Saturday, December 1, 2018

რას გულისხმობს "გახდი მესაკუთრე?



👉👉👉შეუერთდით! ხელი მოაწერეთ პეტიციას! https://bit.ly/2IEDLMd ☝☝☝ საქართველოს ყოველი მოქალაქე ქვეყნის რეალურ მესაკუთრედ უნდა ვაქციოთ:
- რათა გამოსწორდეს საქართველოს მოქალაქეთა მატერიალური და ფინანსური მდგომარეობა; - რათა მოქალაქეებს და ქვეყანას ხელი აღარ შეეშალოთ თავიანთი სიმდიდრის ოპერატიულად მოხმარებასა და შემდგომ გამდიდრებაში; - რათა ეკონომიკურად გაცოცხლდეს განადგურების პირას მისული, არარენტაბელურად, ხალხისა და ქვეყნისთვის უსარგებლოდ გამოყენებული ან სრულებით გამოუყენებელი ქონება; - რათა შეწყდეს, „უფასო“ სახელმწიფო ქონების გამო, კერძო საკუთრებაში უკვე არსებული მატერიალური აქტივების გაუფასურება და მოხდეს მათი საინვესტიციო მიმზიდველობის მკვეთრი ზრდა; - რათა შეწყდეს ერთეულების გამდიდრება სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხარჯზე და მაქსიმალურად აღმოიფხვრას შესაბამისად მოქმედი და შესაძლო კორუფციული რისკები; - რათა ადმინისტრაციული, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მდგომარეობის ან ფინანსური სიძლიერის მქონე სუბიექტებს აღარასდროს შეეძლოთ საზოგადოების დაუკითხავად და მისი ნების გარეშე საერთო სიმდიდრიდან რამის მითვისება; - რათა მოხდეს „ბოლშევიკების“ მიერ ნაციონალიზებული და მოქმედი მთავრობების ხელში დღემდე უფასოდ შენარჩუნებული გიგანტური ქონების და შესაბამისი ძალაუფლების ასევე უფასოდ დაბრუნება უშუალოდ მოქალაქეთა ხელში - შეძლებისდაგვარად თანაბარი გადანაწილებით; - რათა საქართველოს ყოველ მოქალაქეს გაუჩნდეს შესაძლებლობა, პირადი ფინანსური უზრუნველყოფითა და პასუხისმგებლობით, სახელმწიფოს სახსრების დაუხმარებლად, გამოავლინოს მრავალფეროვანი სამეწარმეო ინიციატივები. მ ო ვ ი თ ხ ო ვ თ : 1. საქართველოს ყოველ მოქალაქეზე ყოველთვიურად გაიცეს 1000 ერთეული სპეციალური საინვესტიციო ფული - „ინვესტი“; 2. ნებისმიერი ქონება, რომელიც სახელმწიფოს მიერ გასაყიდად იქნება გამოტანილი, გაყიდულ იქნეს მხოლოდ ინვესტებზე, ღია, საყოველთაო ელექტრონულ აუქციონებზე, ლოტების ან აქციების სახით. მეგობრებო, პეტიცია გააქტიურებულია და შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ ელექტრონულად: https://bit.ly/2IEDLMd #გახდიმესაკუთრე

No comments:

Post a Comment