სახელმწიფოს
სრულფასოვანი განვითარება,
მისი სასურველი
ტემპით სვლა
ცივილიზებული სამყაროში ღირსეულ
წევრად დაბრუნებისათვის, მნიშვნელოვანწილად
არის დამოკიდებული
იმაზე, თუ
რამდენად ქმედითი
იქნება მისი
ნაბიჯები ახალგაზრდული
პოლიტიკის მიმართულებით. როგორც ლინკოლნი ამბობდა ,,თითქმის ყველაფერი დიდებული
ახალგაზრდების მიერ არის შექმნილი“.
დიახ, სახელმწიფოს მშენებლობა და მისი განვითარება ჩვენზეა დამოკიდებული. ჯანსაღი, განათლებული და ძლიერი
ახალგაზრდობა კი ამ საქმეში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ქვეყნის ხვალინდელი
დღე, სწორედ
ამიტომ თითოეული ახალგაზრდა ვითხოვთ ახალგაზრდული ინიციატივებისა და განათლების კიდევ
უფრო დიდი რაოდენობით დაფინანსებას, რადგან დღეს ახალგაზრდის განათლებაში ჩადებული ინვესტიცია მდგრადი
განვითარების საწინდარია. პოლიტიკოსების ძალისხმევა
მიმართული უნდა იყოს
იქითკენ, რომ
დაიძლიოს ის
პრობლემები, რომლებიც
სამწუხარო მემკვიდრეობად
გვერგო, უმთავრესი მიზანი კი უნდა იყოს შემდგომი თაობა, რომელიც უფრო
თავისუფალი და
უზრუნველყოფილი უნდა
გახდეს, რათა
შეეძლოთ საქართველოში საკუთარი
პოტენციალის მაქსიმალური
რეალიზება.
უმთავრესი რაც სახელმწიფომ უნდა შექმნას, ესაა ერთიანი
ახალგაზრდული სტრატეგია, მის შექმნაში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაციის
მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სტრატეგია მჭიდრო კავშირში უნდა იყოს საქართვლოს
სოციალურ-ეკონომიკურ სტრატეგიასთან, ვინაიდან ისევე ურთიერთ კავშირის გარეშე, ე.წ.
ჯაჭვური რეაქციის პრინციპის გამოუყენებლად წარმოუდგენელი იქნება რაიმე სახით წარმატების
მიღწევა. აუცილებელია იმ ევროპული მაგალითების გაზიარება, რომლებმაც პრაქტიკული შედეგი მოიტანეს, როგორც ცნობილია
ევროკავშირის ყველა სახელმწიფო განვითარების ერთნაირ დონეზე არ იმყოფება და არც იდენტური
სოციალური სისტემები გააჩნიათ. მიუხედავად ამისა, მათთვის საერთოა ევროპული ღირებულებები:
ადამიანთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, ახალგაზრდებისათვის საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად
გამოვლენაზე ზრუნვა, თანაბარი პირობების შექმნა მუშაობისა და ცხოვრებისათვის, ხანგრძლივი
და უსაფრთხო სიცოცხლის სათანადო პირობების უზრუნველყოფა.
სტრატეგია ხელს
შეუწყობს ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, მომავალი საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრას,
არსებული მდგომარეობის ანალიზს და შეფასებას,
საქმიანობის ეფექტურად წარმართვას, ახალგაზრდების ფართო მასების ჩართვას სახელმწიფო
საქმიანობაში.
სტრატეგიაში აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი შემდეგი
საკითხები:
ა) ახალგაზრდების
ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაიცვა;
ბ) ახალგაზრდებისა და სახელმწიფოს შორის დემოკრატიული
დიალოგის ჩამოყალიბა,
გ)ახალგაზრდების ჩართულობა ,,ადგილობრივი თვითმართველობის
შესახებ ევროპული ქარტიით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას, მმართველობის სისტემის
დეცენტრალიზაციაში და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში;
დ)ახალგაზრდებში პოლიტიკური
კულტურის დანერგვა, სამოქალაქო თვითშეგნების
ამაღლება;
ე)ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან
ნდობისა და კონტაქტების აღდგენის ხელშეწყობა.
ვ)ახალგაზრდული ორგანიზაციებისათვის ქმედით თანამშრომლობაში
დახმარება საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობებისას;
ზ)ინოვაციურ პროექტებში ახლგაზრდების აქტიური მონაწილეობა.
თ)სოციალური სოლიდარობის პრინციპების რეალიზებისა, ახალგაზრდული
ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.
ი) ახალგაზრდების დასაქმების პროგრამები.
კ) ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
ლ) ახალგაზრდებისათვის ფორმალური და არაფორმალური განათლების
ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
მ) ახალგაზრდების ჩართულობა გარემოს დაცვის საკითხებში,
ეკოლოგიურ პროექტებში;
ნ)შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ახალგაზრდების
ინტერესებისა და უფლებების რეალიზაცია და დაცვა.
ო)ახალგაზრდული ინოვაციური ბიზნეს იდეების შეფასება
და მათი სტარტაპების, სახელწიფო დონეზე დაფინანსების უზრუნველყოფა.
ზემოთ აღნიშნული სტრატეგია ხელს შეუწყობს ახალგაზრდების
საქართველოში, თავის ქვეყანაში დარჩენას, რითაც გადაწყდება ორი ყველაზე დიდი პრობლემა.
რომლებიცაა ახალგაზრდების დასაქმება და ე.წ. ტვინთა გადინების პრობლემა.
ასევე ახალგაზრდების დასაქმებისათვის აუცილებლია, შრომის
ბაზარზე ადაპტირებული
ü
გადამზადების
პროგრამის უზრუნველყოფა.
ü
სტაჟირების
სისტემების შეთავაზება კერძო სექტორებისათვის.
ü
რეგიონების
დონეზე, გადამზადების სკოლების შექმნა, რომლებიც გათვლილი იქნება ყველა ასაკის ახალგაზრდაზე.
ü
საერთაშორისო
სასწავლო ბანაკების დაარსება. ( საზაფხულო და ზამთრის )
ü
უნივერსიტეტში
არსებული საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტირება შრომის ბაზრის შესაბამისად.
ü
ახალგაზრდების
ინფორმირება და დახმარება პროფესიის არჩევისას.
ü
ახალგაზრდებში
სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და მსგავსი ახალგაზრდების
მიერ დაარსებული საწაროებისათვის სასათბურე პირობების შექმნა.
საქართველო
2020, ყველა ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელებას გულისხმობს, თუმცა ახალგაზრდული
პროგრამების ცალსახად გაწერა, სტრატეგიის შემუშავება აუცილებელია, მათი მომავალი დასაქამების,
თვითრეალიზაციის და წარმატების უზრუნველსაყოფად.
No comments:
Post a Comment