Tuesday, July 18, 2017

ქალაქების როლი კლიმატის ცვლილების პროცესში

ქალაქებსა და ურბანულ არეალს აქვს დღეს მნიშვნელოვანი როლი დაკისრებული, გლობალური კლიმატის ცვლილების პროცესში დეკარბონიზაციის გამოწვევებს უპასუხონ. მსოფლიო მასშტაბით ქალაქები საოცარი სისწრაფით ვითარდება. თუ 1990 წლისთვის მოსახლეობის მხოლოდ  13 %  ცხოვრობდა ქალაქში, 2015 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა 50 % აღწევს. ქალაქების ზრდასთან ერთად, ბუნებრივია მათ წინაშე მდგარი გამოწვევებიც იზრდება, როგორიცაა  ურბანიზაცია, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მდგრადი განვითარებისთვის,ისევე როგორც სოციალური წნეხი, ჰაერის დაბინძურება, ნარჩენები  და ენერგიისა და რესურსების არაეფექტიანი მოხმარება. 


ეს ნიშნავს რომ ქალაქებს წამყვანი როლი უჭირავთ სწორედ ცლიმატის ცვლილებასა და გარემოს დეგრადაციის პროცესში. დღეს დღეობით  დაახლოებით  მსოფლიოში ენერგიის მოხმარებისა და  ნახშიროჟანგის ემისიების 70 % სწორედ ქალაქებსა და ურბანულ არეალებზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქების მასშტაბების ზრდის შედეგად ვიღებთ კომპლექსურ გამოწვევებს, ამასთანავე ის საფუძველს უყრის მთელ რიგ შესაძლებლობებს. ქალაქები არის შემოქმედებითობისა და ტექნოლოგიური თუ სოციალური ინოვაციების ძირითადი  ცენტრები. ამასთანავე, მათ აქვთ უნარი პროაქტიულად უპასუხონ კლიმატის ცვილებებს და არის შემთხვევები, როდესაც ქალაქების მდგრადი განვითარების გეგმა გაცილებით უფრო პროგრესულია და პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, ვიდრე ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკა. მაგალითისთვის ადგილობრივი ინიციატივებისა შეიძლება მოვიყვანოთ აკრძალვა  არამდგრადი და არაეკოლოგიური ავტომანქანების გარკვეულ ადგილებში და საზოგადო სუფთა ტრანსპორტის მხარდაჭერა, ველობილიკების პრიორიტიზაცია, მდგრადი და ინოვაციური მშენებლობების მხარდაჭერა, მწვანე საფარის განვითარება, ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა და ინვესტიციები განახლებად ენერგიებში.
იმისათვის რომ მოხდეს მდგრადი განვითარებისთვის პროგრამებისა და სტრატეგიის/ სამოქმედო გეგმისტრანსფორმაცია, საჭიროა ადგილობრივმა მმართველობამ/ მთავრობამ აქცენტები გააკეთოს ისეთ საკითხებზე, რომლებიც მიმართული იქნება სათბური აირების გამოყოფის შემცირებისკენ, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება - ისე რომ  მოხდეს დანაკარგების შემცირება, რაც მისაღწევია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით,  ამასთანავე დაცული უნდა იყოს ბიომრავალფეროვნება, მოხდეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ინოვაციებისკენაა მიმართული და  უზრუნველყოფს ინკლუზიურ მდგრად განვითარებას. ისმევა მთავარი კითხვა, რამდენად არის მზად ქალაქი  ასეთი ტრანსფორმაციითვის  რათა გახდეს და შეუერთდეს წარმატებულ სუფთა ქალაქების რიცხვს?
მეორე მხრივ შესაძლებელია  მოხდეს ქალაქებში ახალი სივრცეების ათვისება, ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ორგანიზაციები, რომლებიც იქნებიან შუამავლები და მოახდენენ ერთ სივრცეში საზოგადოების, მმართველობის, ბიზნესის მოხვედრას რათა გათვალისწინებული იყოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი  საკითხები და მიღწეულ იქნას შეთანხმებული გადაწყვეტილება ურბანული დაგეგმარების კუთხით.
მდგრადობის მისაღწევად გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება სათბური აირების შემცირებას ან კლიმატის ცვლილებას, თუ ის ამავდროულად არაა მიბმული ურბანულ განვითარებასა და სოციალური კეთილდღეობის ზრდასთან, არ ჩაითვლება წარმატებულ  ქმედებად.  აუცილებელია საზოგადოების, გარემოს და ეკონომიკური ინტერესების თანხვედრა  და გაუმჯობესება, მდგრადი განვითარებისთვის.


No comments:

Post a Comment