ცხოვრების დონე სოციალურ მეცნიერებათა უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა, მასზე ბევრად არის დამოკიდებული საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონე.
საარსებო
მინიმუმის სწორი განსაზღვრა-გაანგარიშება უშუალო კავშირშია საზოგადოების კეთილდღეობისთვის
დასაგეგმ სოციალურ პოლიტიკასთან და ამ კუთხით პირველ რიგში სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული,
როგორც საზოგადოების მინიმალური სოციალური გარანტორი, სახელმწიფომ უნდა შექმნას თავისი
მოქალაქეებისთვის თანაბარი სასტარტო პირობები, რაც მისი მთავარი ფუნქციის სამართლიანობის
გამოხატვას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იმ რეალური
მინიმალური გარანტიებისა, რომლებიც ქმნიან პირობებს არსებობისთვის და განვითარებისთვის.
საქართველოს
სოციალურ ეკონომიკურ სტრატეგიაში- #საქართველო2020 -ის მიხედვით, 2013 წლის მონაცემებით,
მიზნობრივი სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულია 1.7 მილიონამდე
პირი (მოსახლეობის დაახლოებით 40%), მათგან 443 000 პირი იღებს საარსებო შემწეობას.
მიზნობრივი სოციალური დახმარების გადაფარვა მოსახლეობის დაახლოებით 10%-ზე ვრცელდება.
2012 წლის ბიუჯეტში სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი იყო დაახლოებით 141 მლნ.
ლარი (მშპ-ს 0,7%). მიუხედავად განხორციელებული ღონისძიებებისა, მიზნობრივი სოციალური
დახმარების ეფექტიანობის ზრდისთვის, საჭიროა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
შეფასების მეთოდოლოგიის დახვეწა.
2015 წლის 19 იანვარს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრამ გააკეთა განცხადება, რომ მეთოდოლოგია, რომელიც იკვლევს
საარსებო მინიმუმს გადასახედია და შესაბამისად სამინისტრო ამ საკითხზე იწყებს აქტიურ
მუშაობას.
დღეისათვის
საქართველოში მინიმალური სასურსათო კალათის რეკომენდებული შემადგენლობა
შრომისუნარიანი მამაკაცისათვის შეადგენს 2300 კკალორიას დღიური მოხმარებისათვის და
შედგება 40 დასახელების პროდუქციისაგან, მაშინ როდესაც სპეციალისტების აზრით
მინიმუმ 2500 კ.კალ. საჭირო დღიური
მოხმარებისთვის.
აღსანიშნავია მინიმალური სასურსათო კალათის და საარსებო მინიმუმის კვლევა არ არის დამოკიდებული ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობებზე. რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა არ გულისხმობს მყისიერ ცვლილებას სოციალური პაკეტების, საარსებო მინიმუმი ნიშნავს იმ ორიენტირს, რაზეც განვითარებადმა სახელმწიფომ უნდა მოახდინოს სოციალური პოლიტიკის სწორება ეტაპობრივად. ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია კრიტიკულად გავაანალიზოთ საარსებო მინიმუმის კვლევის მეთოდოლოგია.
1997
წლიდან 2003 წლამდე საარსებო მინიმუმი იზრდება და მაქსიმალურ მნიშვნელობას 2003 წელს
აღწევს–130,7 ლარი. მომდევნო, 2004 წელს საარსებო მინიმუმი 1,6-ჯერ შემცირდა, რაც გამოწვეული
იყო სასურსათო კალათაში შემავალი საკვები პროდუქტების ენერგეტიკული ღირებულების შემცირებით.შემდგომში
კვლავ გაიზარდა და 2013 წელს საშუალო საარსებო
მინიმუმი 150ლარის ფარგლებში მერყეობს. აშკარაა,
რომ 2003 დან 2013 წლამდე ინფლაციის ტემპის გათვალისწინებით, საარსებო მინიმუმის ზრდა
გაცილებით დაბალია.
