Saturday, January 31, 2015

საქართველოს ექსპორტის სტიმულირება "ყოვლისმომცველი" ვაჭრობის პირობებში

ექსპორტი სტიმულირებული ზრდის ჰიპოთეზის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ექსპორტის ხელეწყობით შეიძლება. გარე ბაზრებზე ორიენტირების ეს სტრატეგია 1970-იან და 1980-იან წლებში სახრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკების ,,სასწაულებრივიზრდის შედეგად გახდა პოპულარული. ეკონომიკური ზრდის ექსპორტით სტიმულირება იმპორტის ჩანაცვლების საპირისპირო სტრატეგიაა, რომელიც პოპულარული იყო 1960-იან წლებში. მპორტის ჩანაცვლების სტრატეგია ადგილობრივი ბაზრის დროებით დაცვას მოითხოვს, ექსპორტით სტიმულირებული ზრდის სტრატეგია კი ცდილობს მსოფლიო ბაზრის ძალები ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის გამოიყენოს.
ექსპორტით სტიმულირებული ზრდის ჰიპოთეზის ემპირიულ მონაცემებს რამდენიმე თეორიული არგუმენტ ამაგრებს. ირველ რიგში, საგარეო მოთხოვნა, რომელიც ადგილობრივ მოთხოვნას ემატება, ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ს მართალ ასეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადგილობრივ მოთხოვნას ანტიინფლაციური პოლიტიკა ზღუდავს. ეორე, გარე ბაზრებზე ორიენტირებული სტრატეგია აჩქარებს სპეციალიზაციის პროცესს, რაც, თავისმხრივ, რესურსების და წარმოების ტექნოლოგიური სრულყოფის შედეგად მწარმოებლურობის ზრდას იწვევს. არდა ამისა, ეს ხელს უწყობს მსოფლიო ეკონომიკასთ უფრო მჭიდრო ინტეგრირებას,  ესამე, ექსპორტის ზრდა ამარტივებს უცხოური ვალუტის წვდომას, რაც აადვილებს წარმოების იმ რესურსების იმპორტირებას, რომლებიც ადგილობრივ ბაზარს სჭირდება. ქსპორტის მიზანი წარმოებისთვის საჭირო რესურსების დაფინანსებაა. ბოლოს,  ექსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკა, უმეტეს შემთხვევაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. განვითარებად ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხშირად ისეთი დარგებისკენ მიემართება, რომლებიც ადგილობრივ იაფ რესურსებიყენებენ საექსპორტო პროდუქციის დასამზადებლად.

ყველა ამ მიზეზის გამო, ექსპორტის ხელშეწყობა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასთან  არის გაიგივებული, ამიტომ სავაჭრო პოლიტიკა ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. მართლაც ასეა, განსაკუთრებით თუ სავაჭრო პარტნიორიც, როგორც, მაგალითად, ევროკავშირი, გარე ბაზრებზე ორიენტირებულ პოლიტიკას ატარებს.

1990_იან წლებში, მას შემდეგ, რაც დასრულდა „ცივი ომის“ ეპოქა და დაირღვა ორპოლუსიანი მსოფლიოსთვის დამახასიათებელი ძალთა ბალანსის საერთაშორისო პრინციპი, მსოფლიოში დაიწყო გლობალური მასშტაბის ინტეგრაციული პროცესები, რომლებმაც მოიცვა არა მარტო მეზობელი ქვეყნები და რეგიონები, არამედ მთელი კონტინენტთაშორისი სივრცე.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ისტორიული მემკვიდრეობისა და პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად მკვეთრად დაეცა ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა.

საქართველოს სტაბილური განვითარებისთვის, განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ქვეყნის ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში ეფექტიანი ინტეგრირება, ევროპული სტანდარტების შესაფერისი სისტემის ჩამოყალიბება და იმ მექანიზმების სრულიად ამოქმედება, რომელიც ქვეყანას გამოწვევების დაძლევაში შეუწყობს ხელს, მით უფგრო, რომ ბოლო ათწლეულის ისტორიულ პროცესში განსაკუთრებით გამოიკვეთა ევროკავშირის დაინტერესება სამხრეთ კავკასიის რეგიონით, რაც მნიშვნელოვანწილად გეოპოლიტიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი, ვინაიდან სამხრეთ კავკასია წარმოადგენს „ჰართლენდის“ ჩაკეტილი სივრცის ერთადერთ ნიშას ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი ცენტრალური აზიისკენ უმოკლესი სავაჭრო მარშრუტის გახსნისთვის.

