Monday, August 28, 2017

უძრავი ქონების ბაზრის მოკლე მიმოხილვა (2017 წლის პირველი ნახევარი)

1.06.2017 მდგომარეობით  საქართველოში სულ რეგისტრირებულია 16140  სამშენებლო კომპანია, მათ შორის აქტიურია მხოლოდ  6258,  ხოლო 2016  წლის მონაცემებით სულ აქტიური იყო 5985, საიდანაც მცირე კომპანიების რაოდენობა შეადგენდა 95,6 %, საშუალო 3,7 % და მსხვილი 0,6 %. ამ კომპანიების ხვედრითი წილი  მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 8,3 % ( 2016 წლის მონაცემებით), 2016 წელს მშენებლობის დარგის დამატებული ღირებულება - 2,4 მილიარდი ლარს შეადგენდა.

საგულისხმოა, რომ სამშნებელო სექტორი  ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და ამავდროულად მომგებიან საქმიანობად ითვლება საქართველოში, რასაც ისიც მოწმობს, რომ მშპ-ში მისი ხვედრითი წილი თითქმის იზრდება  და თუ ის 2008 წელს  % შეადგენდა,  2017 წლის  წინასწარი მონაცემებით  9.6 % იქნება.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სამშენებლო კომპანიების ბრუნვამ შეადგინა 5,6 მილიარდი ლარი, საიდანაც, მსხვილი კომპანიების წილი 44,6%  (დაახლოებით, 2,5 მლ.ლარი) საშუალო კომპანიების 28,6 % ( 1.6 მლ.ლ)  ხოლო მცირე სამშენებლო კომპანიებმის წილი საერთო ბრუნვაში, 26,8 %. 
2014 წელს მშენებლობის ბრუნვის მოცულობა 4027.6 მლნ. ლარი დან 2016 წელს 5828.2 მლნ, ლარამდე გაიზარდა, ხოლო  2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 1177.9 მლნ, ლარს შეადგენს. სადაც  დაახლოებით 41 %  საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობაზე მოდის.
2016 წელს  გაცემულია  11 031 ნებართვა  - 5,8 მლნ  მ² ფართობის შენებლობასა და რეკონსტრუქციაზე, ხოლო 2016 წელს მშენებლობით დამთავრდა 2,5 მლნ მ² მოცულობის  2884 ობიექტი.
2016 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა  10,2% მოდის სამშენებლო სექტორში, სადაც საშუალო ხელფასი  2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით  1,511  ლარია, ხოლო ზოგადად ბიზნეს სექტორის საშუალო ხელფასი შეადგენს 1,024  ლარს.
მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების განაწილება წლების  მიხედვით (მილიონი ლარი) ქონების გაყიდვიდან  2011 წლიდან  2016 წლამდე 16.1. მლნ. ლარიდან შემცირდა  8.2. მილიონ ლარამდე, სამაგიეროდ , გაზრდილია ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები: 5.5  მილნ. ლარიდან გახდა 10.3 მილიონი ლარი.
სამშენებლო სექტორის ბაზრის ყველაზე დიდი ნაწილი საცხოვრებელი და კომერვიული ფართების მშენებლობას უჭირავს, 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით  ის 6,1 % ით გაიზარდა და ყველაზე დიდი წილი თბილისს უჭირავს. მეორე ადგილზეა ბათუმი, სადაც 1  კვ. მეტრი  ფართობი 720 აშშ, დოლარი ღირს, რაც ორჯერ ძვირია ვიდრე ანალოგიური ფართი ქუთაისში ( საშუალო ფასით 345 $.
შესრულებული ტრანსაქციების რაოდენობით თბილისში 2015-2016 წელს 19,2 % დაფიქსირდა ვაკის რაიონში, მას მოსდევს საბურთალო 18.8 % ხოლო 3,8% უკავია ჩუღურეთს.
ჩვენს მიერ გაკეთებული გამოკითხვით გაირკვა, რომ ყველაზე მოთხოვნადი  არის საცხოვრებელი ფართი (გამოკითხულთა 39%) და ამავდროულად 64 % თვლის, რომ ინვესტირებას მოახდენდა თბილისში, მხოლოდ  14,2  % იყიდდა ფართს საზღვაო კურორტებზე და 13,8 % მთის კურორტებს ანიჭებს უპირატესობას.
ეკონომ-კლასის საცხოვრებელ ბინები ყველაზე გაყიდვადია და ამავდროულად მყიდველთა უმრავლესობა  თეთრ კარკასს ანიჭებს უპირატესობას, მათთვის მთავარია წყნარი გარემო, გამწვანებული ეზო და ადგილმდებარეობა, ვიდრე იპოთეკის პირობები ან/და  პრესტიჟული ან ცენტრალური უბანი.



No comments:

Post a Comment