საქართველო
საარსებო მინიმუმის თვალსაზრისით, ლარებში გაანგარიშებით, სამივე მეზობელ ქვეყანას
ჩამორჩება. (ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით სომხეთში 2011 წელს სიღარიბის ზედა
ზღვარმა შეადგინა 164 ლარი (36158 დრამი), რუსეთში
_ 363 ლარი (6369 რუბლი), ხოლო
აზერბაიჯანში _ 228 ლარი (107,2 მანათი)
საარსებო
მინიმუმი გამოითვლება შემდეგი წესით: საარსებო მინიმუმი = მინიმალური სასურსათო კალათა
+ მინიმალური არასასურსათო კალათა. მინიმალური სასურსათო კალათა მოიცავს შემდეგი სახის
პროდუქციას: ხორბლის პური, ხორბლის და სიმინდის ფქვილი, ლობიო, ბრინჯი, ხორცი, თევზი,
ძეხვეული, რძე და რძის ნაწარმი, კვერცხი, ზეთი და სხვ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახური საარსებო მინიმუმს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით,
რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის
ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო
კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის #111/ნ ბრძანების შესაბამისად.
მინიმალური
არასასურსათო კალათა აერთიანებს: ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, ოჯახისათვის აუცილებელ
საყოფაცხოვრებო ნივთებს, პირად ჰიგიენურ ნივთებსა და მომსახურებას, სამედიცინო მომსახურებას,
სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხარჯებს. მინიმალურ არასასურსათო კალათაში შეიძლება
ასევე გავაერთიანოთ გადასახადები და შენატანები, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ
კომუნალურ გადასახდელებს: წყლის, ელექტროენერგიის, გაზის, დასუფთავების, ტელეფონისა
და ინტერნეტის გადასახადი.
საარსებო
მინიმუმის გაანგარიშება შეიძლება შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგი სახითაც: საარსებო
მინიმუმი = მინიმალური სასურსათო კალათა + მინიმალური არასასურსათო კალათა + გადასახადები
და შენატანები.
მინიმალური
სასურსათო კალათა ეწოდება კვების პროდუქტების იმ ნაკრებს, რაც ფიზიოლოგიური ნორმების,
მათი კალორიულობისა და საბაზრო ფასების მიხედვით, მინიმალურად მაინც საჭიროა ადამიანის
ფიზიკური არსებობა განვითარებისა და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. თითოეული
ქვეყნისთვის მოხმარების ფიზიოლოგიურ ნორმებს ანგარიშობს შესაბამისი სამედიცინო, შრომისა
და სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები,
მოცემულ ქვეყანაში ადამიანთა ასაკობრივი, სქესობრივი, ცხოვრების ბუნებრივ-კლიმატური პირობების, ისტორიული ტრადიციების,
კულტურისა და სხვათა გათვალისწინებით.
დღეისათვის
საქართველოში მინიმალური სასურსათო კალათის რეკომენდებული შემადგენლობა შრომისუნარიანი
მამაკაცისათვის ოფიციალურად შეადგენს 2300,0 კკალორიას დღიური მოხმარებისათვის და შედგება
40 დასახელების პროდუქტისაგან.
სიღარიბის
ზღვარის ზევით აწევით ან ქვევით დაწევით ქვეყანაში მდგომარეობა არ იცვლება, ამიტომ
სწორად უნდა განვსაზღვროთ ,,რეალური” საარსებო მინიმუმის დათვლის მიზანი და საჭიროება.
საარსებო მინიმუმი საზომი საშუალებაა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს სიღარიბის დაძლევის
პოლიტიკის წარმართვა, საარსებო მინიმუმის დათვლა კი ზუსტი პოლიტიკის გატარებაში წარმატების
პირველი საფეხურია.
მოცემული
ცხრილის (ცხრილი 1) მიხედვით შრომისუნარიანი მამაკაცის დღიურად მისაღებმა ენერგეტიკულმა
ღირებულებამ შეადგინა 2541.1 კკალორია, ხოლო მისი დამრგვალებით, დღიურ ნორმად შეგვიძლია
მივიჩნიოთ 2500.0 კკალორია.
შრომისუნარიანი
მამაკაცისთვის დღიურად აუცილებელი საკვები პროდუქტების ენერგეტიკული ღირებულება ( ცხრილი
N1)
ასაკობრივი ჯგუფები
|
დღიური ენერგეტიკული ღირებულება (კკალ)
|
შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის წონები
|
ენერგეტიკული რირებულება კკალ
|
14-18
|
2750.89
|
0.070
|
192.1
|
19-59
|
2533.40
|
0.883
|
2237.5
|
60-64
|
2373.27
|
0.047
|
111.5
|
სულ
|
_
|
1.0
|
2541.1
|
კკალორიების ზრდა ამავე დროს მოითხოვს მინიმალური სასურსათო
კალათის შემადგენლობის გადახედვასა და თითოეული საკვები პროდუქტისადმი მისი შესაბამისი
კკალორიის მინიჭებას.
