Monday, August 22, 2016

რა არის საჭირო მდგრადი განვითარებისთვის

რა არის საჭირო მდგრადი განვითარებისთვის
მდგრადი განვითარების პროცესები  სამი ძირითადი ეტაპს მოიცავს:
 1. საჭიროა გარემოს ეკოლოგიური შეფასების გაუმჯობესება  და შესაბამისი პოლიტიკის ანალიზი, იმისათვის რომ შეფასდეს მთლიანი ღირებულება და შესაბამისად სარგებელი
ეკოლოგიური შეფასება და  ბუნებრივი კაპიტალის აღრიცხვა უნდა იყოს სრულად ინტეგრირებული ეკონომიკური განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის  დოკუმენტში.


მთავარი საერთაშორისო კვლევითი ნაშრომი მომზადდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის „ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკა“ (TEEB) მიერ, რომელიც   ასახავს, თუ როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული ეკოლოგიური და ეკონომიკური კვლევები ეკოპროდუქტებისა და სერვისების ღირებულების დასადგენად, რამდენადაც ღირებულების განსაზღვრა მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემუშავების დროს (Sukhdev 2008; TEEB 2010).

მეორე ეტაპზე, გარემოს დეგრადაციის გასაკონტროლებლად პოლიტიკა მოითხოვს იმპლემენტაციას, წახალისებებას, შესაბამისი ინსტიტუტების  ჩართვას, ინვესტიციებსა და ინფრასტრუქტურას.  ბუნებრივი კაპიტალის გამოყენების შესაძლებლობების განსასაზღვრად ეკონომიკური განვითარებისთვის, სწორი და ზუსტი ინფორმაცია და შეფასება გარემოს, ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ, კერძო სექტორისა და საზოგადოების მიერ სწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.  ასევე მნიშვნელოვანია საკუთრების უფლებების წახალისება, კარგი მმართველობა და მხარდაჭერა, რადგან  არაეფექტიანი მმართველობა, კორუფცია და  ანგარიშვალდებულების  არარსებობა  მრავალ ქვეყანაში იწვევს გარემოს დეგრადაციას.

სახელმწიფოსათვის დადებითი ფაქტორია  უზრუნველყოს შესაბამისი და ეფექტიანი ინფრასტრუქტურა საზოგადოებრივი ინვესტიციების გზით,  ეკოსისტემის დაცვა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, წამახალისებელი მექანიზმების შექმნა, როგორებიცაა ეკოსისტემის სერვისებისთვის გადასახადის დაწესება, ტყის განაშენიანების ტექნიკისა და ცოდნის საჭიროებების გზით ეკოსისტემის აღდგენისა და ნახშირბადის მოხმარების შემცირების ხელშეწყობა.

მესამე ეტაპია გარემოს დეგრადაციის პროცესი, მიწის გარდაქმნა და კლიმატის ცლილების გლობალური ეფექტი, ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნება, ეკოსისტემის, საქონლისა  და სერვისების მოქნილობა.  ჯანმრთელობის დაცვა და შესაბამისად გარემოს ზემოქმედების ანალიზი ადამიანთა სიცოცხლისუნარიანობაზე.

გარემოსდაცვით მეცნიერებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკოლოგები და ეკონომისტები ვალდებულნი იქნებიან სხვადასხვა მიმართულებით გაუწიონ მონიტორინგი გარემოს ზემოქმედებას და მის გავლენას სისტემაზე . (MEA 2005; Polasky and Segerson 2009).

საბოლოოდ, მწვანე ეკონომიკისკენ სწრაფვა უნდა გახდეს ეკონომიკური სტრატეგიის დღის წესრიგის ნაწილი, შემდგომში მდგრადობის მისაღწევად.


მწვანე ეკონომიკა აღიარებს, რომ მდგრადი განვითარება გარემოზე გავლენის შემცირებასთან ერთად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, რაც მოიცავს გლობალურ მასშტაბში კლიმატის ცვლილების ენერგიის მოხმარების  და ეკოლოგიური კატასტროფების დონის შემცირებას . როგორც ასეთი მწვანე ეკონომიკა ორიენტირებული გარემოსდაცვითი პრობლემების შემცირებაზე. მან ასევე უნდა დააკავშიროს მდგრადი განვითარება თაობათა თანასწორუფლებიანობასა და სიღარიბის აღმოფხვრასთან.

No comments:

Post a Comment