Monday, July 25, 2016

მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება-ტერმინთა განსაზღვრება

პირველად, ტერმინი მწვანე ეკონომიკა გაჟღედა 1972 წელს სტოკჰოლმში UN ის კონფერენციაზე , ხოლო 1980 წელს გამოყენებულ იქნა მსოფლიო კონსერვაციის სტრატეგიის ანგარიშში- რესურსების კონსერვაცია მდგრადი განვითარებისთვის რომელიც ერთობლივად განახორციელესისთ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა  IUCN (International Union for Conservation of Nature)  WWF (World Wildlife Fund)  და UNDP (United Nations Development Programme ) - ეკონომიკურ  ლიტერატურაში  კაპიტალისა და მდგრადი განვითარების ურთიერთკავშირი  1989 წელს  გამოქვეყნებულ  წიგნშიმწვანე ეკონომიკის კონცეფცია”  განიღვრა (Pearce et al. 1989).
ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ვინაიდან იმ პერიოდში ეკონომიკურ ზრდა ამოწურვადი ბუნებრივი კაპიტალის დიდი რაოდენობით ხარჯვა განაპირობებდა,  ამგვარი მიდგომა მომავალში მდგრად განვითარებას  მიუღწეველს ხდიდა. მწვანე ეკონომიკის პრინცპიპების თანახმად, მშპ- გარემოსდაცვით დანაკარგებს უნდა მოიცავდეს, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების დონე ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის. როგორც კონცეფციის ავტორები აღნიშნავენ, კაპიტალი , ეს იქნება ადამიანური, ფიზიკური თუ ბუნებრივი,  განსაზღვრავს მდგარი განვითარებას. მკაცრი კონსერვატორული მიდგომა გულისხმობს, რომ ბუნებრივი კომპონენტი მთლიანი კაპიტალისა უნდა შენარჩუნდეს. ამავდროულად, ეს შეიძლება განიხილებოდეს პრაქტიკულ კონტექსტში, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან ფიზიკური და ადამიანური კაპიტალის განვითარება უნდა შეესაბამებოდეს სხვა ადამიანების მოთხოვნებს. ამასთანავე სხვადასხვა სახის კაპიტალის ფორმირება, როგორიცაა გზები, შენობები და ავტოტრანსოტრტი და ტექნი, ხშირად ითხოვს ბუნებრივი კაპიტალის კონსერვაციას. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები ბუნებრივ კაპიტალსა და სხვა სახის კაპიტალს შორის გარდაუვალია- ხშირად ის არის სწორედ ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება.

როგორც განმარტებიდან ირკვევა, ბუნებრივი კაპიტალი შეიძლება მივიჩნიოთ ეკოსისტემისთვის რის ფაქტორად. მეცნიერი პართა დასგუპტა განმარტავსეკოსისტემა არის კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, როგორც რეპროდუქტიულ კაპიტალზე წვდომაამასთანავე ის კარგავს რეალურ ღირებულებას, თუ ხდება მისი ჭარბად ან არასწორად გამოყენება. მაგრამ ის აღდგენად კაპიტალად შეიძლება მივიჩნიოთ სამი ფაქტორის გამო: ბუნებრივი კაპიტალის გაუფასეურება, ხშირ შემთხვევაში არის გარდაუვალი, ამასთანავე მისი აღდგენისთვის დიდი დროა საჭირო. 2. უმეტეს შემთხვევაში, გამოფიტული ან დარღვეული ეკოსისტემის ჩანაცვლება შეუძლებელია და 3. ეკოსისტემა შეიძლება ჩამოიშალოს მოულოდნელად, ყოველგვარი წინასწარი გათვლების გარეშე.