აქამდე არსებულ 40 დასახელების პროდუქტს დაემატა სხვა
პროდუქტები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის დღიური რაციონისთვის. ეს პროდუქტები გავანაწილეთ
შემდეგ გამსხვილებულ სასურსათო ჯგუფებად (ცხრილი 2).
ცხრილი N2. მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობა
|
სურსათის ძირითადი ჯგუფები
|
ენერგეტიკული ღრებულება (კკალ)
|
1.
|
მარცვლეული და მარცვლეულის პროდუქტები (მათ შორის პური და პურპროდუქტები)
|
600,0
|
2.
|
ხორცი და ხორცის პროდუქტები
|
500,0
|
3.
|
თევზი და თევზპროდუქტები
|
250,0
|
4.
|
რძე და რძის ნაწარმი
|
200,0
|
5.
|
ცხოველური და
მცენარეული ცხიმები
|
100,0
|
6.
|
ბოსტნეული
|
200,0
|
7.
|
ხილი
|
450,0
|
8.
|
ტკბილეული
|
50,0
|
9.
|
ალკოჰოლური სასმელი
|
50,0
|
10.
|
სხვა პროდუქტები
|
100,0
|
|
სულ
|
2500,0
|
პროდუქტების ფასების დათვლა სასურველია მოხდეს 8 ქალაქში
რეგიონული ცენტრების მიხედვით. კახეთი _ თელავი, ქვემო ქართლი _ მარნეული, შიდა ქართლი
_ გორი, იმერეთი _ ქუთაისი, სამცხე-ჯავახეთი _ ახალციხე, სამეგრელო _ ზუგდიდი, აჭარა
_ ბათუმი და თბილისი (დედაქალაქი).
დღემდე არსებული მეთოდით ფასები აღებული იყო 5 ქალაქიდან,
ჩვენს შემთხვევაში კი დამატებული გვაქვს 3 ქალაქი, მათი რეგიონული ცენტრების მიხედვით.
რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ ამ სამივე რეგიონს მაღალი ხვედრითი წონები უჭირავთ,
იმაზე მეტიც რაც ფასების გაანგარიშებისას უკვე არსებულ რეგიონებს. დარჩენილი 3 რეგიონი
(გურია, მცხეთა მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი), რომელთაც ყველაზე დაბალი
ხვედრითი წონები უჭირავთ მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში, ჩვენს კვლევაში არ იღებენ
მონაწილეობას.
ცხრილი 3. საქართველოს მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობის
წონები თვითმმართველი ერთეულების მიხედვით, 2013 წელი
|
რეგიონები
|
% საქართველოს მთლიან მოსახლეობასთან
|
1.
|
თბილისი
|
26.1
|
2.
|
იმერეთი
|
15.7
|
3.
|
კახეთი
|
9.0
|
4.
|
აჭარა
|
8.8
|
5.
|
შიდა ქართლი
|
7.0
|
6.
|
ქვემო
ქართლი
|
11.4
|
7.
|
სამეგრელო
|
10.6
|
8.
|
სამცხე
-ჯავახეთი
|
4.8
|
|
გურია
|
3.1
|
|
მცხეთა-მთიანეთი
|
2.4
|
|
რაჭა-ლეჩხუმი
და ქვემო სვანეთი
|
1.0
|
|
სულ
|
100
|
საქართველოში მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულების
მიხედვით საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას გადასასინჯია სასურსათო ხარჯების წილი საარსებო მინიმუმში (70/30). საარსებო მინიმუმში
მინიმალური სასურსათო კალათისა და არასასურსათო ხარჯების წილი (70/30) XX საუკუნის
90-იან წლებში განისაზღვრა და მას შემდეგ ეს მეთოდი გამოიყენება, რაც უკვე მოძველებულია
და თავიდან გადახედვას მოითხოვს, ვინაიდან მცირდება სამომხმარებლო ხარჯებში სურსათზე
გაწეული ხარჯების წილი, ამის დასტურია შემდეგი თანაფარდობები: 1997 წელს სურსათზე გაწეული
ხარჯების წილი სამომხმარებლო ხარჯებში შეადგენდა 53.5%-ს, 1998 წელს _ 55.0%-ს. 2012 წელს კი ეს წილი 32.3%-მდე შემცირდა. თუ
საშუალო მომხმარებლის მიერ სურსათის შეძენაზე გაწეული ხარჯები სამომხმარებლო ხარჯებში
მცირდება, ეს უნდა აისახოს საარსებო მინიმუმში სასურსათო და არასურსათო ხარჯების თანაფარდობაზეც.
