Tuesday, July 31, 2018

ხელისუფლებამ ქონება გამოიტანოს და ავიღოთ უფასოდ"

31 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ქეთევან კრიალაშვილი, "ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი და მათე გარდავა, "ეკონომიკის ტრანსფორმაციის ცენტრის" თანადამფუძნებელი. "დილის საუბრების" სტუმრები არიან აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის - "გახდი მესაკუთრე" წევრები. მათ ილაპარაკეს სახელმწიფო ქონების განკერძოების იდეაზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ქონების წილის უფასოდ (სპეციალურად გაცემული საინვესტიციო ფულის - "ინვესტის" სანაცვლოდ)
მიღების შესაძლებლობას. მათე გარდავა და ქეთევან კრიალაშვილი განმარტავენ, რომ სახელმწიფომ ყველა მოქალაქეს ყოველ თვეში უნდა მისცეს 1000 "ინვესტი" და ნებისმიერი ქონება, რომელსაც სახელმწიფო გამოიტანს აუქციონზე, მხოლოდ "ინვესტზე" გაიყიდოს. ეს პროცესი ("ინვესტების" დარიგების და პრივატიზაციის) უნდა გაგრძელდეს ვიდრე სახელმწიფოს ხელში არსებული ქონება სრულად არ განკერძოვდება. რაც შეეხება უცხოელ ინვესტორს, მათე გარდავა განმარტავს, რომ ამისთვის მათ მოუწევთ "ინვესტების" შეძენა საქართველოს მოქალაქეებისგან. საინიციატივო ჯგუფის -"გახდი მესაკუთრე" წევრებმა მოამზადეს პეტიციის ტექსტი, რომელიც სექტემბერში დაიდება ინტერნეტში და დაიწყება ელექტრონული გზით ხელმოწერების შეგროვება იმისათვის, რომ ხელისუფლებამ განიხილოს იდეა სახელმწიფო ქონების განკერძოების ეს მოდელი. ქეთევან კრიალაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების მოქალაქეების საკუთრებაში გადასვლის ეფექტიანი პროცესის გარეშე შეუძლებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება. "დილის საუბრების" სტუმრებმა ილაპარაკეს აგრეთვე წლებისწინანდელი ვაუჩერიზაციის პროცესის წარუმატებლობის მიზეზებზე.

გადაცემის სანახავად მიყევით ბმულს

No comments:

Post a Comment