Saturday, June 2, 2018

უმთავრესი პრობლემა არა დასაქმებაშია, არამედ დაბალ შემოსავლებში"

31 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ქეთევან კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი და ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის დოქტორი. მათ ილაპარაკეს "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგების სოციალურ-ეკონომიკური ნაწილი, სადაც საზოგადოება პასუხობს კითხვებს:
ბოლო 12 თვის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში გაუმჯობესდა, არ შეცვლილა, თუ გაუარესდა? ბოლო 12 თვის განმავლობაში როგორ შეიცვალა ოჯახის ფინანსური მდგომარეობა? რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები საქართველოსთვის? ყველაზე მეტად რა გაღელვებთ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით? გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში მცირედით ან მნიშვნელოვნად გაუარესდა. გამოკითხულთა 49% თვლის, რომ მცირედით, ან მნიშვნელოვნად გაუარესდა მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემათა შორის პირველ ადგილზე სახელდება უმუშევრობა, ეკონომიკა, ტერიტორიული მთლიანობა და სოციალური პრობლემები. ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით გამოკითხულ ადამიანებს ყველაზე მეტად აღელვებთ ომის საფრთხე, ტერიტორიების დაკარგვის პროცესი, ეკონომიკა, რუსეთის აგრესია და მიგრაცია. ამავე დროს "საქსტატმა" გამოაქვეყნა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება 2018 წლის პირველი კვარტლისთვის. "დილის საუბრების" სტუმრებმა განმარტეს რა განაპირობებს დიდ სხვაობას საზოგადოებრივი აზრის კვლევებითა და ოფიციალური სტატისტიკით აღწერილ რეალობებს შორის. მათ ილაპარაკეს აგრეთვე მთავრობის მიერ რეალური პრობლემების აღქმის ხარისხსა და მის მოვალეობებზე.

გადაცემის სანახავად გახსენით ბმული
წყარო: რადიო თავისუფლება

No comments:

Post a Comment