მოსახლეობის შემოსავლები და შემოსავლების უთანაბრობის დონე ქვეყნის
ეკონომიკური
განვითარებისა
და
მოსახლეობის
ცხოვრების
დონის
განმსაზღვრელი
მნიშვნელოვანი
მაჩვენებლებია.
მოსახლეობის
შემოსავლები
განსაზღვრავს
მათ
განაწილებას
სოციალური
სტატუსის
მიხედვით.
ყველაზე
მაღალი
შემოსავლის
მქონე
ადამიანები
მიეკუთვნებიან
მდიდართა
ფენას,
ხოლო
ყველაზე
დაბალი
შემოსავლის
მქონე
ადამიანები
_ ღატაკთა
ფენას,
მოსახლეობის
დაბალი
ფენების
შემოსავლების
ზრდა
კი
მათი
ცხოვრების
დონის
ზრდის
საწინდარია.
მოსახლეობის შემოსავლების რაოდენობრივი თვალსაზრისით
უთანაბრობა
ყველა
ქვეყნის
საზოგადოების
ფენას
ეხება,
ყველაზე
მეტად
კი
დამახასიათებელია
დაბალგანვითარებული
ეკონომიკის
მქონე
ქვეყნებში.
შემოსავლების
უთანაბრობის
მაჩვენებლის
ჯინის
კოეფიციენტის
მაღალი
დონე
ძირითადად
დაბალგანვითარებულ
ქვეყნებში
არსებობს.
მოსახლეობის შემოსავლებს შორის უთანაბრობა მაღალია საბაზრო ეკონომიკის პირობებში. მაშინ როცა, მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკის პირობებში,
ხელფასისა
და
სარგებლის
განაწილებას
განსაზღვრავდა
სახელმწიფო,
საბაზრო
ეკონომიკის
პირობებში
შემოსავალს
არავინ
არ
ანაწილებს,
ამ
შემთხვევაში
შემოსავლები
წარმოიქმნება
ეკონომიკური
სუბიექტების
საქმიანობის
შედეგად.
სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა მიზანმიმართულია მოსახლეობის ცხოვრების
დონის
ასამაღლებლად.
მან
უნდა
უზრუნველყოს
სოციალური
სისტემის
სტაბილურობა
და
მისი
ეტაპობრივი
გაუმჯობესება,
რომლის
უმნიშვნელოვანესი
შემადგენელი
ნაწილიც
არის
მოსახლეობის
შემოსავლები.
განვიხილოთ შინამეურნეობების შემოსავლები წლების
მიხედვით
(ცხრილი
1). როგორც
ცხრილიდან
ჩანს,
მოსახლეობის
შემოსავლების
უთანაბრობა
მცირდება,
რაც
დადებით
ტენდენციას
წარმოადგენს,
თუ
2003 წელს
მოსახლეობის
მხოლოდ
1.1%-ს
ჰქონდა
1 500 ლარზე
მეტი
შემოსავალი,
2013 წელს
ეს
მაჩვენებელი
13.9%-მდეა
გაზრდილი.
ის
ფაქტი,
რომ
მოსახლეობის
80%-ზე
მეტის
შემოსავალი
500 ლარს
არ
აჭარბებდა
ნათლად
მიუთითებს
2005 წლამდე
არსებული
მოსახლეობის
ცხოვრების
დაბალ
დონეზე,
ვითარება
სწრაფად
იცვლება
მომდევნო
წლებში
და
ვიღებთ
შემოსავლების
დიფერენციაციის
მკვეთრ
შემცირებას.
