Sunday, January 4, 2015

ექსპორტის განვითარება და ბაზრების დივერსიფიცირება-რუსეთი, როგორც საქართველოს სავაჭრო პარტნიორი

როგორც საყოველთაოდ ცნობილია, საქართველომ 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირებას (AA) და მის ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ  ხელშეკრულებას (DCFTA), (2013 წლის ივლისში ევროკავშირმა და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების (AA), მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) თაობაზე. შეთანხმების პარაფირება 2013 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე შედგა)  რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის  არსებული  სავაჭრო რეჟიმი GSP+ უნდა  ჩაანაცვლოს,
(GSP  პრეფერენციების განზოგადებული სისტემის (GSP) ძირითადი არსია ბენეფიციარი ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაზო საიმპორტო ტარიფის შემცირებული განაკვეთების დაწესება, რაც აადვილებს განვითარებადი ქვეყნების საქონლის შეღწევას განვითარებული ქვეყნების ბაზარზე. საქართველო არის შემდეგი ქვეყნების პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის რეჟიმის ბენეფიციარი:  ევროკავშირიაშშიაპონიაკანადა,შვეიცარია და ნორვეგია.)  აღსანიშნავია, რომ  ეს შეთანხმება არის ყველაზე ვრცელი, სიღრმისეული, კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც ოდესმე მომზადებულა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ. DCFTA საბოლოოდ ჩაანაცვლებს GSP + პრეფერენციათა სისტემას, თუმცა, გარდამავალ პერიოდში, პირველი ორი წლის განმავლობაში, ეს ორი რეჟიმი ერთდროულად იქნება ძალაში, აქვე  უნდა აღინიშნოს, რომ  ასოცირების  ხელშეკრულება მეტწილად არის  დათქმების და ვალდებულებების  ნაკრები, რომელიც აწესებს ჩარჩოებს,  რომელშიც უნდა მოექცეს როგორც სამთავრობო  სტრუქტურები ასევე, საზოგადოებრივი, სამართლებრივი და ეკონომიკური-სამეურნეო  საქმიანობა.          

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი  მხრივ საჭიროა სტრუქტურული ცვლილებები ხოლო მეორეს მხრივ ეკონომიკური სუბიექტების ადაპტაცია ახალი მოთხოვნების და ვალდებულებებისადმი.  (სტანდარტიზაცია, მარკირება და ა.შ).  

რაც შეეხება DCFTA-ს ამოქმედების პარალელურად ქართულ-რუსულ სავაჭრო ურთიერთობებს, ის შესაძლებელია იყოს ორივე მხარისთვის პოზიტიური და ეკონომიკური მიმართულებით მომგებიანი. 

- რამდენად შესაძლებელია რუსეთთან არსებული სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება? შეიძლება ან სასურველია საქართველომ შეინარჩუნოს სავაჭრო ურთიერთობები ორივე მხარესთან თუ საჭიროა გავაკეთოთ ურთიერთგამომრიცხავი არჩევანი? იმ შემთხვევაში თუ საქართველო გადაწყვეტს ერთდროულად რუსეთთანაც და ევროკავშირთანაც გააღრმავოს ეკონომიკური ურთიერთობება დათანხმდება კი ამას რუსეთი?  

ევროპასთან ასოცირება, მიუხედავად შესაძლო სირთულეებისა,  უამრავ დათქმისა, ვალდებულების და პირობების შესრულების სირთულისა,  საქართველოს ურყევი ნებაა, თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია რუსეთთან ნორმალიზებული სავაჭრო ურთიერთობის ქონა.                               
 
საქართველოს ექსპორტის ზრდის ტენდენცია რუსეთის ბაზარზე  გამოიწვევს  ექსპორტის ზრდის პოტენციალის შემცირებას ევროკავშირის ბაზარზე. ამ მიმართულებით ორი ფაქტორი მოქმედებს:
1. პროდუქტის ცნობადობა და მოგების მარჟა;
 2. არაფორმალური ბარიერები.  
 
რუსეთის ბაზარს, როცა ფორმალურად შესასვლელი გზები გადაკეტილი იყო,  ქართული საქონელი  მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნის  გავლით,  მაინც მიეწოდებოდა.  ეს ექსპორტი კი აღირიცხებოდა  იმ გამტარი ქვეყნის სავაჭრო ბალანსში. 

