Saturday, December 1, 2018

საჯარო დებატები თემაზე- „ბუნებრივი რესურსების კერძო საკუთრება „

უკვე მეოთხე თვეა, რაც სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა კამპანია “გახდი მესაკუთრე” წამოიწყო. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდ თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისისა და საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით , ასევე ახალი ეკონომიკური სკოლის მხარდაჭერით 21 ნოემბერს საჯარო დებატები თემაზე – „ბუნებრივი რესურსების კერძო საკუთრება „ გაიმართა .

დებატების ფარგლებში განიხილეს  ისეთი ძირეული საკითხები, როგორიცაა მდგრადი რესურსების მართვის სამთავრობო გეგმები, ასევე კერძო საკუთრების შეფასება გაერთიანებული სამეფოსა და ჩილეს მაგალითზე. მომხსენებლებმა პასუხი გასცეს კითხვებს – თუ რატომ არ მუშაობს რესურსების მართვის არსებული მოდელი და ასევე გამოყვეს პრივატიზაციის ძლიერი მხარეები.  პროგრამის მიხედვით დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარდგნენ გია ჯანდიერი- აესკოს ვიცე -პრეზიდენტი, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი, ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე და მეცნიერებათა დოქტორი რამაზ გერლიანი.
დებატების ბოლოს პასუხები გაეცა დამსწრე საზოგადოების კითხვებს.
დებატებში ერთერთი მომხსენებლი გახლდათ ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან კრიალაშვილი . მან თბილისი თაიმსთან შეაფასა დებატების მნიშვნელობა და ასევე განსახილველი საკითხის აქტუალობაზეც გაამახვილა ყურადღება .
„ გახდი მესაკუთრის“ პლადფორმის მთავარი მიზანი არის სახელმწიფო ქონების კერძო მფლობელობაში გადასვლის ხელის შეწყობა. მაგრამ როგორ უნდა განხორციელდეს ეს , სწორედ ეს არის მეორე გზა.
ჩვენმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ  დაიწყო ეს პროცესები და უკვე 30 წელია პრივატიზაცია მიმდინარეობს, თუმცა 30 %-ზე მეტის პრივატიზება ვერ მოხერხდა და ამ ტემპით თუ გავაგრძელებთ კიდევ ასი წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ დომინიერბადი კერძო სექტორი მივიღოთ.  ეს საკმაოდ დიდი დროის დანაკარგია.
შეხვედრა ეხებოდა არა ზოგადად სახელმწიფო რესურსების, არამედ წიაღის რეფორმას. ამ რეფორმაზე მუშაობს სახელმწიფოც, მაგრამ მისი ძირითადი მიმართულება არის ლიცენზირების ტექნიკის დახვეწა, რომელიც თავისთავად საჭიროა და მოძველებული მეთოდებით აღარ უნდა მოხდეს ლიცენზიის გაცემა, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით სახელმწიფოს, რომ ის უნდა იყოს მარეგულირებელი, უნდა ჰქონდეს მას მონიტორინგის ფუნქცია,რასაც ნებართვების და ლიცენზიების გაცემით ის ისედაც ახერხებს.
იმისთვის რომ აქტივი, რომელიც დღეს გაჩერებულია და არ იძლევა ეკონომიკურ სარგებელს , მანამ სანამ არ მოხდება მისი ლიცენზირება, აუცილებელია არსებული ბუნებრივი რესურსის კერძო საკუთრებაში გადასვლა. ამ შემთხვევაში სულაც რომ არ ხდებოდეს რესურსის დამუშავება და მოხმარება, ის მაინც ღირებულების მატარებელია და სარგებელის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს.
სწორედ ამიტომაც გვინდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით აქტიურად ვითანამშრომლოთ სახელმწიფოსთან და დავანახოთ მას, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის და ამასთანავე საჭიროა  , რომ სახელმწიფომ უარი თქვას ბუნებრივი რესურსების ფლობაზე. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, ადამიანი არის კონკრეტული მიწის მფლობელი, თუ ამ მიწაზე აღმოჩნდა რამე ტიპის ბუნებრივი რესურსი, ამ შემთხვევაში მისი მესაკუთრე არის სახელმწიფო. ანუ ერთ ტერიტორიაზე გვაქვს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ტიპის მესაკუთრე. ანუ ორი ტიპის მესაკუთრის ინტერესები იკვეთება, რაც დაუშვებელია და ვემხრობით, რომ კერძო მესაკუთრე იყოს დომინანტი.
დებატები ახალი ეკონომიკური სკოლა- საქართველოს ორგანიზებით გაიმართა, მხარი დაუჭირა მას ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა, ასევე „გახდი მესაკუთრეს „ ჯგუფმა და ეკონომიკრუი განვითარებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრმა. ეს იყო პირველი მუშა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა სახელმწიფო სექტორის, ასევე ბიზნეს სექტორისა და სალიცენზიო ჯგუფის წარმომადგენლები. დისკუსიის შემდეგ ისინი დაეთანხმნენ ჩვენ პოზიციას და მოხდა აზრთა შეჯერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თემის სიღრმისეულად გასაანალიზებლად . 

წყარო: http://www.ttimes.ge/archives/96987?fbclid=IwAR1ijZGxcJgZurTs-tIDTRvM-ver0R-R2XJlL0c6GaVL7JysAUkm0jLrAIo 

No comments:

Post a Comment