ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრი დადებითად
აფასებს
საქართველოს
მთავრობის
მიერ
მიღებულ
გადაწყვეტილებას,
რაც
უკავშირდება
შრომის
უსაფრთხოების
მონიტორინგის
პროგრამის
შემუშავებასა
და
შესაბამისი
ინსტიტუტის
ფორმირებას.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთევან კრიალაშვილი განმარტავს, რომ გარდამავალ ეტაპზე აღნიშნული სისტემის ჩამოყალიბება იქონიებს პოზიტიურ
ეფექტს
დამსაქმებლების
ინფორმირებულობის
ამაღლებისა
და
მონიტორინგის
პროცესის
მეთოდოლოგიის
დახვეწის
მხრივ.
ყოველივე
გაზრდის
სამმხრივი
დიალოგის
მნიშვნელობას, შეამცირებს
დამსაქმებლებისა
და
პოტენციური
ინვესტორების
დაშინების
მცდელობას,
გამორიცხავს
ბიზნესის
მიმართ
რეპრესიულ
მიდგომებს.
სასურველია,
რომ
მონიტორინგის
ფუქციების
ტრანსფორმაცია
მოხდეს
ეტაპობრივად
შრომის
ბაზრზე
არსებული
გამოწვევების
შესაბამისად.
კრიალაშვილი ასევე დადებითად აფასებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის
სამინისტროს
კანონპროექტს
„შრომითი
მიგრაციის
შესახებ“.
კანონპროექტი
მთლიანობაში
არის
ლიბერალური,
რაც
საშუალებას
აძლევს
სეზონური
შრომით
იმიგრანტს
90 დღის
ხანგრძლოვობით
ეწეოდეს
დაქირავებით
შრომას
შრომითი
ბინადრობის
ნებართვის
გარეშე.
მისასალმებელია
კანონპროექტის
ლიბერალური
მიდგომა
უცხოელი
სტუდენტების
მიმართ,
რომლის
მიხედვითაც
შრომითი
საქმიანობა
დაიშვება
მოთხოვნის
რეგისტრაციის
გარეშე.
საქართველოს მთავრობის აღნიშნული მიდგომა წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით.
No comments:
Post a Comment