2012  წლამდე საქართველოს მთავრობა ექსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკის იდეის მომხრე იყო. წორედ ასე მიდგომას შეესაბამება იმპორტზე ტარიფების შემცირება და ლიბერალური ადგილობრივი პოლიტიკა, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა. ქსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკის კიდევ ერთი მაჩვენებელია საქართველოს მთავრობის მიზანი, სტრატეგია 2020 შია გაწერილი ექსპორტის ზრდა 2020 წლისთვის მშპ-ის ზრდას უნდა გაუსწროს. ქსპორტის წილი მშპ-ში 50 % მდე უნდა გაიზარდოს. დღეისთვის საქართველოს ეკონომიკის გახსნილობა, რომელიც მშპ-სთან ვაჭრობის (ექსპორტს+იმპორტი) შეფარდებით , თუმცა ბოლო წლებში ეკონომიკის გახსნილობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა და თუ მთვრობის გეგმები განხორციელდა მომავალშიც გააგრძელებს ზრდას.


ქსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს უცხოეთის ბაზრებზე შეღწევას და ადგილობრივ საექსპორტო სექტორში წარმოებისა და ხარჯების პირობების გაუმჯობესებას. ორივე ეს ასპექტი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებების საგანია, რომელიც განსაზღვრავს თუ რა პირობებით გაუებენ სავაჭრო პარტნიორები ერთმანეთს თავიანთ ბაზრებს. სავაჭრო პოლიტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ საზღვარს მიღმა ოპერაციების ისეთი პირობებით, როგორებიცაა ტარიფები, საბაჟო წესები და .., არამედ მოიცავს ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებსაც. მაგალითად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება მოიცავს მთელ ადგილობრივ შიდა რეგულაციებს. კერძ, სუბსიდიებთან დაკავშირებით, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა უპირატესი ხელშეწყობის ქვეყნის რეიმის სარგებლობისთვის. მრიგად, სავაჭრო მოლაპარაკებები ეხება არამარტო სატარიფო და არასატარიფო ბარიერებს, არამედ კანონმდებლობასაც, რომელიც არეგულირებს და აყალიბებს ბაზრებს. ნტელექტუალური საკუთრების დაცვა, კონკურენციის პოლიტიკა აღნიშნულ სფეროებში უშუალოდ ზემოქმედებს ვაჭრობაზეც. კერძოდ, ეს რეგულაციები გადამწყვეტ როლს თამაშობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ტექნოლოგიების შემოტანაში.

ევროკავშირის ერთიანი  500 მილიონიანი ბაზრის  გახსნა, თავისთავად    ცხადია  ძალიან დიდი იმპულსის მომტანი იქნება საქართველოს ეკონომიკისათვის, იმ ინვესტიციებისთვის, რომელიც საქართველოში შემოვა. სწორედ ამ პირობების შესაქმენლად კი  წარმოების პროცესისათვის აუცილებელია, ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ანუ საქართველოს რეგულაციები დაუახლოვდეს ევროკავშირის რეგულაციებს. ახალი ხელშეკრულების ფორმატი გულისხმობს არა მხოლოდ ტარიფების ლიბერალიზაციას, ანუ განულებას,არამედ იგი ითვალისწინებს აგრეთვე არასატარიფო ბარიერების შემცირებას და ძირეული რეფორმების გატარებას ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში.

ცხადია, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას  მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა მხოლო საბაჟო ტარიფების და ქვოტების გარეშე ვაჭრობას ნიშნავს. ტარიფების გარდა, არსებობს .. არასატარიფო ბარიერები ვაჭრობაში, რაც საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობაში თამაშის საერთო წესებით ხელმძღვანელობისთვის არის საჭირო. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქცენტს სწორედ ამ ბარიერების მოხსნაზე აკეთებს.    