კვლევიდან გამომდინარე მინიმალური სასურსათო და მინიმალური არასასურსათო
კალათების პროპორციები უნდა შეიცვალოს 55/45 თანაფარდობით (ნაცვლად 70/30-ისა). მოცემულ
თანაფარდობას ვიღებთ შემდეგი მოსაზრებების გამო:
ა) თუ XX საუკუნის 90-იან წლებში მინიმალურ სამომხმარებლო
კალათაში სასურსათო და არასასურსათო კალათების წილები 70/30-ზე შეადგენდა, ხოლო საშუალო
მომხმარებლის მიერ სურსათზე გაწეული ხარჯების წილი მთლიან სამომხმარებლო კალათაში
53/47-ს შეადგენდა, რომელიც დღეს 32/68-ს შეადგენს, მოცემული თანაფარდობებით კი მინიმალურ
სამომხმარებლო კალათის 49/51 თანაფარდობას ვიღებთ.
70/30 _ 53/47
X _ 32/68
X = 49/51
ბ) ჩატარებული შინამეურნეობების კვლევის შედეგად,
97%-იანი ალბათობითა და 5%-იანი შეცდომის გათვალისწინებით, საშუალოდ, ოჯახში სასურსათო
ხარჯების წილი 50-60%-ის ფარგლებში მერყეობს.
გ) ასევე ანალოგურ თანაფარდობას ვიღებთ მინიმალური სასურსათო
და მინიმალური არასასურსათო კალათების ღირებულებების შედარებისას. საარსებო მინიმუმის
გაანგარიშებისას ვიღებთ სასურსათო და იმიტირებული არასასურსათო კალათებს ღირებულებების
ჯამს. მინიმალურ არასასურსათო კალათას ვუწოდებთ იმიტირებულ არასასურსათო კალათას, რადგან
შეუძლებელია ცალსახად იმ არასასურსათო საქონლის ჩამონათვლის განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია
ადამიანისათვის, ამიტომ არასასურსათო კალათის ღირებულების განსაზღვრისათვის ჩვენ ვიღებთ
ისეთ არასასურსათო საქონელს, რომელიც ყველა შრომისუნარიანი კაცისთვის მინიმალურად არის
აუცილებელი. მაგ; მაისური, შარვალი, ფეხსაცმელი, წინდები, ასევე ისეთი საყოფაცხოვრებო
ნივთები, როგორიცაა: საპონი, სარეცხი საშუალებები, ასანთი, კბილის პასტა, ჯაგრისი და
სხვ. მოცემულ ხარჯებს ემატება ტრანსპორტირებისა და კომუნალური გადასახდელების ხარჯები.
იმიტირებული/არასასურსათო კალათა მოიცავს 5 ძირითად
კომპონენტს :
1.
კომუნალური
და საკომუნიკაციო ხარჯები
2.
პირად
ჰიგიენური და მომსახურების ხარჯები
3.
საყოფაცხოვრებო
ნოვთები
4.
საოჯახო
აფთიაქი
5.
ტანისამოსი
ცხრილი N 4 მინიმალური კომუნალური
და -საკომუნიკაციო უზრუნველმყოფა
მინიმალური კომუნალური და -საკომუნიკაციო უზრუნველმყოფა ერთ თვეზე
და დანახარჯი
|
მინიმალურად აუცილებელი მოცულობა/რაოდენობა 1 თვეში
|
ერთი ერთეულის ფასი
|
1 თვის ღირებულება
|
|
1
|
ცივი წყლის გადასახადი
|
1
|
3.15
|
3.2
|
2
|
დასუფთავების სამსახ.გად.
|
1
|
2.5
|
2.5
|
3
|
ელ.ენერგიის გსდ.
|
99
|
0.095
|
9.4
|
4
|
ბუნებრივი აირი გად. (თხევადი გაზი)
|
16
|
0.457
|
7.3
|
5
|
ტელეფონის სააბონენტო გად.