 
მას შემდეგ, რაც სავაჭრო ურთიერთობა  განახლდა რუსეთთან,  გამტარი რგოლების საჭიროება მოიხსნა (რომელიც თავის მხრივ ზრდიდა საექსპორტო დანახარჯებს),   მნიშვნელოვნად გაიზარდა  რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა და მან 2014 წლის იანვარ-აგვისტოში შეადგინა მთლიანი სავაჭრო ბრუნვის  6.8% ( 506 მლნ. აშშ დოლარი) (http://geostat.ge/?action=page&p_id=136&lang=geo)
საქართველოსთვის, მიუხედავად მისი ვაჭრობის დივერსიფიცირებისა, რუსეთის ბაზარი
მიმზიდველია და მომავალშიც დარჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ სავაჭრო  ურთიერთობებში. 

რუსეთის ბაზრების  მიმზიდველობა ევროპულთან შედარებით იმით გამოირჩევა, რომ რუსულ ბაზრებზე ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტამდე გაკვალული გზა უკეთ იძლევა საშუალებას ალღო აუღონ ექსპორტიორებმა არაფორმალურ ბარიერებს, მათ შორის გახლავთ ენობრივ-მენტალური ბარიერიც, პროდუქციის და ბრენდის  ცნობადობის ბარიერი და ა.შ.  რომლებიც რუსულ ბაზარზე ექსპორტის გაძლიერების სასარგებლოდ მოქმედებს (მაგ: 2014 წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 118% გაიზარდა)(http://geostat.ge/?action=page&p_id=136&lang=geo)  მიუხედავად არასტაბილური და რთულად გამოსაცნობი რუსული ბაზრებისა, რითაც ისინი ხასიათდებიან (კორუფცია, სანქციები), ეს სიმარტივეები გადამწყვეტ როლს თამაშობენ რუსეთში  საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე,  მაშინ როდესაც რუსული ბაზრის გახსნილობა ევროპის  ბაზარზე ორიენტირების თვალსაზრისით უკუპროორციულად მოქმედებს და უბიძგებენ რიგ ექსპორტიორებს რუსულ  ბაზრების სასარგებლოდ  გააკეთონ  აქცენტები.
 სავაჭრო ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს თამაშობენ ეთნიკურად ქართველი მოესახლეობა რომლებიც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ რუსეთში და  რუსეთის მოქალაქეები არიან. ისინი აგრეთვე წარმოადგენენ ძირითად გამტარ რგოლს სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახსნილი ეკონომიკური ურთიერთობების შემთხვევაში დადებითად იმოქმედებს ევროპასთან ასოცირებს შემდგომაც  ქართულ-რუსულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე. DCFTA-ს ამოქმედების შედეგად,  ერთის  მხრივ რუსულ ბაზრებს ნაკლებად დაემუქრებათ ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქტების შედინება საქართველოს  მხრიდან, რომელიც მთავარ მიზეზად ხასიათდებოდა ემბარგოს დაწესებისას და საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის გასაწყვეტად. 

მეორეს  მხრივ ,რუსული საქონელი უფრო მარტივად გაივლის  სტანდარტებისადმი ადაპტაციას  ქართულ  ბაზრებზე, რომელიც შემდგომი ევროპულ  ბაზრებზე შესვლას  კიდევ უფრო გააუადვილებს მათ. სავარაუდოა, რომ  რუსეთისთვის მხოლოდ საქართველოს ბაზარი ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს მისი სიმცირის გამო, ისე როგორც საქართველოდან მიწოდებული პროდუქტები, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომელთა ჩანაცვლება სხვა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებსაც შეუძლიათ.    

საასაქონლო ბაზრებისაგან განსხვავებით, რუსეთისათვის მნიშვნელოვანია  განვითარებულ ფინანსურ ბაზრებზე წვდომა, რაც ასოცირების  ხელშეკრულების სრულად ამოქმედების შემთხვევაში საქართველოში იქნება შესაძლებელი. რუსეთისთვის საქართველო მიმზიდველი  რუსული ინვესტიციების დაბანდების თვალსაზრისითაც (ენერგეტიკის სფეროში, ენერგო მატარებლების სადისტრიბუციო ქსელებო  და ა.შ.).           

აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით  არაფორმარული ბარიერები  მრავლადაა ქართული საქონლისთვის ევროპულ ბაზრზე შეღწევის გზაზე. ამას ემატემა უცხო ბაზარზე დამკვიდრება და რაც მთავარია შედარებით მცირე მოგების მარჟა  უცნობ ბრენდზე.  ეს თავის მხრივ ხელსაყრელ სიტუაციას ქმნის რუსეთისთვის, გაატაროს ღია და თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და ამით მიიღოს  ე.წ კორიდორი ევროპის ბაზრებზე მარტივი წვდომისთვის, ანუ საქართველო შეიძლება რუსეთისთვის გახდეს ირიბად სასაქონლო პროდუქციის „გამტარი“ ევროკავშირის ბაზარზე.      
რუსეთის მხრიდან სხვა სახის ეკონომიკური ბერკეტები ნაკლებად ეფექტიანი იქნება  საქართველოსთან მიმართებაში, მაგალითისთვის, ისეთი სახის შეზღუდევები როგორიც მოლდოვას დაუწესა. რუსეთის ემბარგომ საქართველოს მიმათ მხოლოდ პოლარიზება გამოიწვია  სავაჭრო ურთიერთობებში, რომელმაც გზა გაუხსნა ქართულ პროდუქციის შესვლას საერთაშორისო ბაზრებზე.

რუსეთი  საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2013 წლის მონაცემებით იგი საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების რე­ი­ტინ­გში მე-4 ადგილს იკავებდა, ქვეყნის მთლიან ექსპორტში 6,6%-იანი წილით, ხოლო ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების რეი­ტინ­გ­ში მე-4 პოზიციას იკავებდა, მთლიან იმ­პორ­ტში 7,5 %-იანი წილით.
2014 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 9,7 პრო­ცენ­ტამდე გაიზარდა. იგი კვლავ ჩვენი ქვეყნის  ერთ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარ­ტნი­ო­რია. ამ პერიოდში მან ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი ექსპორ­ტიორი ქვეყნების რეიტინგში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება იმპორტს 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში, რუსეთი ჩვენი ქვეყნის უმსხვი­ლე­­სი იმპორტიორი ქვეყნების რეი­ტინ­გ­ში კვლავს მე-4 პოზიციას იკავებდა, მთლიან იმ­პორტში 6,3 %-იანი წილით.

როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, 2007 წლიდან საქართველო-რუსეთს შორის საგარეო სავაჭრო ურთიერთობების შემცირება დაიწყო ცნობილი მიზეზების გამო, რაც აისახა როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის შემცირებით. ბოლო 14 წლიანი პერიოდის განმავლობაში რუსეთში საქართველოდან ექსპორტის მინიმალური მნიშვნელობა 2009 წელს დაფიქსირდა და 21,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2013 წლიდან დაიწყო საქართველო-რუსეთს შორის საგარეო სავაჭრობა კავშირების გაღრმავება, რამაც ინტენსიური ხასიათი მიიღო 2014 წელს, რაც ნათ­ლად ჩანს ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე:
 
          

2013 წელს ჩვენი ქვეყნის ქსპორტის მოცულობამ რუსეთში 190,7 მლნ აშშ დოლარი შეად­გინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ და მეტად აღემატება.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა მნიშვნე­ლოვ­ნად გაიზარდა 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში და 234,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის წლიურ მაჩვენებელსაც კი აღემატება 23 პროცენტით, რომ არაფერი ვთქვათ გა­სუ­ლი წლის შესაბამის პერიოდზე.

როგორც ზემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, რუსეთიდან საქართველოში იმ­პორ­­ტი­რე­ბული პროდუქციის მოცულობა 2010 წლიდან ზრდის ტენ­დენ­ციით  ხასიათდება. საქა­რთვე­ლოში რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის მაქსიმალური მაჩვენებელი, ბოლო 14 წლიანი პერიოდის განმავლობაში 2013 წელს დაფიქსირდა და 587,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში იმ­პორ­ტის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,2 პროცენტითაა შემცირებული, მაშინ როდესაც ექსპორ­ტის მოცულობა გასული წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 78,6 პროცენტით გაიზარდა.
                                                                                                                                                      
2013 წელს რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის წილი საქართველოს მთლი­ან ექს­პორტში, 2012 წელთან შედარებით 3,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 9,7 პრო­ცენტს მიაღ­წია.