ამ ახალ ამბიციურ  ხელშეკრულებას რეფორმების პროცესების მსგავსად შესაბამის ფასი გააჩნია, რამაც უნდა მოახდინოს  პოზიტიური გავლენა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების  შეთანხმება ასევე გულისხმობს პარტნიორი ქვეყნების მთელი რიგი სფეროების ეკონომიკური რეგულირების სფეროების ევროპულთან დაახლოებას, რაც საბოლოო ჯამში თავისფუფალი სავაჭრო სივრცის გაჩენის შესაძლებლობას იძლევა, როგორც ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ასევე თავად პარტნიორ ქვეყნებს შორის.

თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა ყოველთვის სტიმულის მიმცემია ბიზნეს კომპანიებისთვის, რათა საექსპორტო პროდუქციის წარმოება განავითარონვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) მოთხოვნებიც სწორედ არასატარიფო ბარიერების მოხსნას ემსახურება. ამდენად, მსო-ის მოთხოვნების შესრულება ვაჭრობასთან დაკავშირებული ევროპული სტანდარტების დაახლოებით ერთი მესამედის დაკმაყოფილებას ნიშნავს.

ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შეთანხმება და მასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება, მოკლევადიან პერსპექტივაში როგორც სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის დანახარჯებს გამოიწვევს. რთულია პროგნოზი გაკეთდეს წარმოებული პროდუქციის ფასებზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში (ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტზე (DCFTA) - 2011 წლის დეკემბერში). მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 14 პლენარული სესია შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე და 100-მდე ვიდეო-კონფერენცია დარგობრივი თანამშრომლობის თავებსა და DCFTA-ზე. მოლაპარაკებები დასრულდა 2013 წლის ივლისში. 2014 წელს კი ხელშეკრულების რატიფიცერება მოხდა. ასოცირების შესახებ შეთანხმება 1000-მდე გვერდს მოიცავს და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან.

თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ პუნქტებს რომლის ანახმადაც DCFTA ( ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება) ითხოვს  მთელი რიგი პირობების დაკმაყოფილებას, თამამად შეიძლება ითქვას რომ იგი ქვეყანაში ერთერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს, რომელიც შეამსუბუქებს სოციალურ პრობლემებს ქვეყანაში.

აღნიშნული ხელშეკრულები ფარგლებში მოსალოდნელ სოციალურ ეფექტებს შორის განიხილება სხვადასხვ გარემოებები. ავრი სოციალური ეფექტებიდან გამოირევა სამომხმარებლო ეფექტი და შემოსავლეის ეფექტი. ახალმა სავაჭრო სივრცემ სურსათზე ფასები საძლოა რადიკალურად შეცვალოს, რამაც მოსახლეობი კეთილდღეობის დონე გააურესოს, თუმცა ეს მოსალოდნელი უარყოფითი მუხტი შესაძლოა თავიდან იქნას აცილებული არასასურსა პრდუქციაზე ფასების დაწევით. ამდენად FTA ( შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ)  გარემო ყოველვი არ არის ეკონოიკური კეთილდღეობი გარანტი.

მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს შესაბამის უწყებებთან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა კანონპროექტი „ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიების შემოღების შესახებ“. ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოდინებული გაზრდილი იმპორტისგან, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ან ქმნის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს მსგავსი და პირდაპირ კონკურენტული საქონლის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. 

აღნიშნული ინიციატივიდან გამომდინარე, ბუნებრივია, გადასახედი და შესასწავლია ყველა ის სავაჭრო შეთანხმებები, რომლებიც აქამდე ვაჭრობის ლიბერალიზაციისკენ იყო მიმართული, იმ დროს როდესაც, ჩვენი სახელმწიფო სარგებლობს GSP+ით, ანუ შეღავათიანი პრეფერენციული რეჟიმით, (ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობა რეგულირდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანმხებით პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ძალაშია 1999 წლიდან.) რაც თავისთავად გულისხმობს ქართული ექსპორტის თითქმის უტარიფო დაშვებას ევროკავშირის ბაზარზე და საუბარია ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულებაზე,  ბუნებრივია, ცალმხრივად, ( საქართველოს მხრიდან)   იმპორტის შეზღუდვა და ბარიერების შემოღება - ტარიფები, ქვოტები)  გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს მომავალში სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე, შესაბამისად პრობლემის აქტუალურობა საკმაოდ მკაფიოა და მის ძირეულ კველავას საჭიროებს, ამავდროულად, გამოსაკვლევია ყველა ის საწარმოო სფერო, რომლის დაცვით ღონისძიებებზეც იქნება ორიენტირებული აღნიშნული ინიციატივა.

