Tuesday, December 2, 2014

სტუდენტები "საქართველო 2020"-ზე

,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს: "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)". პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო - 2020"-თან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვების პროცესში.

პროექტის ერთერთი კომპონენტია ინტერნერტ სივრცის აქტიურ მომხმარებელთა ჩართულობა, აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, ქეთევან კრიალაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელებთან მოეწყო შეხვედრა, სადაც სტუდენტებმა თავიანთ შეხედულებები დააფიქსირეს სტრატეგიასთან დაკავშირებით. 

მარიამ კასრაძე: „სიმართლე გითხრათ, ცოტა დაბნეული ვარ, რადგან ზუსტად არ ვიცი ჩემი მწირი ეკონომიკური ცოდნით როგორ შევძლებ „საქართველო 2020“-ის შეფასებას , თუმცა შევეცდები ჩემი, როგორც დამწყები ეკონომისტის, სუბიექტური აზრი გამოვთქვა. მივესალმები იმ ფაქტს, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას 2020 წლისათვის. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამინისტრო შეუსაბამებს თავის საქმიანობას,მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ამ საქმიანობამ დადებითი გავლენა მოახდინოს, გააუმჯობესოს თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი ვრცელი გვეჩვენება, ჩემი აზრით, ეს არის ზოგადი ფორმის, სამომავლო მიზნების ამსახველი გეგმა, აქ ვერ შევხვდებით რაიმე კონკრეტულ გზებს, საშუალებებს, რისი საშუალებითაც ეს ყველაფერი განხორციელდება, ამიტომ ვთვლი, რომ აუცილებელია საკითხისადმი კრიტიკული მიდგომა და თითოეული ჩვენგანის აქტივობა, რათა მთელმა ერმა გააცნობიეროს „საქართველო 2020“-ის აუცილებლობის იდეა და ერთად მივიდეს იმ უკეთეს მდგომარეობამდე, რომელსაც ეს გეგმა გვპირდება. აგრეთვე უნდა ვიცოდეთ, როგორ აღიქვამს მთავრობა არსებულ წინაღობებს და რამდენად არის გათვალისწინებული თითოეული ადამიანის (ადამიანტა ჯგუფის) ინტერესები. 
სამყარო და ის ფაქტოები, რომლებისკენაც საქართველო ისწარფვის: სამართლიანობა, თავისუფლება, კეთილდღეობა და სოციალური სამართლიანობა, არის იდეალური სამყარო. მოცემული სამი ძირითადი პრიორიტეტი: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ადამიაური კაპიტალის განვითარება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა განავითარებს ქვეყანას არამარტო ეკონომიკის დარგში, რადგან ერის სულიერი და კულტურული მოღვაწეობის სფერობიც ძირითადად აქედან გამომდინარეობს, ამ მხრივ ქვეყნის წინსვლა კი მსოფლიო ასპარეზზე წინ წაწევის საშუალებაა. ჩემი აზრით, დიდი ყურადრება უნდა მიექცეს ამ პროექტს ხალხის მხრიდან, საზოგადოება სრულად უნდა იყოს ინფორმირებული მიმდინარე პროცესების შესახებ, რათა შეძლოს ისეთი გარემოს შექმნა 2020 წლისთვის, რომელზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავდით რამდენიმე წლის წინ.