|
1
|
4
|
4.0
|
6
|
ფიჭური ტელეფონის ხარჯი
|
1
|
5
|
5.0
|
7
|
რეგიონთაშორისო მგზავრობა (ქალაგარეთ)
|
2
|
6
|
12.0
|
8
|
შიდა საქალაქო მგზავრობა
|
40
|
0.5
|
20.0
|
ჯამი
|
63.4
|
ცხრილი N5 მინიმალური პირად- ჰიგიენური ნივთებისა და მომსახურების რაოდენობრივი შემადგენლობა
მინიმალური პირად- ჰიგიენური ნივთებისა და მომსახურების რაოდენობრივი შემადგენლობა შრომისუნარიან მამაკაცზე
|
მინიმალურად აუცილებელი რაოდენობა 1 თვეში (ცალი)
|
ერთი ერთეულის ფასი
|
1 თვის ღირებულება
|
|
1
|
თმის შეჭრა
|
1.000
|
3.00
|
3.00
|
2
|
საპარსი ერჯერადი (საპარსი პირი)
|
3.000
|
0.60
|
1.80
|
3
|
საპარსი ქაფი (3 თვეში 1 ცალი)
|
0.333
|
1.20
|
0.40
|
4
|
პარსვის შემდეგ კრემი (3 თვეში 1 ცალი)
|
0.333
|
1.20
|
0.40
|
5
|
კბილის ჯაგრისი (3 თვეში 1 ცალი)
|
0.333
|
1.20
|
0.40
|
6
|
კბილის პასტა (2 თვეში 1 ცალი)
|
0.500
|
1.20
|
0.60
|
7
|
საპონი (საპირფარეშოს)
|
1.000
|
0.40
|
0.40
|
8
|
შამპუნი (2 თვეში 1 ცალი)
|
0.500
|
2.80
|
1.40
|
9
|
საპირფარეშოს ქაღალდი
|
2.000
|
0.40
|
0.80
|
10
|
ფრჩხილის მაკრატელი (10 თვეში 1 ცალი)
|
0.100
|
1.00
|
0.10
|
11
|
სავარცხელი (12 თვეში 1 ცალი)
|
0.083
|
0.50
|
0.04
|
12
|
ყურის საწმენდი (3 თვეში 100-იანი შეფუთვა)
|
0.333
|
0.80
|
0.27
|
13
|
პირსაწმენდიი (6 თვეში 1 ცალი)
|
0.170
|
3.00
|
0.51
|
ჯამი
|
10.12
|
ცხრილი N 6 საყოფაცხოვრებო ნივთები და საქონელი
მინიმალური რაოდენობა აუცილებელ საყოფაცხოვრებო ნივთებსა და საქონელზე
|
მინიმალურად აუცილებელი რაოდენობა 1 თვეში (ცალი)
|
ერთი ერთეულის ფასი
|
1 თვის ღირებულება
|
|
1
|
სარეცხი საპონი 72% (180 გრ.)
|
1
|
0.7
|
0.7
|
2
|
სინთეზური სარეცხი ფხვნილი
|
1
|
1.40
|
1.4
|
3
|
სინთეზური სარეცხი საშუალება (120 გრ.)