თუმცა აღნიშნული მაჩვენებლების მაქსიმალური მნიშვნე­ლობა ბოლო 14 წლიანი პე­რი­­­ოდის განმავლობაში (2000-2014) 2001 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსეთზე მოდიოდა სა­ქარ­თვე­ლოს მთლიანი ექსპორტის 23,2%.

როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, საქართველოს ექსპორტში რუსეთის წილის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება 2006 წლიდან იწყება და 2012 წლამდე გრძელდება. თუმცა 2013 წლიდან კვლავ ზრდის ტენდენცია შეინიშნება.



საინტერესო სურათს იძლევა რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასა­ქონ­ლო ჯგუფების ანალიზი.

2013 წელს საქართველოს მიერ რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასა­ქონ­ლო ჯგუფი შემდეგნაირად გამოიყურება:

2013 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი


2013
ათასი აშშ დოლარი
პროცენტული წილი
ექსპორტი, სულ
190242.9
100,0
მათ შორის:
ყურძნის ნატურალური ღვინოები
56435.9
29.7
მინერალური წყლები
33743.6
17.7
მსუბუქი ავტომობილები
32290.6
17.0
ფეროშენადნობები
13152.3
6.9
სატვირთო ავტომობილები
11332.3
6.0
ელექტროენერგია
10656.6
5.6
ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი
7686.6
4.0
მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან
6073.8
3.2
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები
4703.4
2.5
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით
2543.9
1.3
დანარჩენი საქონელი
11624.0
6.1


როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2013 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის 29,7%-ს ყურძნის ნატურალური ღვინოები  იკა­ვებ­და, 17,7%-ს მინერალური წყლები, 17,0%-ს მსუბუქი ავტომობილები, 6,9%-ს ფეროშენადნობები, 6,0%-ს სატვირთო ავტომობილები, 5,6%-ს ელექტროენერგია, 4,0%-ს ციტრუსების ნაყოფი, ხოლო ხოლო დანარჩენ პროდუქციას ექსპორტში უმნიშვნელო წი­ლი ეკავა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველო ყურძნის ნატურალური ღვინოების  ექსპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებდა, აქედან რუსეთზე აღნიშნული პროდუქციის ექსპორტის 44,1% მოდიოდა. შესაბამისად რუსეთი ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა.

ამავე წელს რუსეთზე მო­დიო­და საქართველოდან ექსპორ­ტირე­ბული მინერალური წყლების 31,6%, ექსპორტირებული ელექტროენერგიის 77,1%,  ციტრუსის  38,1%, შავი ლითონების მილების, მილაკების და ღრუ პროფილების 21,3%,  სატვირთო ავტომობილების 22,9%.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთი საქართველოში წარმოებული ყურძნის ნატურა­ლური ღვინის  ძირითადი მომხმარებელია. 2013 წლის მონაცემებით საქარ­თვე­ლოს გარდა აღნიშნული პროდუქციის ექსპორტს რუსეთში მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა ახორ­ციე­ლებდა, რომელთაგანაც უდიდესი წილით (23,3%) ლიტვა ლიდერობდა. 

საქართველოზე მოდიოდა რუსეთში ექსპორტირებული ყურძნის ნატურალური ღვინოების 6,2%. ჩვენი ქვეყნის კონკურენტებად გვევლინებოდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: იტალია (რუსეთში ექსპორტირებულ ყურძნის ნატურალურ ღვინოებში 16,7%-იანი წილით), საფრანგეთი (8,1%), უკრაინა (7,5%), ლატვია (6,8%), ჩილე (5,1%) და სხვები:



საინტერესო სურათს იძლევა რუსეთში ექსპორტირებული ყურძნის ნატურალური ღვინოების ფასების ანალიზი, ქვეყნების მიხედვით (ფასების გაანგარიშება განხორციელდა ღირე­ბუ­ლებით გამოსახულებაში ექსპორტის მოცულობის შეფარდებით ნატურალურ გამოსახულებაშ ექსპორ­ტის მოცულობასთან).