გიორგი ალავიძე: მე ვფიქრობ, რომ ეს სტრატეგია მართლაც შეიძლება გახდეს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის წყარო. მაგრამ აუცილებელია გამოიკვეთოს კონკრეტული მიზნები, თუ რას გააკეთებს მთავრობა, რათა საზოგადოებამ ირწმუნოს ამ სტრატეგიის რეალურობა. ასევე, ყოველი დასახული გეგმის განხორციელებისას აუცილებელია მოსახლეობის ინტერესების დაცვა. მაგალითად, როცა ელექტროენერგიის წარმოების გაძლიერებაზე ვსაუბრობთ,  გავიხსენოთ სვანეთში მომხდარი ფაქტი, რომ ჰესის მშენებლობა საზოგადოების ინტერესებს და უფლებებს ლახავდა. აუცილებელია, რომ სტრატეგიაში გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის აზრი. ასევე ძალიან მომეწონს იდეა, რომ მთავრობა სკოლამდელ განათლებას დიდ ყურადღებას მიაქცევს, რადგან ეს პერიოდი ადამიანის განვითარების მნიშვნელოვანი პერიოდია. ძალიან შთამბეჭდავია მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე და ამ გეგმის შესრულებას თუ ასეთი შედეგი მოყვება, მშინ მისი განხორციელება აუცილებელია. ეკონომიკური გაძლიერების შემდეგ კი შეგვეძლება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზეც უფრო აქტიურად ვიზრუნოთ(რამდენადაც ეს შესაძლებელია).
ნესტან გაგაძე:  გავეცანი ამონარიდს პროექტიდან და,მიუხედავად იმისა რომ ამ სფეროში ჯერ-ჯერობით მწირი ცოდნა გამაჩნია, რის გამოც პროექტის ზოგიერთი საკითხი ჩემთვის გაუგებარი დარჩა, მომინდა საკუთარი აზრის გამოთქმა თემასთან დაკავშირებით, რომელზეც პროფესიონალებს როგორც ვხედავ ძალიან ღრმა კვლევა ჩაუტარებიათ. საქართველო, საბედნიეროდ, ნამდვილად ისწრაფის-გახდეს თავისუფლების, კეთილდღეობის და სოციალური სამართლიანობის ქვეყანა, ამისათვის კი მას მრავალი კუთხით სჭირდება განვითარება. აუცილებელია აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენი ამგვარი სურვილი სულაც არაა უტოპიური და ამაზე მეტყველებს მოცემული პროექტიც, რომელიც მკაფიოდ ასახავს იმ ,,მექანიზმებსა და ინდიკატორებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდა“.
გასაკვირი არაა, რომ ,,განვითარების სტრატეგიაში“ საკმაოდაა წამოწეული წინა პლანზე სოციუმის დანიშნულება და როლი; ,,პრიორიტეტებში“ ხომ, მეტ-ნაკლებად, სწორედ მის სოციალურ დანიშნულებაზეა ხაზი გასმული, ვინაიდან, კერძო სექტორის თავისუფლების უზრუნველყოფა, სწორედაც, ადამიანებს საქმიანობის თავისუფლებას ჰპირდება; იმ საქმიანობის რომელიც გვაძლევს კაპიტალის დაგროვების, სამომავლო პერსპექტივების შექმნის და განვითარების საშუალებას. ხოლო; დასაქმება, სოც.უსაფრთხოება, სოც. სამართლიანობა,
განათლება, ჯანდაცვა და აშ... სწორედ ის ბერკეტებია, რაზეც იგება ჩვენი სამომავლო გეგმები.
გავეცანი ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებას რვა წლის განმავლობაში და შემექმნა შთაბეჭდილება რომ აღზევება-დაქვეითების მუდმივ წრებრუნვაში ვართ მოყოლილები, ვინაიდან 2004-2006 წლებში კაპიტალი ან იზრდება, ან სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებს; 2008-2009 წლებში მისი დანაკარგები კატასტროფულ სახეს იღებს, ხოლო, 2010-2012 წლების მონაცემები შედარებით იმედის მომცემია. განსაკუთრებით საყურადღებოა ,,აუცილებელი წინაპირობები
ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის“, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ,,მაკროეკონომიკურ სტაბილურობას“ და ,,ეფექტიან საჯარო მმართველობას“; პირველი მოიცავს ფინანსური სტაბილურობისათვის აუცილებელ ნიუანსებს, მეორე კი ორიენტირებულია იმ პოლიტიკის შემუშავებაზე, რომელმაც იდეა ქმედითუნარიანი უნდა გახადოს. ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ ნავარაუდებია 2020 წლისათვის ახალი ბიზნესის ფორმირება(1000 სულ მოსახლეზე) 2.32-დან 4.62-მდე გაიზარდოს. ვინაიდან პროექტი სწორედ სამომავლოდაა გათვლილი,
ყურადღებას იქცევს საექსპორტო პროდუქტის ,,დახვეწა“, მისი ტექნოლოგიური სირთულის ზრდა(საბაზისო-9.00... 2017წ.-9.20 და 2020წ.-9.50) რაც შეეხება მიზნებს: ინფრასტრუქტურის განვითარება და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, საინვესტიციო რესურსების მობილიზება, ფინანსური შუამავლობის განვითარება...ჩემთვის უბრალოდ წუნდაუდებელია. ისინი სრულყოფილად ასახავენ შესაძლო და ამასთანავე სასურველ განვითარებას; თუ რა არის პრიორიტეტული და რაზე უნდა იქნას სახელმწიფოს ყურადღება მობილიზებული.