|
1
|
0.70
|
0.7
|
4
|
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი
|
2
|
0.20
|
0.4
|
5
|
ასანთი
|
3
|
0.05
|
0.15
|
6
|
ნათურა (3 თვეში 1 ცალი)
|
0.333
|
0.50
|
0.1665
|
7
|
სანთელი
(3 თვის განმავლობაში 1 ცალი)
|
0.333
|
0.50
|
0.1665
|
8
|
ხელსახოცი სუფრის (100 ცალი) (2 თვეში 1 ცალი)
|
0.5
|
1.00
|
0.5
|
9
|
მაგიდის საწმენდი
|
2
|
0.20
|
0.4
|
10
|
აქანდაზი და ცოცხი, მრავალჯერადი. (18 თვის განმავლობაში 1 ცალი)
|
0.056
|
11.00
|
0.616
|
11
|
იატაკის ჯოხი (18 თვის განმავლობაში 1 ცალი)
|
0.056
|
4.50
|
0.252
|
12
|
იატაკის ჩვარი (3 თვის განმავლობაში 1 ცალი)
|
0.33
|
1.50
|
0.495
|
13
|
საკერავი ნემსი და ძაფი (7 ფერადი 1 კოჭზე) (12 თვის განმავლობაში 1 ცალი)
|
0.083
|
1.10
|
0.0913
|
14
|
ფეხსაცმლის საწმენდი (6 თვის განმავლობაში 1 ცალი)
|
0.17
|
1.00
|
0.17
|
15
|
ფეხსაცმლის კრემი (12 თვის განმავლობაში 1 ცალი)
|
0.083
|
1.00
|
0.083
|
16
|
გაზეთი (ინტერნეტით სარგებლობა)
|
2
|
1.00
|
2
|
17
|
რვეული(40 ფურც.) (6 თვის განმავლობაში 1 ცალი)
|
0.17
|
0.42
|
0.0714
|
18
|
კალამი
(6 თვის განმავლობაში 1 ცალი)
|
0.17
|
0.20
|
0.034
|
19
|
ჭურჭლის სახეხი
|
1
|
1.00
|
1
|
20
|
სარეცხის სამაგრი
(3 თვის განმავლობაში 1 შეკვრა)
|
0.33
|
1.00
|
0.33
|
21
|
ელემენტი კედლის საათის
(6 თვის განმავლობაში 1 ცალი)
|
0.17
|
0.50
|
0.085
|
ჯამი
|
9.81
|
ცხრილი N 7 . საოჯახო აფთიაქი
საოჯახო აფთიაქის აუცილებელი სამედიცინო მედიკამენთების მინიმალური ოდენობა
|
მინიმალურად აუცილებელი რაოდენობა 1 თვეში (ცალი)
|
ერთი ერთეულის ფასი
|
1 თვის ღირებულება
|
|
1
|
თერმომეტრი (24 თვის განმავლობაში 1 ცალი, 1 თვის რაოდენობა)
|
0.042
|
3
|
0.126
|
2
|
წნევის აპარატი (84 თვის განმავლობაში 1 ცალი, 1 თვის რაოდენობა)
|
0.012
|
25
|
0.30
|
3
|
ტკივილ გამაყუჩებელი (ციტრამონი)
|
3
|
0.10
|
0.3
|
4
|
ანტიბიოტიკები (პარაცეტამოლი)
|
0.5
|
0.33
|
0.17
|
5
|
გულის საშუალება (ვალერიანის ნაყენი) (2 თვის განმავლობაში 25 მილ)
|
0.5
|
0.60
|
0.3
|
6
|
წნევის მარეგურილებელი (რაუნატინი) (5 თვის განმავლობაში 10 აბი)
|
0.2
|
0.35
|
0.07
|
7
|
ბრილიანტის მწვანე 1% (12 თვის განმავლობაში 10 მილ)
|
0.083
|
0.3
|
0.0249
|
8
|
წყალბადის ზეჟანგი 3% (12 თვის განმავლობაში 100 მილ.)
|
0.083
|
0.5
|
0.0415
|
9
|
იოდის ხსნარი 5% (12 თვის განმავლობაში 10 მილ)
|
0.083
|
0.5
|
0.04
|
10
|
სამედიცინო სპირტი 90%, . (12 თვის განმავლობაში 50 მილ)
|
0.083
|
0.7
|
0.0581
|
11
|
ბამბა, 90 გრ. (4 თვეში 1 ცალი)
|
0.25
|
0.6
|
0.15
|
12
|
ლეიკოპლასტი
|
3
|
0.2
|
0.6
|
13
|
ბინტი (სტერილური) (6 თვის განმავლობაში 1 ცალი)
|
0.17
|
0.44
|
0.07
|
14
|
ანტისეპტიკური მალამო, 25 მლ. (12 თვის განმავლობაში 1 ცალი)
|
0.083
|
3
|
0.249
|
15
|
ფიზიოლოგიური ხსნარი ( 5 მლ) (2 თვის განმავლობაში 1 ამპულა)
|
0.5
|
