Friday, June 23, 2017

უმუშევრობა - ცვლადი სტატისტიკა, უცვლელი პრიორიტეტი

უმუშევრობა რჩება საქართველოს მოსახლეობის უმთავრეს პრობლემად. ამას ადასტურებს აშშ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ბოლო (NDI) გამოკვლევებიც. გასული წლის ნოემბრის გამოკვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი პირველ რიგში ასახელებს „სამუშაო ადგილებს“. მიმდინარე წლის აპრილში გამოკითხულთა 63%-მა თქვა, რომ თავს დასაქმებულად არ თვლის.
„საქსტატის“ მონაცემებით კი, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 2016 წელს 11,8%-ით განისაზღვრა, რითაც 0,2%-ით შემცირდა გასული წლის უმუშევრობის მაჩვენებელი. როგორ აფასებენ უმუშევრობის დონეს, საკითხის სიმწვავესა და ხელისუფლების ნაბიჯებს ეკონომისტები? ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში სასაუბროდ მიიწვია ქეთევან კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი და ოთარ ანგურიძე, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.




No comments:

Post a Comment