდა გასუფთავდეს ქვებისგან, მინის ნამსხვრევებისა და სარეველა ბალახებისგან.
მოსწორებულ ზედაპირზე თანაბრად ვანაწილებთ კომპოსტს. კომპოსტი სასურველია იყოს 10 სმ სისქის. შესაძლებელია, რომ კომპოსტში არეული იყოს თესლიც. იმ შემთხვევაში თუ კომპოსტი მკვრივია, შესაძლებელია აერაციისთვის გაკეთდეს ხვრელები.
5-10 სანტიმეტრის სისქის კომპოსტი
იშლება პლასტმასის საფარზე,
რომელიც თივითაა დაფარული.
დათესვა ხდება სტანდარტული
პრაქტიკის გამოყენებით. კომპოსტი
მოგვცემს ჯანმრთელ ბალახს
მცირე რაოდენობის პესტიციდებისა
და სასუქების გამოყენებით
ან საერთოდ მათ გარეშე.
უნდა მოიძებნოს ისეთი კომპოსტი, რომელიც სპეციფიკურია ბალახისთვის, რეგიონისა და ნიადაგისთვის. კომპოსტის შერჩევამდე კარგი იქნება ნიადაგის შემოწმება და მჟავიანობის ან ტუტიანობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში კომპოსტის მეშვეობით მისი დაბალანსება.
კომპოსტის სასურველი
პარამეტრები
პარამეტრი
|
მაჩვენებელი
|
პეაში
|
5.5
– 8.0
|
ტენიანობა
|
35%-55%
|
2. პლასტმასის საფარი უნდა გაიშალოს მყარ ზედაპირზე,
რომელიც არის მცირედ
დახრილი იმისათვის, რომ უზრუნველყოს კარგი დრენაჟი.
პლასტმასის საფენები ერთმანეთთან
მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული, რათა მივიღოთ ერთიანი საფარი.
გარკვეულ შემთხვევაში პლასტმასის
შრეებში ნახვრეტების გაკეთებაც
შეიძლება დრენაჟის ხელშესაწყობად;
3. სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით
თანაბრად უნდა გაიშალოს
კომპოსტი. უკეთეს შედეგებს
მივიღებთ თუ კომპოსტს
გავშლით ნამჯაზე. ნამჯა
უნდა იყოს დაახლოებით
2,5-5 სანტიმეტრის სისქის ისე, რომ პლასტმასის შრე აღარ ჩანდეს;
4. ბალახის თესლი შეიძლება
გარეული იქნეს კომპოსტში
ან დაითესოს კომპოსტის
განთავსების შემდეგ;
5. ამის შემდეგ იწყება
ნათესის მორწყვა, რომელიც
გრძელდება მოსავლის აღებამდე.
როგორც წესი, უფრო ინტენსიურ მორწყვას ადგილი
აქვს დათესვიდან პირველ
რამდენიმე კვირაში. როდესაც
ფესვები გაძლიერდება, მორწყვა
ოდნავ შემცირდება. როგორც
წესი, პესტიციდები თითქმის
არ გამოიყენება პლასტმასის
შრეებზე ბალახის მოყვანის
დროს.
საზოგადოდ, ითვლება, რომ კომპოსტი ბევრი სარგებლის მომტანია, რაშიც
იგულისხმება მიწის სტრუქტურის გაუმჯობესება, ფესვის ზრდისთვის ხელშეწყობა და
მცენარის ზრდა, ქარისა და წყლის ზემოქმედებით გამოწველი ეროზიის შეფერხება.
კვლევებით დასტურდება
კომპოსტის გამოყენების უპირატესობები
გაზონის წარმოებაში. კვლევები
აჩვენებს, რომ კომპოსტს
შეუძლია გააუმჯობესოს გაზონის
ხარისხი.
1.
ზრდის მკვებავ ნივთიერებებს
და ამცირებს ხელოვნური
სასუქების საჭიროებას;
2. ხელს უწყობს მცენარეთა უკეთ ზრდას და დიდხანს შენარჩუნებას;
3. ამცირებს ეროზიას;
2. ხელს უწყობს მცენარეთა უკეთ ზრდას და დიდხანს შენარჩუნებას;
3. ამცირებს ეროზიას;
4.
ხელს უშლის ფესვთა
დაავადებებს; 5. ზრდის
მცენარის ხარისხს.
კომპოსტი უნდა იყოს მომწიფებული, სტაბილური.
გამოყენებული კომპოსტის
პეაში უნდა იყოს მისაღები იმ გაზონის
ტიპისთვის, რომლის წარმოებაც
ხდება.
კომპოსტის გამოყენება პლასტმასის ფენის გარეშე
მიწა უნდა მოიხნას ათი სანტიმეტრის
სიღრმეზე, მოსწორდეს და დაედოს კომპოსტის ფენა. ფოცხით უნდა მოსწორდეს
და აირიოს ერთმანეთში.
კომპოსტი შეიძლება
იყოს მარცვლეულის ნამჯა
დაქუცმაცებული, მიწაში
შერეული. მასში გაერევა
ბალახის თესლი, მოეყრება
ნიადაგს და ნიადაგი
დაიჩხვლიტება აერაციისთვის.
კვირაში სამჯერ
მორწყვა დაწვიმების მეთოდით.
8 კვირაში იზრდება გარკვეულ
ზომაზე და ჭრიან
ზემოთ რომ ფესვი
გაუმაგრდეს.
ახალ ამოსულ
ბალახს კვირაში ორ-სამჯერ კრეჭენ, რომ ფესვები გაუმაგრდეს და სიმაღლეში ზრდაში არ დაკარგოს ენერგია. ასევე,
შეაქვთ სასუქი, ფოსფორის
აზოტის შემცველი. კომპოსტი
აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას
და მის სტრუქტურას.
ბალახის დათესვა
კომპოსტით უფრო ხშირია
შემოდგომაზე, რადგან ნიადაგი
ჯერ კიდევ თბილია.
თენგიზ თაქთაქიშვილი, ქეთევან კრიალაშვილი
No comments:
Post a Comment