0.15
|
0.075
|
16
|
სურდოს საწინამგდებო საშვალება (3 თვის განმავლობაში 8 აბი)
|
0.33
|
1.7
|
0.561
|
ჯამი
|
3.14
|
ცხრილი N 8, ტანისამოსი
ტანისამოსის მინიმალური ნაკრები შრომისუნარიან მამაკაცზე
|
მინიმალურად აუცილებელი რაოდენობა 1 თვეში (ცალი)
|
ერთი ერთეულის ფასი
|
1 თვის ღირებულება
|
|
1
|
ჯინსის შარვალი (სქელი) (6 თვეში 1 ცალი)
|
0.17
|
30
|
5.1
|
2
|
ჯინსი თხელი (6 თვეში 1 ცალი)
|
0.17
|
25
|
4.25
|
3
|
შარვალი (6 თვეში 1 ცალი)
|
0.17
|
25
|
4.25
|
4
|
ზამთრის ფეხსაცმელი (6 თვეში 1 ცალი)
|
0.17
|
50
|
8.5
|
5
|
ფეხსაცმელი
|
0.083
|
45
|
3.735
|
6
|
წინდა (სქელი) (3 თვეში 1 ცალი)
|
0.334
|
2
|
0.668
|
7
|
წინდა
|
1
|
1
|
1
|
8
|
გრძელსახელოიანი პერანგი (6 თვეში 1 ცალი)
|
0.17
|
16
|
2.72
|
9
|
მოკლე სახელოიანი პერანგი (6 თვეში 1 ცალი)
|
0.17
|
14
|
2.38
|
10
|
სვიტრი (6 თვეში 1 ცალი)
|
0.17
|
18
|
3.06
|
11
|
ქურთუკი (6 თვეში 1 ცალი)
|
0.17
|
50
|
8.5
|
12
|
მაისური (6 თვეში 1 ცალი)
|
0.17
|
2.5
|
0.425
|
13
|
მაისური (გრძელმკლავიანი) (6 თვეში 1 ცალი)
|
0.17
|
7
|
1.19
|
14
|
მაიკა (6 თვეში 1 ცალი)
|
0.17
|
1.5
|
0.255
|
15
|
საცვლები (2 თვეში 1 ცალი)
|
0.5
|
4.5
|
2.25
|
16
|
ქამარი (12 თვეში 1 ცალი)
|
0.083
|
5
|
0.415
|
17
|
ქუდი (6 თვეში 1 ცალი)
|
0.17
|
3
|
0.51
|
18
|
ჩუსტები (12 თვეში 1 ცალი)
|
0.083
|
5
|
0.415
|
ჯამი
|
49.623
|
ამ მონაცემებზე დაყრდნობით თბილისის არასასურსათო კალათის
ღირებულება შეადგენს 136,05 ლ [1]
საარსებო მინიმუმის გაანგარიშებაში
ასევე მნიშვნელოვანია მინიმალური სასურსათო პროდუქტების 2 კალათად განხილვა, ვინაიდან
იმ პროდუქტებმა და მათ შორის ხილმა, რომლებიც სეზონურია გავლენა არ მოახდინოს ფასებზე.
ასე მაგალითად; ისეთი ხილი, როგორიცაა მაგალითად საზამთრო შეტანილი იქნას ზაფხულის
სასურსათო კალათაში და ამოღებული იყოს ზამთრის სასურსათო კალათიდან. ამიტომაც მნიშვნელოვანია
სასურსათო კალათა გავყოთ შემდგენაირად: მინიმალური სასურსათო კალათა I (გაზაფხული-ზაფხული)
და მინიმალური სასურსათო კალათა II (შემოდგომა-ზამთარი)
ცხრილი N 9 საარსებო მინიმუმის გაანგარიშება
(სასურსათო კალათა I-ის მიხედვით, გაზაფხული-ზაფხულის
სასურსათო კალათა)
|
პროდუქციის დასახელება
|
დღიური მოხმარება
|
კკალ
|
მინიმალური სასურსათო კალათა I
|
პური და პურ-პროდუქტები
|
270
|
567
|
ბურღულეული
|
100
|
113
|
|
სხვა მარცვლეული
|
50
|
141
|
|
შინაური ცხოველის ხორცი
|
60
|
115
|
|
შინაური ფრინველის ხორცი
|
60
|
100
|
|
ძეხვეული
|
40
|
116
|
|
თევზი
|
100
|
140
|
|
კვერცხი
|
75
|
100
|
|
რძე და რძის ნაწარმი
|
100
|
116
|
|
ცხოველური და მცენარეული ცხიმები
|
15
|
104
|
|
თხილეული
|
35
|
182
|
|
ბოსტნეული
|
400
|
129
|
|
კარტოფილი
|
100
|
130
|
|
სუნელები
|
2
|
_
|
|
საწებლები
|
30
|
30
|
|
ხილი
|
500
|
231
|
|
ტკბილეული
|
40
|
135
|
|
მარილი
|
5
|
_
|