ცხრილი 1. საქართველოს შინამეურნეობების განაწილება
საშუალო
თვიური
შემოსავლების მიხედვით, 2003-2013 წლები (% ჯამთან)
შემოსავლები
|
2003
|
2004
|
2005
|
2006
|
2007
|
2008
|
2009
|
2010
|
2011
|
2012
|
2013
|
500 ლარამდე
|
85.6
|
83.6
|
81.1
|
77.0
|
73.1
|
63.3
|
61.4
|
55.8
|
52.3
|
45.5
|
37.3
|
500-დან
1000 ლარამდე
|
11.5
|
13.4
|
15.2
|
17.7
|
20.1
|
25.0
|
25.2
|
27.1
|
27.9
|
30.6
|
33.5
|
1000-დან
1500 ლარამდე
|
1.8
|
1.9
|
2.3
|
3.1
|
4.1
|
8.0
|
8.0
|
9.4
|
10.6
|
12.8
|
15.3
|
1500 ლარი
და
მეტი
|
1.1
|
1.1
|
1.5
|
2.1
|
2.7
|
5.4
|
5.4
|
7.7
|
9.2
|
11.0
|
13.9
|
(ცხრილი შედგენილია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით.)
ცხრილი 1-ში მოცემული მონაცემების მიხედვით გავიანგარიშოთ ჯინის კოეფიციენტი
2003 წლისათვის.
ჯინის
კოეფიციენტის
გაანგარიშებისათვის
ჯერ
ვითვლით
მოსახლეობის
რიცხოვნობისა
და
შემოსავლების
ხვედრით
წონებს,
ხოლო
შემდეგ
ხშირადობათა
ნაზრდ
ჯამებს
მოსახლეობის
რიცხოვნობისა
და
შემოსავლების
მიხედვით. ხშირადობათა ნაზრდი ჯამები მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით:ხშირადობათა ნაზრდი ჯამები შემოსავლების მიხედვით:
0.06; 0.25;
0.56; 1.0.
ჯინის
კოეფიციენტს
გავიანგარიშებთ
შემდეგნაირად: შედეგად
ჯინის
კოეფიციენტმა
2003 წელს
შეადგინა
87.8%. 2003-2013 წლებში მოცემული ინდექსის მნიშვნელობები შემდეგია (ცხრილი 2).
0.86; 0.97; 0.99; 1.0.(0.86*0.25)+(0.97*0.56)+(0.99*1.0) – (0.06*0.97)+(0.25*0.99)+(0.56*1.0)] = 0.878.
ცხრილი 2. ჯინის ინდექსი მთლიანი ფულადი და არაფულადი სახსრების მიხედვით საქართველოში, 2003-2013 წლები (
წლები/
მაჩვენებლები
|
2003
|
2004
|
2005
|
2006
|
2007
|
2008
|
2009
|
2010
|
2011
|
2012
|
2013
|
ჯინის ინდექსი
|
0.88
|
0.87
|
0.86
|
0.84
|
0.82
|
0.75
|
0.73
|
0.68
|
0.65
|
0.60
|
0.53
|
( წყარო: საქართველოს მოსახლეობის
შემოსავლების უთანაბრობის სტატისტიკური ანალიზი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
,,გლობალიზაცია და სტატისტიკა“, თბ., 2014)
ჯინის ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა 2003 წელს შეადგენდა,
მისი
ასეთი
კატასტროფულად
მაღალი
მაჩვენებელი
მოსახლეობის
შემოსავლების
დიფერენციაციის
მაღალ
დონეზე
მიუთითებს,
მოსახლეობაში
შემოსავლები
არათანაბრად
არის
გადანაწილებული
და
მაღალ
შემოსავლებსაც
მოსახლეობის
მცირე
ნაწილი
იღებს.
ტენდენცია
დადებითად
იცვლება
მომდევნო
წლებში,
მიუხედავად
იმისა,
რომ
ბოლო
10 წელში
ჯინის
ინდექსი
34.3%-ით
შემცირდა,
ის
მაინც
მაღალი
მაჩვენებელია,
შედეგად
საქართველოში
ჯერ
კიდევ
მაღალია
მოსახლეობის
შემოსავლების
უთანაბრობის
დონე.