2015 წლისდან საქართველოს მთავრობა აქტიურად იწყებს ექსპორტის სტიმულირების ხელშეწყობააზე მუშაობას და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას.

ნებისმიერი სახელმწიფოსათვის მსოფლიოს მოცულობით ბაზრებზე გასვლა არა მხოლოდ სასურველია, არამედ, საგარეო პოლიტიკის ძირითად ღერძს წარმოადგენს. ცხადია, საუბარია საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოებზე. ამ მისწრაფებას უნდა გააჩნდეს სერიოზული საფუძველი:

1) კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელიც მოთხოვნადია მსოფლიოს მოცულობით ბაზრებზე;
2) შესაძლებლობა რეგულარულად მიაწოდო აღნიშნულ ბაზრებს სტანდარტიზირებული და სტაბილური ხარისხის ერთიდაიგივე პროდუქცია.

თუ ქვეყნისათვის იხსნება პერსპექტივა მოცულობით ბაზარზე გასვლისა, მაგრამ მას დღეისათვის არ გააჩნია ზემოთ ორ პუნქტში მითითებული პროდუქცია და სტაბილური მიწოდების შესაძლებლობა, _ ეს პერსპექტივა სამომავლო ახლო პერიოდის საქმიანობის ღერძი უნდა გახდეს და მას უნდა დაექვემდებაროს არა მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნისა, არამედ მთლიანობაში საშინაო პოლიტიკა.

სწორედ ამ უკანასკნელი პერსპექტივით უნდა განვიხილოთ საქართველოსა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“, რადგან სრულად დეინდუსტრიალიზებულ ქვეყანას, იმპორტზე ორიენტირებულ ქვეყანას, სხვა პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეს. მრეწველობის სტრუქტურა და საექსპორტო პოტენციალი საკმარისად შეზღუდულია. კერძოდ, 2013 წელს მრეწველობაში წარმოებული იქნა 2 077,8 მლნ ლარის (ანუ 1 187,3 მლნ აშშ დოლარის) პროდუქცია, მათ შორის, გადამამუშავებელი მრეწველობის წილი 1 678,6 მლნ ლარია; სამთო-მომპოვებელი მრეწველობა _ 73,4 მლნ ლარი; ელექტრო-ენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-გადამუშავება _ 325,8 მლნ ლარი. გადამამუშავებელ მრეწველობაში დომინირებს საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება - 797,0 მლნ ლარი; ქიმიური წარმოება _ 116,9 მლნ ლარი; მეტალურგიული მრეწველობა _ 270,1 მლნ ლარი.

ბუნებრივია, ასეთი შეზღუდული სამრეწველო პროდუქციის პირობებში, რომელთა შორის საექსპორტო პოტენციალი საერთოდ მცირე ასორტიმენტის პროდუქციას გააჩნია, საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პირობების გაჩენა, _ ანუ როგორც დეკლარირებულია  „მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area - DC FTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს, _  რომელიც ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თითქოსდა, მთავარი ნაწილია, რბილად რომ ვთქვათ, გადამეტებული ოპტიმიზმის სფეროს განეკუთვნება... „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ჩაანაცვლებს 1996 წელს ხელმოწერილ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ (Partnership and Cooperation Agreement - PCA) და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირს შორის  თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს.  PCA-სთან შედარებით, „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ითვალისწინებს თანამშრომლობის უფრო გაღრმავებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის  ყველა პრიორიტეტული მიმართულებით _ ასეთია ოფიციალური იმედები, თუმცა, რა ისარგებლა საქართველომ ევროკავშირთან გაფორმებული წინა ხელშეკრულებებით, კარგად ვიცით _ ბევრი არაფრით, ვერც საფუძვლიანად გამოიყენა საკუთარი ეკონომიკის განვითარებისათვის, რაც ერთ მარტივ აზრს გვკარნახობს:თუ ქვეყნის საშინაო პოლიტიკა არ არის ორიენტირებული განვითარებაზე, მაშინ ვერანაირი ხელშეკრულება თავისთავად ვერ უზრუნველყოფს მის განვითარებას

ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მთავრობის საქმიანობა მმართული უნდა იქნას სწორედ ეკონომიკის კონკურენტუნარიანი სექტორების განვითარებაზე და სამომავლოდ, ამ ხელშეკრულების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაზე, თუმცა, ეს ასე მარტივი არ იქნება ამ ხელშეკრულების სპეციფიურობისა და მასში ჩადებული პირობების გამო. ზოგადი ხასიათის დეკლარაცია ამ ხელშეკრულებისა ( კარი 1 „ზოგადი პრინციპები“. მუხლი 2, მე-2 პუნქტი): „მხარეები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ თავიანთ ერთგულებას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ეფექტიანი მულტილატერალიზმის პრინციპებისადმი“, _ ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან საქართველოში ასეთ „ერთგულებას“ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისადმი 22 წელია გამოხატავენ, თუმცა, რაიმე სერიოზული ნაბიჯი ჭეშმარიტი საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისათვის საქართველოში, საბაზრ ეკონომიკის ფუნდამენტური ინსტიტუტების ამოქმედებისათვის ჯერ ძალიან ცოტა რამ არის გაკეთებული. ამიტომ ის ეკონომიკური სივრცე, მეურნეობრიობის ის პრინციპები, რომლებიც დამკვდრებულია საქართველოში, დიამეტრალურად განსხვავედება ევროკავშირში არსებული ეკონომიკური სივრცისაგან და მეურნეობრიობის პრინციპებისაგან. შედეგად, ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რაკი უფლებები და შესაძლებლობები ორივე მხარისათვის სიმეტრიულია, ევროკავშირს გაცილებით უკეთეს პირობებში აყენებს, ვიდრე საქართველოს და ეს ევროკავშირის ბრალი ნამდვილად არ არის. მცირე, მაგრამ საქართველოს რეალური ბაზარი ასევე თავისუფლად, ყოველგვარი საბაჟო გადასახადების გარეშე (გარდა, უმნიშვნელო გამონაკლისისა) ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირში წარმოებული როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციისათვის, ისე სოფლის მეურნეობის პროდუქციისათვის და თუ ხლისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას შევაფასებთ, _ აშკარაა, ეს პოლიტიკა ვერ შეუწყობს ხელს გაძლიერებული და შეუზღუდავი კონკურენციის პირობებში ქართული ეკონომიკის განვთარებას და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას, თუმცა, ამის პოტენციალი ქვეყანაში აშკარაა. თვით მიმართულება, რომელიც აიღო მთავრობამ, რომ თითქოსდა, საქართველო აგრარული ქვეყანაა და შესაამისად უნდა მოხდეს მისი განვითარება, საფუძველშივე მცდარია და ვერაფრით პასუხობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშერულებით გაჩენილ შესაძლებლობებს. მართალია, ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარება ძალიან მნშვნელოვანია, _ იქ სერიოზული პოტენციალია, რომელიც დღემდე გამოუყენებელი და აუმოქმედებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 21-ე საუკუნეში ქვეყანა შეიძლება აგრარული განვითარების გზას დაადგეს. ძალიან ეჭვს იწვევს მავრობის ორიენტაციაც აგრარული განვითარების ხასიათზეც. ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შემუშავებულ, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფციაში, რომელსაც სტატიის ავტორი ხელმძღვანელობდა, სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპეტივად ინოვაციური ბიო-სოფლის მეურნეობა იქნა დასახული, რასაც პრინციპში, ალტერნატივა არ გააჩნია, _ ანუ აქცენტი განვითარებაში, დომნირებული მიმართულება სწორედ ინოვაციური განვითარება უნდა იყოს და საფუძველი _ ბიო პროდუქციის წარმოება... აი, მაშინ ეს სექტორი მთლიანად კონკურენტუნარიანი იქნება და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მოცულობითი და ძლიერ გაჯერებული ევროკავშირის ბაზარი დიდი ინტერესით მიიღებს კიდეც ამ პროდუქციას. მაგრამ სანამ ეს არ არის, მანამდე სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონკურენტუნარიანობა, მისი ხარისხის სტანდარტები და სხვა პარამეტრები ძირითადად შეუსაბამოა ევროკავშირში მოთხოვნილ სტანდარტებთან და შესაბამისად, ამ პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი, გარდა მცირე გამონაკლისისა, შეზღუდულია.

