Thursday, December 10, 2015

სტაბილიზაციის ნიშნები ქართულ ეკონომიკაში - სავალუტო ფონდის დასკვნა

საგარეო შოკების და ლარის გაუფასურების ფონზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქართულ ეკონომიკაში სტაბილიზაციის ნიშნებს ხედავს. 
საერთაშორისო ორგანიზაცია ბოლო ორი კვარტლის მონაცემებს აჯამებს. შედარებით ოტიმისტურია ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ფონდის დასკვნაში წერია, რომ წლის ბოლომდე მაჩვენებელი 2.5 %-ს მიაღწევს, რაც თავდაპირველ მონაცემს მცირედით აჭარბებს. 

თუმცა, ორგანიზაცია გარვეულ რისკებზეც საუბრობს. დასკვნის ერთი ნაწილი ეროვნული ბანკის მუშაობას ეხება. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესო ის მონაკვეთია, რომელიც ცენტრალური ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის უფლების გამიჯვნას და რეზონანსულ კანონს ეხება.
გიორგი ფუტკარაძე გაეცნო მისიის ანგარიშს.
წყარო:

No comments:

Post a Comment