Wednesday, July 20, 2016

მწვანე ეკონომიკის ძირითადი ცხრა პრინციპი:


  1. მწვანე ეკონომიკა ხელს უწყობს   განვითარებას-მდგრადი განვითარების პრინციპი:
  •      ის არის გზა მდგრადი განვითარების მისაღწევად
  •       შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებით აერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებ.
  •      ის ახდე კულტურული და ეთკური ნორმების ინტეგრაციას სამივე ასპექტში.
2.     ის უზრუნველყოფს თანასწორობას- სამართლიანობის პრინციპებ
  • ის უზრუნველყოფს თანასწორობას ქვეყნებსა და  ერებს შორის
  • ის პატივს სცემს  ადამიანის უფლებებსა და კულტურულ განსხვავებულობას
  • ის ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას
  • ის პატივს სცემს ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებას მიწებზე, ტერიტორიებსა თუ რესურსებზე.
3.      ის ქმნის კეთილდღეობას ყველასთვის- ღირსების პრინციპი
  • ის ხელს უწყობს სიღარიბის აღმოფხვრას
  • ის ახდენს ტრადიციული სამუშაო ადგილების ტრანსფორმაციას და ქმნის ახალ მწვანე სამუშაო ადგილებს
  • ის ეხმარება წარმოჩინდეს და განვითარდეს ახალი უნარები და შესაძლებლობები
  • ის განსაზღვრავს ადამინური განვითარების ინდიკატორებს
  • ის უზრუნველყოფს  ისეთი სერვისების ხელმისაწვდომობას, როგორიცაა ჯანმრთელობა, განათლება, სანიტარია და სხვა.  
  • ის იცავს როგორც დასაქმებულთა უფლებებს, ასევე სავაჭრო ორგანიზაციების ინტერესებს

4. ის აუმჯობესებს ბუნებრივ გარემოს- დედამიწას, პლანეტის საზღვრებს  -უსაფღტხოების პრინციპი
  • ის აღიარებს ეკოლოგიურ საზღვრებს და ცდილობს გადაწყვეტილებები, სწორედ ამ საზღვრებში მოექცეს
  • ის განსაზღვრავს გარემოსდაცვით სამართალს
  • ის ხელმისაწვდომს ხდის ახალ ტექნოლოგიებს, მანამ სანამ მათი გამოყენებით მიიღწევა შედეგი
  • ის წარმოაჩენს გარემოსდაცვით სარგებელს გარკვეული ინდიკატორების მეშვეობით
  • ის უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების ოპტიმალურ და რაციონალურ გამოყენებას
  • ის იცავს ბიომრავალფეროვნებას და ახდენს დაბინძურების პრევენციას
  • ის ხელს უწყობს, რომ აღდგეს ბალანსი ეკოლოგიასა და სოციალურ საკითხებს შორის.
5. ჩართულია და მონაწილეობას იღებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში- ჩართულობის პრინციპი
  • ის გამჭირვალე  და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის
  • ის იცავს სახემწიფო  ინტერესებს, როგორც გლობალურ ასევე ადგილობრივ დონეზე
  • ის აფართოებს მოსახლეობის შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მათ სრულ ჩართულობას
  • ის ხელს უწყობს კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბებასა და დაცვას
  • ის ამაღლებს საზოგადოების ცნობიერების დონეს, ავითარებს განათლებასა და ადამიანურ უნარებს
  • ის უზრუნველყოფს ჩართულობასა და მონაწილეობის მიღებას როგორც ახალგაზრდების, ასევე ქალების, ღარიბი და არაკვალიფიციური სამუშაო ძალის, ადგილობრივი თემებისა და მთლიანად მოსახლეობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
6. ის ანგარიშვალდებულია-მმართველობითი პრინციპი
  • ის ახდენს კონსულტაციებს ყველა დაინტერესებული პირებისთვის
  • ის ხელს უწყობს სტანდარტების განვითარებას, რათა გაზომვადი გახდეს  პროგრესი
  • ის ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას
  • ის ხელს უწყობს დემოკრატიას
  • ის პასუხისმგებელია, რომ საერთაშორისო სტანდარტები გათვალისწინებული იყოს ადამიანის უფლებების დაცვისა და გარემოსდაცვით ხელშეკრულებებში
7. ის უზრუნველყოფს ეკონომიკურ, სოციალური და გარემოს  მდგრად განვითარებას- ელასტიურობის პრინციპი
  • ის იცავს სოციალურ და გარემოსდაცვით სისტემების განვითარებას
  • ის ხელს უწყობს ისეთ სისტემურ მიდგომას, როცა ერთმანეთთან ინტეგირებულია სამივე სოციალური ასპექტი, ისე რომ დაცულია კულტურული და ეთიკური ნორმები
  • ის განსაზღვრავს  მწვანე ეკონომიკას განსხვავებული სოციალური, კულტურული და გარემოსდაცვითი კონტექსტის გათვალისწინებით
  • ის აღიარებს ადგილობრივ ცოდნას და ამავდროულად ხელს უწყობს დივერსიფიცირებული განათლების სისტემების ინტეგრირებას
  • ის ავითარებს ადგილობრივ უნარებსა და შესაძლებლობებს

8. ის ავითარებს მდგრად მოხმარებასა და წარმოებას-ეფექტიანობის პრინციპი
  • ის მოიცავს გარემოს დაბინძურების გადასახადებს
  • ის მხარს უჭერს სასიცოცხლო -ციკლის მართვას
  • ის მიისწრაფის ემისიებისა და ნარჩენების ნულოვან დონეზე დაყვანისკენ
  • მისი პრიორიტეტია განახლებადი ენერგია და რესურსები
  • ის მიისწრაფის წარმოებისა და მოხმარების სრულყოფილებისკენ სოციალურ და გარემოსდაცვით ფაქტორების გათვალისწინებით
  • ხელს უწყობს სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ინოვაციებს
  • ის ხელს უწყობს რესურსების ეფექტიანობას
  • ის ხელმისაწვდომს ხდის ინტელექტუალური რესურსის დაცვას

9. ის ახდენს ინვესტირებას მომავალში-პრინციპი მომავალი თაობისთვის
  • ის იცავს ფინანასური სექტორის ხელმისაწვდომობას,  რათა მოხდეს მდგრადი მწვანე ეკონომიკის დივერსიფიცირება
  • ის ხელს უწყობს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებას მოკლე პერიოდში
  • ის არეგულირებს ფინანსურ სექტორს, ზღუდავს სპეკულაციებს და იცავს რეალურ ეკონომიკას .



No comments:

Post a Comment