მაგრამ, გარდა ამ პრობლემებისა, ხელშეკრულებას აქვს ძალზე „საინტერსო“ ფორმულირებები, რომელიც მას არც თუ ისე თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებად აქცევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. უამრავი ნიუანსი, უამრავი დაზუსტება, მცდელობა დაშვებული არ იქნას არანაირი თავისუფალი შეღწევა ქართული პროდუქციისა ევროპის ბაზარზე, იმაზე მიუთითებს, რომ ამ ხელშეკრულებისადმი დამოკიდებულება და მოლოდინი გადარჭარბებულია, თუმცა, ცხადია, ამ ნაწილშიც ევროპელებს ვერაფერს დავაბრალებთ, _ ეს ქართული მხარის ემოციური აღტკინების ბრალი უფროა.

საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თანამშრომლობა სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, მეტროლოგიის, ბაზრის ზედამხედველობის, აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების სისტემების სფეროში და ამ მიზნით მხარეებმა შეიძება აწარმოონ რეგულირებასთან  დაკავშირებული დიალოგები როგორც ჰორიზონტალურ, ისე სექტორულ დონეებზე.

სწორედ რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხი ეჩვენებათ საქართველოში ძნელად მისაღწევ საქმედ და სხვადასხვა ვარიაციებით ცდილობენ მის გადავადებას მაშინ, როცა სწორად გაგებული რეგულაციები საერთო საბაზრო „თამაშის წესების“ შემადგენელი ნაწილია და აუცილებელიც. ცხადია, ევროპული რეგულაციების ბრმად და დაუყოვნებლივ გადმოტანა არც საჭიროა და არც აუცილებელი, მაგრამ პრინციპების დონეზე ანალოგიურის დამკვიდრება, საკუთარი ეკონომიკის საჭიროებისა და განვიტარების მიზნით ეჭვს არ უნდა იწვევდეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო ათწლეულში გაუმართლებელი ვოლუნტარისტული მიდგომების საფუძველზე საქართველოში მოიშალა ელმენტარული დაცვის მექანიზმები და ქვეყანა უხარისხო ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე იმპორტირებული საკვები პროდუქციის გასაღების ბაზრად იქცა, რომელსაც ხელისუფლებიდან მხარდაჭერი მსხვილი იმპორტიორები ახორციელებდნენ, _ გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ ცდილობენ ოფიციალური პირები რეგულაციების სფეროში გადავავდებებსა და გაუმართლებელი არგუმენტაციბის მშველებას, _ ჯერ-ჯერობით, გავლენიანი ჯგუფების ინტერესები დომინირებს საზოგადოებრივ ინტერესებზე. ჩემი აზრით, სწორედ გონიერი რეგულაციები და ხარისხისა და სტანდარტების გონივრული სიტემის აღდგენა უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი და არა მის გადავადებაზე საუბარი. საქართველოში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასებისა და ბაზრის ზედამხედველობის სისტემისათვის ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების სტიმულირება და შესაბამისი ევროპული ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა სწორედაც რომ მნიშვნელოვანი მომენტებია ამ ხელშეკრულებისა.