როგორც გრაფიკიდან ჩანს, რუსეთში ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტს ყველაზე მაღალ ფასში (1 ლ - დაახლოებით 7,4 აშშ დოლარი) საფრანგეთი ახორციელებს, შემდეგ მოდის აშშ (5,9 აშშ დოლარით) და ლატვია (3,6 აშშ დოლარი).

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული 1 ლ. ყურძნის ნატურალური ღვინის ფასი 3,6 აშშ დოლარს შეადგენს, რაც უმნიშვნელოდ (10 ცენტით) აღემატება იტალიური ღვინის ფასს.

რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ყველაზე დაბალი ფასით 2013 წელს ზემოთ განხილული ქვეყნებიდან გამოირჩეოდა სამხრეთ აფრიკა (1 ლ. 0,7 აშშ დოლარი), არგენტინა (0,9 აშშ დოლარი) და უკრაინა (1,1 აშშ დოლარი).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინერალური წყლები 2013 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფში მეორე ადგილს იკავებდა 17,7%-იანი წილით.

საქართველო მინერალური წყლების ექსპორტს 2013 წელს მსოფლიოს დაახლოებით 30 ქვეყანაში ახორციელებდა, აქედან 31,6% - რუსეთზე,  27,7% - უკრაინაზე, - 14,2% - ყაზახეთზე, 9,8%  - ბელარუსზე, ხოლო დანარჩენი 16,7%  - სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

მინერალური წყლების ექსპორტი 2013 წელს რუსეთში მსოფ­ლიოს 40-ზე მეტმა ქვეყანამ განახორციელა, თუმცა მათ შორის საქართველოს პირველი ადგილი ეკავა 34,5%-იანი წილით.

საქართველოს მთავარ კონკურენტებად გვევლინებოდნენ შემდეგი ქვეყნები: ბელგია (15,2%-იანი წილით), საფრანგეთი (15,2%) და იტალია (10,7%). ქვემოთ მო­ცემული გრაფიკი ასახავს რუსეთში 2013 წელს ექსპორტირებული მინერალური წყლების სტრუქტურას ქვეყნების მიხედვით:



როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2013 წელს რუსეთზე მოდიოდა საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი.

საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს 2013 წელს რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ახორციელებდა აქედან 77,1% - რუსეთზე,  21,2% - სომხეთზე, ხოლო - 1,7% - აზერბაიჯანზე მოდიოდა.

ელექტროენერგიის ექსპორტი 2013 წელს რუსეთში მსოფ­ლიოს 7-მა ქვეყანამ განახორციელა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა (83,4%) ყაზახეთზე მოდიოდა. საქართველო მეორე ადგილს იკავებდა 8,6%-იანი წილით.

სუფთა ექსპორტი

რუსეთში საქართველოს ექსპორტის რეალური სურათის დასანახად უნდა დავაკვირდეთ ექსპორტს რეექსპორტის გარეშე, ანუ სუფთა ექსპორტს.

2013 წელს რუსეთში ქართული ექსპორტის მთლიანი მოცულობის 22,7%-ს რეექსპორტი შეადგენდა (2012 წელს 32,4%)
განვიხილოთ სუფთა ექსპორტისა და რეექსპორტი ანალიზი უმსხვილესო სასაქონლო ჯგუფების მიხედვით.


2013 წელი
ექსპორტი, ათასი აშშ დოლარი
რეექსპორტი, ათასი აშშ დოლარი
წილი ექსპორტში, %
სულ
190242,9
43154,0
22,7
ყურძნის ნატურალური ღვინოები
56435,9
108,0
0,2
მინერალური წყლები
33743,6
-
-
მსუბუქი ავტომობილები
32290,6
30293,9
93,8
ფეროშენადნობები
13152,3
-
-
სატვირთო ავტომობილები
11332,3
11214,9
99,0
ელექტროენერგია
10656,6
-
-
ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი
7686,6
-
-
მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან
6073,8
0,0
-
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები
4703,4
307,1
6,5
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით
2543,9
-
-
დანარჩენი საქონელი
11624,0
1230,1
10,6


როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, საქართველოს მიერ 2013 წელს რუსეთში ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების მოცულობაში რეექსპორტს 93,8% უჭირავს, ხოლო სატვირთო ავტომობილების რეექსპორტს  - 99,0 პროცენტი.