გუგა მეშვილდიშვილი: „ ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის აუცილებელია საგარეო ვაჭრობის როლის განვითარება, ამ სისტემაში დიდი მნიშნვბელობა აქვს სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელს, რაც ნიშნავს ქვეყნის მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულების თანაფარდობას ექსპორტირებული საქონლის ღირებულებასთან, თუ ექსპორტირებული საქონლის მოცულობა მეტია შესაბამისად სავაჭრო ბალანსი დადებითია, რაც ფულის რაოდენობის გაზრდაზე მიუთითებს. მე-17 საუკუნის საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის კოლბერტის მთავარი მიზანიც ექსპორტის როლის გაზრდა იყო,რადგან მისი არ არსებობისას ქვეყანაში ფული ხელიდან ხელში გადადის მისი ახალი ნაკადი კი არ შემოედინება. საქართველოს 2006 წლის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების მიხედვით იმპორტი ექსპორტს დაახლოებით ოთჯერ აღემატება და თითქმის იგივეა მაჩვებებელია მომდევნო და წინა ექვსი წლის განმავლობაში. იმპორტის მხრივ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მულტინაციონალურ კომპანიათა მომრავლებას, რადგან ინვესტორს მსგავსი კომპანიების არსებობა ნდობას უჩენს ქვეყნის მიმართ და ექმნება ინვესიტიციის განხორციელების სურვილი. ასევე ყურადღება უნდა დაეთმოს ვენჩურულ კომპანეიებს, რადგან ქვეყანაში ბევრი ორგანიზაცი თუ კომპანია არსებობს,რომელთაც გააჩნიათ საექსპორტო პოტენციალი,თუმცა ფინანსური სიმწირის გამო ვერ ვითარდებიან, ვენჩურული კაპიტალის დაბანდება კი ამ პრობლემას მნიშვნელოვნად გადაჭრის.

ლუკა წკრიალაშვილი:  „მისასალმებელია ქვეყნის სწრაფვა ეკონომიკური კეეთილდგეობისკენ,სადაც საზოგადოების ყველა წევრი ისარგებლებს ეკომოკური ზრდით მოტანილი სიკეთით,ამის მისაღწევად მაქსიმალურად იყენებს ქვეყანა მოსახლეობის პოტენციალს.სწორედ ამის მიღწევის გეგმაა ”საქართველო 2020”.ამ სტრატეგიაში ასახულია მექანიზმები რომლებიც ხელს შეუწყობს ეკომომიკურ ზრდას:მიკრო და მაკრო დონეებზე.
2020-ში არსებობს 3 პრიორიტეტი :კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ადამიანური კაპიტალის განვითარება,ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.ეს სამი პრიორიტეტი მოიაზრებს მთელ რიგ საკითხებს: განათლებას ჯანდაცვას,დასაქმებას,რეგიონალურ განვითარებას,ტექნოლოგიურ წინსვლას,საინვესტიციო გარემოს გაუნჯობესებას,კერძო სექტორის თავისუფლების უზრუნველყოფას.
გეგმაში ასახულია დღევანდელი მაჩვენბლები და სასურველი შედეგი.რამდენად რეალისტურია გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი მაგალითად (მშპ 5811.7 2020-ში 13000) დაკავშირებით.ასევე როგორ წარმოგიდგენიათ უმუშევრობის და კვალიპიკაციის მაგალი დონის ნაკლებობის პრობლემების მომავალი