დავაკვირდეთ, როგორია პროგნოზი ამ ხელშეკრულებით მიღებული სარგებლობისა:
„საქართველო-ევროკავშირს შორის  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს... ზოგადად, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას:  მოკლევადიან პერსპექტივაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 1,7 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - 4,3 %-ით. მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9 %-ით, ხოლო იმპორტის 4,4 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტის 12 %-ით, ხოლო იმპორტის 7,5%-ით ზრდას.“ ერთადერთი საიმედო მაჩვენებელი მშპ-ს ზრდაა გრძელვადიან პერსპეტივაში - 4,3%, თუმცა სხვა რომ არაფერი მოხდეს, მიზერული ქართული ეკონომიკისათვის ეს ზრდა ასევე მიზერულია და რაიმე სერიოზული პერსპეტივის იმედად ყოფნა დიდი მიამიტობა იქნება... ამდენად, მე ვუბრუნდები  ჩემი პოზიციის მთავარ თეზისს: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება შეიძლება იყოს ხელშემწყობი და საინტერესო ქვეყნისათვის იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებები გაატარებენ ქვეყნის განვითარებაზე და მოდერნიზაციაზე ორიენტირებულ პოლიტიკას და ხელს შეუძყობენ მთავარს _ საკუთარი რესურსების მაქსიმალურ განვითარებას, პირველ რიგში, ადამიანური რესურსების განვითარებას. სხვა შემთხვევაში, ხელშეკრულება დარჩება საკმარისად მკაცრად რეგლამენტირებული ნორმების კრებულად, რომელ ნორმებში ფუნქციონირებასაც  ქართული ქაოსური და ჯერ კიდევ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ეკონომიკა არ არის მიჩვეული.

არის ერთი მომენტი, რომელიც საწყის ეტაპზე საკმარისად პრობლემურს ხდის ქართული პროდუქციის წარმატებულ შეღწევას ევროგაერთიანების ბაზარზე.  ეს არის რეჟიმი, რომელიც იმპორტიორებს უწესდებათ: თუ ევროკავშირში იმპორტირებული ქართული პროდუციის ფასი ნაკლები იქნება ევროკავშირის ბაზარზე ანალოგიური პროდუქციის ფასზე, მაშინ ფასთა სხვაობა შევსებული (გადახდილი) უნდა იქნას იმპორტიორის მიერ. ქართული პროდუქციის ფასის მეტობის შემთხვევაში, ეს რეჟიმი არ მოქმედებს. ცხადია, ქართულ მხარეს არ შეიძლება ჰქონოდა იმედი დემპინგის მექანიზმის განხორციელებისა და ეს ბუნებრივიც არის, - ამას არავინ დაუშვებდა. ეს მხარე (დემპინგის თავიდან აცილება) საკმარისად დეტალურად არის გაწერილი ხელშეკრულების პროექტში, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობები ცოტა სხვა კონტექსტების მატარებელია, ვიდრე ის რეგლამნენტაციები, რომ ქართული პროდუქცია არ შეიძლება კონკურირებდეს ევროპულ ბაზარზე ისეთი უნივერსალური და უმთავრესი ელემენტის მეშვეობით, როგორიც ფასია საბაზრო ეკონომიკის პირობებში.

შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ევროკავშირში წარმოშობილი საქონლის იმპორტზე საქართველოში საბაჟო გადასახადი გაუქმდება შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე საქართველოში წარმოშობილი საქონლის იმპორტზე ევროკავშირში საბაჟო გადასახადი გაუქმდება (გარდა ნიორისა, რომელზეც საბაჟო გადასახადი გაუქმდება ქვოტის ფარგლებში), ამასთან საქართველოდან ევროკავშირში იმპორტირებულ პროდუქციის ნაწილზე განსაზღვრულია შემდეგი ღონისძიებები:

²  ევროკავშირში „შესვლის ფასი“(entry price – ad valorem free)
²  გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი (anti-circumvention mechanism)

ევროკავშირში „შესვლის ფასი“ - 28 სატარიფო ხაზი  შეადგენს სრული სატარიფო ნუსხის 0.3% - ს.
²  8 სახეობის ყურძნის წვენი და ნექტარინი
²  4 სახეობის ბოსტნეული (პომიდორი, კიტრი, არტიშოკი  და ყაბაყი)
²  7 სახეობის ციტრუსი  (ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი
²  9 სახეობის ხილი (კურკოვანი ხილი და სუფრის ყურძენი)
²   
აღნიშნულ შემთხვევაში, თუ საქართველოში წარმოშობილი პროდუქციის  საინვოისო ფასი, ევროკავშირში იმპორტისას, ევროკავშირის მიერ დადგენილ ფიქსირებულ ფასზე დაბალი იქნება, იმპორტიორი გადაიხდის სხვაობას საინვოისო და ფიქსირებულ ფასს შორის, ხოლო თუ თანაბარი ან უფრო მაღალი იქნება, პროდუქცია „შესვლის ფასი“-ს მექანიზმისგან თავისუფლდება.