რუსეთთან რეექსპორტის სტრუქტურაში ძირითადად მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებია წარმოდგენილი, რომლებზეც მოდის რეექსპორტის 96,2%.

2013 წელს საქართველოს მიერ რუსეთში განხორციელებულ სუფთა ექსპორტში პირველ და მეორე ადგილებს კვლავ ყურძნის ნატურალური ღვინოები და მინერალური წყლები იკავებენ, მაგრამ განსხვავებული წილით. თუმცა აღსანიშვნავია, რომ ექსპორტიდან რეექსპორტის გამორიცხვის შემდეგ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულედან სატვირთო ავტომობილები საერთოდ ამოვარდა, ხოლო მსუბუქმა ავტომობილებმა მეათე ადგილზე გადაინაცვლა.

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2013 წელს საქართველოს მიერ რუსეთში განხორციელებულ სუფთა ექსპორტში



ათასი აშშ დოლარი
პროცენტული წილი

სუფთა ექსპორტი, სულ
147088,9
100,0

მათ შორის:
1
ყურძნის ნატურალური ღვინოები
56327,9
38,3
2
მინერალური და მტკნარი წყლები
33743,6
22,9
3
ფეროშენადნობები
13152,3
8,9
4
ელექტროენერგია
10656,6
7,2
5
ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი
7686,6
5,2
6
მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან
6073,8
4,1
7
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები
4396,3
3,0
8
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით
2543,9
1,7
9
ღუმელები გასათბობი, ღუმელები გასათბობ-სახარშავი და საკვების მოსამზადებელი
2135,1
1,5
10
მსუბუქი ავტომობილები
1996,7
1,4
დანარჩენი საქონელი
8376,2
5,7

2014 წლის იანვარ-ოქტომბერი

2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს მიერ რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასა­ქონ­ლო ჯგუფი შემდეგნაირად გამოიყურება:

2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი



2014 იანვარ-აგვისტო
ათასი აშშ დოლარი
პროცენტული წილი
ექსპორტი, სულ
234 529,9
100,0
ყურძნის ნატურალური ღვინოები
95 912,7
40,9
მინერალური  წყლები
60 047,5
25,6
მსუბუქი ავტომობილები
15 562,1
6,6
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები
14 392,2
6,1
ფეროშენადნობები
14 333,4
6,1
ელექტროენერგია
4 959,5
2,1
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით
3 282,5
1,4
კაკალი სხვა, ახალი ან გამხმარი
2 990,0
1,3
მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან
2 643,7
1,1
გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო, ახალი
2 296,9
1,0
დანარჩენი საქონელი
18 109,6
7,7

როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან რუსეთში ­ექსპორტირებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი (40,9%) კვლავს ყურძნის ნატურალურ ღვინოებზე მოდიოდა. მეორე ადგილს იკავებდა მინერალური წყლები 25,6%-იანი წილით, ხოლო მესამე პოზიციაზე კვლავ მსუბუქი ავტომობილები იყო, თუმცა გასულ წელთან შედარებით შემცირებული წილით (6,6%).

უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის მთლიან მოცულობაში, გასულ წელთნ შედარებით ყურძნის ნატურალური ვინოებისა და მინერალური წყლების წილი საგრძნობლად გაიზარდა.

2014 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველო ყურძნის ნატურალური ღვინოების და მინერალური წყლების ექსპორტს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახორციელებდა, აქედან რუსეთზე მოდიოდა ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტის 63,6%, ხოლო მინერალური წყლების  48,5%.

2014 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასულ წელთან შედარებით რუსეთში ქართული ექსპორტის მთლიანი მოცულობაში რეექსპორტის წილი შემცირდა და 6,9% შეადგინა, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე.