საქართველოს სოციალურ
ეკონომიკური სტრატეგია საქართველო 2020-ის ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ჯინის კოეფიციენტის
გაუმობესებაა, თუმცა ოფიციალური მონაცემებით ამ გათვლებისგან განსხვავებით 0,41 ია
და 2020 წლისთვის საპროგნოზოდ 0,35 ამდე უნდა
შემცირდეს. სტრაგეგიაში ვკითხულობთ „საქართველოში სოციალური უზრუნველყოფის ქსელი შეიქმნა
2004 წელს, ხოლო 2006 წლიდან დაინერგა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც
ორიენტირებულია სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის და მოწყვლადი ოჯახების ფინანსურ
დახმარებაზე. ამ სისტემამ შეცვალა მანამდე არსებული დახმარება მარტოხელა პენსიონერების,
ობლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, უსინათლოებისა და მრავალშვილიანი
ოჯახების კატეგორიებისთვის. 2009-2011 წლებში სიღარიბის ფარდობითი მაჩვენებლების შემცირების
მიუხედევად, რომელშიც გარკეული წილი მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემას მიუძღვის,
2011 წლისათვის საქართველოში ოჯახების დაახლოებით მეხუთედი (21.8% და ბავშვთა მოსახლეობის
მეოთხედი (25.2%) კვლავ ფარდობითი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა . აღსანიშნავია,
რომ ჯინის კოეფიციენტი მაღალია და ბოლო ათწლეულის განმავლობაში 0,41 ფარგლებში მერყეობს
.“
საქართველოს საბაზრო ეკონომიკისაკენ გაუაზრებელმა და უსისტემო
სვლამ
მოსახლეობის
შემოსავლებისა
და
დანახარჯების
მკვეთრი
დიფერენციაცია
გამოიწვია,
ქვეყანამ
ვერ
მოახერხა
საბჭოთა
პერიოდის
იდეოლოგიური
ჩარჩოებიდან
დროულად
გათავისუფლება
და
ეფექტიანი
ეკონომიკური
მოდელის
შექმნა,
რამაც
შესაბამისი
უარყოფითი
შედეგებიც
მოიტანა.
ქვეყნის
ეკონომიკური
განვითარება
არ
უნდა
აისახებოდეს
მხოლოდ
მთლიანი
შიდა
პროდუქტის
ზრდაში,
მას
თან
უნდა
ახლდეს
დასაქმების
დონის
მატება,
რაც
მეტ
შემოსავალს
მოუტანს
უკვე
დასაქმებულ
ადამიანებს,
ხოლო
ქვეყანაში
ისეთი
არაშრომითი
შემოსავლების
შემცირება,
რომლებიც
მიღებულია
საზოგადოებაში
დამკვიდრებული
სამართლებრივი,
მორალისა
და
ქცევის
ნორმებიდან
გადახვევით,
განსაზღვრავენ
შემოსავლების
შედარებით
თანაბარ
განაწილებას.
საბაზრო ეკონომიკის
პირობებში შემოსავლების განაწილება მეტისმეტად უთანაბროდ ხდება. მოსახლეობის პრივილეგირებული
ნაწილი მაღალ შემოსავალ იღებს, ხოლო საზოგადოების დიდი ნაწილი კი ღარიბია, ამ კატეგორიაში
შედიან უმუშევრები, პენსიონერები, ინვალიდები და ა.შ. თავის მხრივ სახელმწიფომ თავის
თავზე უნდა აიღოს ამ ადამიანების დახმარება, რომლებიც საარსებო მინიმუმს დაბლა იმყოფებიან.
საბოლოოდ შეგვიძლია
ვთქვათ, რომ საქართველო მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურის მიხედვით განვითარებადი
ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც ხასიათდება მოსახლეობის მაღალი ქონებრივი დიფერენციაციით,
რაც საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების საშუალოზე დაბალ დონეზე მიუთითებს. სახელმწიფოს
ეკონომიკური პოლიტიკა მიზანმიმართული უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან
ერთად გააუმჯობესოს სამეწარმეო გარემო, რაც მეტი სამუშაო ადგილის შექმნას განაპირობებს,
ხოლო რაც უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება, მით უფრო მაღალი იქნება მოსახლეობის შემოსავლების
დონე. თავის მხრივ მთავრობის სოციალური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს დაბალშემოსავლიანი
და სოციალურად დაუცველი ფენების დახმარებისკენ. სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ეფექტიანი
სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა კი განაპირობებს მოსახლეობის შემოსავლების დიფერენციაციის
შემცირებასა და ცხოვრების დონის ზრდას.
No comments:
Post a Comment