ევროკავშირში „შესვლის ფასი“-ს გაანგარიშება იმპორტირებული პროდუქციის სეზონურობის მიხედვით იცვლება.

ფიქსირებული პომიდორი:



გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი  -anti-circumvention mechanism

სოფლის მეურნეობისა და კვების გადამამუშავებელი პროდუქციის 277 სატარიფო  ხაზი (სრული სატარიფო ნუსხის 3%) ექვემდებარება გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს

გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმის არსი:

u  როდესაც კალენდარული წლის დასაწყისიდან გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული ერთი ან მეტი პროდუქტის იმპორტი მიაღწევს  ფიქსირებული რაოდენობის 70%-ს, ევროკომისია ატყობინებს საქართველოს მთავრობას კონკრეტული პროდუქტის იმპორტის მოცულობის შესახებ.
u  საქართველოს აქვს შესაძლებლობა წარუდგინოს ევროკავშირს არგუმენტირებული (მაგ. წარმოების მოცულობის გაზრდის, უხვმოსავლიანობის და ა.შ) დასაბუთება ექსპორტის შესაძლო გადაჭარბების შესახებ
u  ასეთ შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია განახორციელოს მექანიზმით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტი ოდენობის პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე

გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული პროდუქცია:
²  შინაური ცხოველების ხორცი და ხორცის სუბპროდუქტები - 4 400 ტ;
²  ფრინველის ხორცი - 550 ტონა;
²  რძის პროდუქტები - 1650 ტონა;
²  კვერცხი - 6 600 ტონა (132 მლნ. ცალი);
²  მელანჟი - 330 ტონა;
²  ხორბალი  და სხვა მარცვლოვანი - 200 000 ტონა;
²  შესანახად გამზადებული სოკოს ნაწარმი -220 ტონა;
²  შესანახად გამზადებული ტკბილი სიმინდის ნაწარმი - 1500 ტონა;
²  სახამებლები - 550 ტონა;
²  შაქარი - 8000 ტონა;
²  ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები - 2 200 ტონა;
²  სიგარეტები - 500 ტონა;

იმისათვის, რომ საქონელმა ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, მან უნდა დააკმაყოფილოს საქონლის წარმოშობის კრიტერიუმები, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი პროტოკოლით. ეს კრიტერიუმები მოიცავს როგორც საქონლის დამუშავების აუცილებელ მინიმალურ პირობებს, ისე საქონლის წარმოებისთვის აუცილებელი მასალის ზღვრულ რაოდენობას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონელი ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის სტატუსის მოსაპოვებლად. პროტოკოლში, არსებობს დათქმა, რაც მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელს გახდის ე.წ. კუმულაციის პრინციპის გამოყენებას საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია საქონელს მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოშობილის სტატუსი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის წარმოებაში გამოყენებულია თურქეთის ტერიტორიაზე წარმოებული მასალები. შეთანხმება ასევე სახავს პერსპექტივას საქართველო მიუერთდეს პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის ერთიან წარმოშობის წესების სისტემას, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ნედლეულს ადგილობრივი წარმოების გასავითარებლად.

ვაჭრობაში დაცვითი ზომების გამოყენების შემთხვევაში მხარეები ხელმძღვანელობენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) შესაბამისი ხელშეკრულებებით. დემპინგური იმპორტის, გადაჭარბებული იმპორტისა და სუბსიდირებული იმპორტის შემთხვევაში, მხარეებს უფლება აქვთ ვმო-ს შეთანხმებებით გათვალისწინებული პროცედურებით გამოიყენონ ვაჭრობაში დაცვითი ზომები:

ü  ადგილობრივი წარმოების დაცვითი ზომა
ü  დემპინგის საწინააღმდეგო ზომა
ü  სუბსიდიის საწინააღმდეგო ზომა


მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, მოახდინოს წარმოებისა და მომსახურების განვითარება და შესაბამისი სტანდარტებითა თუ ნორმებით, საკანონმდებლო ცვილებებითა და სწორი რეგულაციებით, ეტაპობრივად მოახდინოს განვითარებული, 500 მილიონიანი ბაზარზე შეღწევა, მისი სწორი ეკონომიკური პოლიტიკითა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით. 

No comments:

Post a Comment