საქართველოდან რუსეთში ექსპორტის ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალია,  რაც გარკვეულწილად იმითა გამოწვეული, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ გასულ წელს დაიწყო და ექსპორტის გამოცოცხლებაც მხოლოდ  2013 წლის აპრილ-მაისიდან შენიშნება.აგრეთვე ამ ზრდაში გარკვეულ როლს თამაშობს უკრაინაში შექმნილი ვითარება, რამაც უკრაინის გავლით სხვადასხვა ბაზრებზე წვდომის  პოტენციალი შეამცირა, მათ შორის  უკრაინის გავლით  რუსულ ბაზარზე შეღწვის  გზები გართულდა და დაიხურა. ამის გამო საქართველოს საექსპორტო ვექტორმა მეტწილად რუსეთისკენ გადმოინაცვლა.

თუ აღნიშნული ტენდენცია გრძელვადიან პერიოდშიც გაგრძელდა, რისთვისაც საჭიროა პოლიტიკური კეთილი ნება, საკმაოდ შემცირდება ევროკავშირისა და რუსეთის საქართველოს მთლიან ექსპორტში პროცენტული წილებს შორის განსხვავება


შესაძლოა შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენდეს, ევროპის ბაზრებზე საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარებისათვის არაფორმალურ ბარიერები, რაც დადებითი ფაქტორია რუსულ ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალის ზრდის და დივერსიფიცირებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე რიგი ექსპორტიორები სრულად ან ნაწიობრივ გადაერთვებიან რუსულ ბაზარზე, მიუხედავად იმისა,  რომ ევროპული ბაზრები გამოირჩევიან გრძელვადიანი სტაბილურობით.            

როცა ექსპორტიორებს საექსპორტო ალტერნატივებში  უჩნდებათ ადვილად ხელმისაწვდომი ბაზრები მათში სტაბილიზაციის ფაქტორს მით უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობა რაც მაღალია ამ ბაზარზე მისაღები მოგების ნორმა და ამიტომ ხშირად  მოკლევადიან ეფექტზე არიან ორიენტირებულნი.              

სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, სტრატეგიულ და მეტად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სტაბილური საექსპორტო ბაზრები, აგრეთევ ძალზედ მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, რაც, თავის მხრივ, სტაბილური ექსპორტის გარანტი ხდება და ამცირებს საექსპორტო კრიზის- რისკებს. წინასწარი გამოთვლებით, DCFTA-ს ამოქმედების შედეგად გენერირებული ეკონომიკური სარგებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 6,5%-მდე გაზრდას გამოიწვევს. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 13.5%-ით გაიზრდება. ყველაზე მაღალი - 55%-ით - ნავარაუდევია ტექსტილის წარმოების ზრდა, ხოლო ხილის, ბოსტნეულის, კვების პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოების ზრდა ნავარაუდევია 4%-ით.  როგორც მსო-ს წევრები, საქართველო და ევროკავშირი იყენებენ უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით დადგენილ სატარიფო განაკვეთს.   მეტიც, GSP+ რეჟიმი ვრცელდება ევროკავშირის საბაჟო სატარიფო კოდით აღნიშნულ, პროდუქტების დაახლოებით 66%-ზე; შესაბამისად, აღნიშნული რეჟიმი უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ წვდომას, ძირითადად, საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას ქართული წარმოშობის დაახლოებით 7.200-ზე მეტი სახეობის პროდუქტისთვის.   აღნიშნული უპირატესი ხელშეწყობის სავაჭრო რეჟიმის ძირითადი მიზანია განვითარებადი ქვეყნების დახმარება მათი მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩაბმის შედეგად გენერირებული დამატებითი შემოსავლების გზით.


ამრიგად, როგორც რუსეთისთვის, ასევე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც ახლადგახსნილი  რუსული ბაზრები ასევე საქართველოს პრეფერენციული შეღავათები, ასოცირების პირობებში მათ დიდი როლი აკისრიათ შემდგომი ბაზრების დივერსიფიოცირების თვალსაზრისით.  
               
მიუხედავად იმისა, რომ რუსული ბაზრის გახსნილობა  და რუსულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდა, ამცირებს  ევროპულ ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალს,  იზრდება რუსეთთან და ევროკავშირთანაც ექსპორტის მოცულობა, რაც  დადებით ფაქტორს წარმოადგენს რუსეთთან და ევროპასთან სავაჭრო მიმართულებით  და შესაძლებელს ხდის შენარჩუნდეს ე.წ „ოქროს შუალედი“.          

No comments:

Post a Comment