|
უალკოჰოლო სასმელი
|
10
|
1
|
|
ალკოჰოლური სასმელი
|
50
|
50
|
|
სულ
|
_
|
2500
|
|
იმიტირებული არასასურსათო კალათა
|
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
|
||
მინიმალურად აუცილებელი საყოფაცხოვრებო საქონელი
|
|||
სამედიცინო მედიკამენტების (საოჯახო აფთიაქი) მინიმალური ოდენობა
|
|||
აუცილებელი პირადი ჰიგიენური ნივთები და მომსახურება
|
|||
კომუნალური და კომუნალური ხარჯები
|
|||
I
|
სასურსათო კალათა
|
55% მინიმალური სამომხმარებლო კალათის
|
|
II
|
არასასურსათო კალათა
|
45%
მინიმალური სამომხმარებლო კალათის
|
|
III
|
საარსებო მინიმუმი = (I + II)
|
100%
|
ცხრილი N 10 საარსებო მინიმუმის გაანგარიშება სასურსათო კალათა
II-ის მიხედვით
|
პროდუქციის დასახელება
|
დღიური მოხმარება
|
კკალ
|
მინიმალური სასურსათო კალათა II
|
პური და პურ-პროდუქტები
|
270
|
567
|
ბურღულეული
|
100
|
113
|
|
სხვა მარცვლეული
|
50
|
141
|
|
შინაური ცხოველის ხორცი
|
70
|
137
|
|
შინაური ფრინველის ხორცი
|
70
|
122
|
|
ძეხვეული
|
40
|
116
|
|
თევზი
|
100
|
140
|
|
კვერცხი
|
75
|
100
|
|
რძე და რძის ნაწარმი
|
100
|
116
|
|
ცხოველური და მცენარეული ცხიმები
|
15
|
104
|
|
თხილეული
|
35
|
182
|
|
ბოსტნეული
|
210
|
124
|
|
კარტოფილი
|
100
|
130
|
|
სუნელები
|
4
|
_
|
|
საწებლები
|
50
|
50
|
|
ხილი
|
280
|
172
|
|
ტკბილეული
|
40
|
135
|
|
მარილი
|
5
|
_
|
|
უალკოჰოლო სასმელი
|
10
|
1
|
|
ალკოჰოლური სასმელი
|
50
|
50
|
|
სულ
|
_
|
2500
|
|
იმიტირებული არასასურსათო კალათა
|
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
|
||
მინიმალურად აუცილებელი საყოფაცხოვრებო საქონელი
|
|||
სამედიცინო მედიკამენტების (საოჯახო აფთიაქი) მინიმალური ოდენობა
|
|||
აუცილებელი პირადი ჰიგიენური ნივთები და მომსახურება
|
|||
კომუნალური და კომუნალური ხარჯები
|
|||
I
|
სასურსათო კალათა
|
55% მინიმალური სამომხმარებლო კალათის
|
|
II
|
არასასურსათო კალათა
|
45%
მინიმალური სამომხმარებლო კალათის
|
|
III
|
საარსებო მინიმუმი = (I + II)
|
100%
|
საარსებო
მინიმუმის მართებული მეთოდოლოგიით გაანგარიშება მნიშვნელოვანია საქართველოში გასატარებელი
სოციალური პოლიტიკის ორიენტირად, რაც მდგომარეობს შემდეგში: ასახოს ქვეყანაში მოსახლეობის
ცხოვრების დონის ცვლილებები; მიზანმიმართული სოციალური დახმარებისათვის უნდა განისაზღვროს
მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილი ნაწილი (ღარიბი მოსახლეობა); პენსიებისა და შემწეობების
მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის; შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის გათანაბრება
საარსებო მინიმუმთან, ხოლო საარსებო მინიმუმს დაბლა შემოსავლების გადასახადისაგან გათავისუფლება.
[1] აღნიშნული
კვლევა განხორციელდა თბილისის მასშტაბით და იგი არ წარმოადგენს საარსებო მინიმუმის
კვლევის მეთოდოლოგიურ ნაწილს
No comments:
Post a Comment