ანა ჯოხაძე : „ საქართველოსთვის დამოუკიდებელი, მყარი და სამართლიანი ეკონომიკის ფორმირება რთული პროცესია, რადგან ჩვენს ქვეყანას მოუწია მძიმე წლების გამოვლა. ქვეყანაში 90-იანი წლების საომარმა ვითარებამ ქვეყნის ეკონომიკური ფორმირება ძლიერ შეაფერხა. ეკონომიკა აღმოჩნდა სავალალო მდგომარეობაში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა არ აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე. სწორედ 2020 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითრების სტრატეგია მიზნად ისახავს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, რათა ყოველმა მოქალაქემ ისარგებლოს მიღწეული დადებითი შედეგით და ამავე დროს, შესაძლებელი გახადოს მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობა ეკონომიკური ზრდის პროცესში. აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. კერძოდ, ქვეყანა უნდა იყოს ინოვაციურ ეკონომიკაზე დაფუძნებული, აგრეთვე, ევროინტეგრაცია, ევროკავშირთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება და მის ბაზაზე საქართველოს ეკონომიკის განვითარება. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში საუბარია სამ ძირითად კომპონენტზე - კონკურენტუნარიანობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომელიც ეკონომიკის განვითარების აუცილებელი პირობაა. ასევე, ადამიანური კაპიტალის გამოყენება, რაც ნიშნავს ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას და ფინანსურ უზრუნველყოფის პრობლემის მოგვარება, რათა ფულადი სახსრები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ბიზნესისთვის და საზოგადოებისთვის
ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას კარგად შემუშავებული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმით და მათი განხორციელების გზების დასახვით, ვინაიდან, ის განსაზღვრავს ქვეყნის უახლოესი წლების განვითარების კონცეფციას. სწორედ ამ გეგმის რეალურად განხორციელება უფრო თვალსაჩინოს გახდის იმ მიმართულებას, რაც საქართველოს ეკონომიკას და სოციალურ სფეროს გააჩნია .


ლაშა ნაცვალაძე:  „საქართვრლოს ეკონომიკური გეგმა 2020საქრთველოს ეკონომიკური გეგმა 2020 ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის და ხალხის კეთილდღეობისკენ არის მიმართული. საქართველოში დღესდღეობით ეკონომიკური თვალსაზრისით არის ზალზედ ცუდი მდგომარეობა რადგან გვაქვს ბიუჯეტში დიდი ოდენობით გარღვევა და ასევე მოსალოდნელია ფულის ინფლაცია. ეს კი გამოწვეულია მთავრობის ჩავარდნებით ეკონომიკურ სფეროში, დაბალი ეკონომიკური შესაძლებლობებით, დაბალი ინფრასტრუკტურით, საზოგადოების სიდუხჭირით, დაბალი ჯანდაცვის დონით, ადგილობრივი დაფინანსების სისუსტით და ბიზნესის დაბალი დონით.
სწორედ ამ კრიტერიუმების გამოსწორებისკენ არის მიმართული ეს გეგმა, რომელსაც სჭირედება დიდი ძალისხმევა, სწორად დაგეგმილი სტრატეგია და ცოტა ოდენი იღბალი. საქართველო დღემდე ცდილობს გამოასწოროს ის უკუსვლა რომელიც საბჭოთაკავრშირის ბატონობის შემდეგ შემორჩა, რამაც ქვეყანა ზალძედ ჩამორჩენილი გახადა.
ჩემი აზრით, საქართველოს გეგგმა 2020 სწორადაა მიმართული, ჯანდაცვის განვითაებით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ბიზნესის ხელშეწყობით და ხალხის კეთილდღეობის მიღწევით შეიძლება ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება და წინსვლა, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა შესრულება რაც დიდ წინააღმდეგობაასთან არის დაკავშირებული, დღევანდელი მთავრობის ხელში კი ეს ცოტა წარმოუდგენელიც კი არის. რადგან, ჩემი აზრით, ყველაფერს არასერიოზულობით ეკიდებიან.

No comments:

Post a Comment