UNEP ის მიხედვით,  მწვანე ეკონომიკა განსაზღვრავს  ადამიანის კეთილდღეობას და აუჯობესებს მის სოციალური მდგომარეობას, ისე რომ ამცირებს გარემოსდაცვით  რისკებისა და ეკოლოგიური პრობლემებს.  მარტივად რომ ვთქვათ, მწვანე ეკონომიკის პრინციპების დაცვა გულისხმობს,   ნახშიროჟანგის გამომყოფის შემცირებას, რესურსეფექტიანობას და  უზრუნველყოფს  საზოგადოების ჩართულობას. მწვანე ეკონომიკაში, შემოსავლის და დასაქმების ზრდა საზოგადოების მიერ არის განპირობებული, რომელსაც ქმნის კერძო ინვესტიციები. ზრდის  ენერგიასა და რესურსების ეფექტიანობას და თავიდან იცილებს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის დანაკარგს. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიღარიბის შემცირებისა და ღარიბი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის, რომელთა ყველდღიური ყოფა დამოკიდებულია ბუნებრივ რესურსების წარმოებასა და მოხმარებაზე.  მწვანე ეკონომიკის ფორმირების  ძირითადი მიზანია,  შესაძლებელი გახადოს ეკონომიკური განვითარება და ინვესტიცია,  რათა მოხდეს ეკოლოგიური ხარისხის გაუჯობესება და სოციალური ჩართულობა. ეკონომიკური განვითარების მთავარი ინდიკატორი, როგორიც არის მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP)-ის ზრდა, უნდა მოიცავდეს დაბინძურების ხარჯთაღრიცხვას,  რესურსების გამოყენებას, ეკოსისტემაზე ორიენტირებული მომსახურების შემცირებას.  მთავარ გამოწვევად მწვანე ეკონომიკის ფორმირების პროცესში, შეიძლება მივიჩნიოთ, მსოფლიო ეკონომიკაში როგორც მდიდარი, ასევე ღარიბი ქვეყნების კონკურენტუნარიოანობს ზრდა, რომელმაც უნდა შეანელოს  კლიმატის ცვლილების ზრდის ტემპს, ენერგიის გამოყენება და ეკოლოგიური პრობლემები..[1]

საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს კაპიტალის მოხმარების რაოდენობა, იმისათვის რომ გაზარდოს ეკონომიკური აქტივობები და  ცხოვრების დონე. საზოგადოების განსასაზღვრია ასევე დანაზოგები, ანუ რა რაოდენობის ბუნებრივი რესურსის აკუმულირებაა საჭირო მომავლისთვის, რათა  შემდეგი თაობისთვისაც თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს რესურსი.

1987 წელს გარემოსდაცვისა და განვითარების მსოფლიო კომისიამ (World Commission on Environment and Development -WCED)- მიაღწია კონსესუს, რომ მომხდარიყო, მდგრადობის ზუსტი განმარტება და დეფინიცია, რაც გულისხმობს:  მდგრადია განვითარება, რომელიც ისე აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს, რომ არ ზღუდავს მომავალი თაობების შესაძლებლობებისა და მოთხოვნების უგულვებელყოფას.  (WCED 1987). ეკონომისტები ზოგადად ეთანხმებიან მდგრადობის ამ განსაზღვრებას, რადგან ის ადვილად აღქმადია: დღევანდელი კეთილდღეობის ზრდამ არ უნდა გამოიწვიოს ხვალინდელი კეთილდღეობის ზრდის ტემპის შესუსტება. მომავალ თაობებს უნდა ქონდეთ მინიმუმ იგივე დონის ეკონომიკური შესაძლებლობები  - როგორიც ახლანდელ თაობებს. შედეგად, დღევანდელმა ეკონომიკურმა განვითარებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალი თაობების მდგომარეობა დღევანდელთან შედარებით არ გაუარესდეს.





[1] UNEP: “A green economy is one that results in improved human well-being and social equity,while significantly reducing environmental risks and ecological scarcity.” (UNEP, Green Economy Reports: A Preview, 2010, p. 4-5)
o OECD: ”Green growth means fostering economic growth and development while ensuring that natural assets continue to provide the resources and environmental services on which our well-being relies.” (Organisation for Economic Cooperation and Development (OECD),  Towards Green Growth, 2011, p. 9)
o Green Economy Coalition: “An economy that provides better quality of life for all within the ecological limits of the planet” (Green Economy Coalition: http://www.greeneconomycoalition.org

No comments:

Post a Comment