ბოლო დროს მიმდინარე
პროცესებმა ლარის კურსთან დაკავშირებით საზოგადოება, მედია, ექსპერტები საკმარისზე
მეტად აალაპარაკა, მაგრამ ეროვნული ბანკი დუმდა, დუმდა 5 დეკემბამდე, შემდეგ კი ლარმა
დაიწყო გამყარება. მიზეზებზე საუბრობენ და ერთ-ერთ მიზეზად სწორედ პანიკა სახელდება,
თუმცა ამ პანიკას გარკვეული საფუძველიც ქონდა. ნახტომისებული კურსი და დოლარის დეფიციტი
ბაზარზე ... გაურკვევლობა.
სტრატეგია ერთ
ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რაზეც ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობა,
მის მაკროეკონომიკურ ნაწილში, გაცვლით კურსზეც კეთდება აქცენტი, კერძოდ „საქართველოსა
და მისი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობიდან გამომდინარე, ნომინალური
გაცვლითი კურსი მნიშვნელოვან ავტომატურ სტაბილიზატორს წარმოადგენს, შესაბამისად, თავისუფლად
მცურავი გაცვლითი კურსი აუცილებელია მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის. მოსალოდნელია,
რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენი სავაჭრო-პარტნიორი
ქვეყნების ეკონომიკა, რაც გამოიწვევს რეალური
ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებას გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია
რეალური კურსის გამყარების დაბალი ტემპის შენარჩუნება, რათა მან არ გადააჭარბოს მწარმოებლურობის
ზრდის ტემპს“
ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს თუ დავაკვირდებით,
დოლართან მიმართებაში ყველა განვითარებადი ქვეყნის ვალუტა გაუფასურდა დაახლოებით
12-20%, შესაბამისად ამ გამოთვლებით ლარის გაცვლითი კურსი დღეს 1,98-2,18 ფარგლებში უნდა იყოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ლარი
იქნება თავისუფლად მცურავი გაცვლითი კურსი
და შესაბამისად ბაზარი განაპირობებს მის გაცვლით კურსს. თუმცა დინამიკა
ასეთია:
რა განაპირობებს
ვალუტის გაცვლით კურსს?
რა ფაქტორები
ზემოქმედებენ მასზე?
- ექსპორტის შემცირება
- ფულადი გზავნილების შემცირება
- იმპორტის ზრდა
- ვადებში განსაზღვრული საგარეო ვალდებულებების გასტუმრება
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
განვიხილოთ თითოეული
მათგანი:
1.
ექსპორტის
შემცირება/იმპორტის ზრდა
2014 წლის ოქტომბერში
ექსპორტის მოცულობა შემცირებულია (-5.1%; -14.7 მლნ. დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობა
გაზრდილია (8.7%; 62.7 მლნ. ლარი) 2013 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. შედეგად
გაუარესდა სავაჭრო ბალანსი (-17.9%; -77.4 მლნ.დოლარი). აღნიშნული მიუთითებს, რომ შემცირდა
ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება, ხოლო ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება გაიზარდა.
2.
ფულადი
გზავნილების დინამიკა
ბოლო წლებში ყველაზე მოცულობითი 2013 წლის შემომავალი გზავნილები იყო - 1 477 020 000 $, (ჯერ არ ვიცით 2014), მაგრამ
2013 წლის დევალვაციისგან ამან ვერ გვიხსნა; თუ შევადარებთ 2012-2014 წლების პირველი ათი თვის მონაცემებს,
2014 წელი ყველაზე მოცულობითია, როგორც ჩარიცხვით, ისე გადარიცხვით, შესაბამისად 1 220 391 000 $ და 142 217 000 $, ამასთან 2014 წლის გზავნილების სალდოც მეტია
2013 წელთან შედარებით.მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 2014 წელს ჩამორჩება
2013 წლისას 10 თვის მონაცემებით მხოლოდ 36
637 000 $. (ცნობისთვის, რუსეთთან ვაჭრობა არ აღემატება ზოგადად ექპორტ-იმპორტის
10%-ს);
ზოგადად, გზავნილების პიკი წლის ბოლო თვეზე მოდის. შესაძლოა ნოემბერი-დეკემბრის ჩათვლით, 2104 წელი საერთოდ რეკორდულიც იყოს ბოლო წლებისთვის, ან ბევრად არ ჩამორჩებოდეს 2013; შესაბამისად გზავნილები ზოგადად არ შემცირებულა (30 ოქტომბრისთვის), რაც არ მოახდენდა ზეგავლენას მიმდინარე ლარის კურსზე
ზოგადად, გზავნილების პიკი წლის ბოლო თვეზე მოდის. შესაძლოა ნოემბერი-დეკემბრის ჩათვლით, 2104 წელი საერთოდ რეკორდულიც იყოს ბოლო წლებისთვის, ან ბევრად არ ჩამორჩებოდეს 2013; შესაბამისად გზავნილები ზოგადად არ შემცირებულა (30 ოქტომბრისთვის), რაც არ მოახდენდა ზეგავლენას მიმდინარე ლარის კურსზე
3.
ვადებში
განსაზღვრული საგარეო ვალდებულებების გასტუმრება
ქვეყანაში უცხოური ვალუტის
შემოდინების კიდევ ერთი
წყაროა საგარეო
ვალის აღება,
ხოლო გადინების
- ვალის მომსახურებისა და დაფარვისთვის
გაწეული ხარჯები.
2014
წლის
სამი
კვარტლის
მდგომარეობით, სახელმწიფომ აიღო 519.4 მლნ. ლარის საგარეო ვალდებულება. აღნიშნულ პერიოდში საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გაწეულმა ხარჯებმა 470. 1 მლნ. ლარი შეადგინა, მათ შორის, ვალების მომსახურებისათვის (პროცენტების გადახდა) გაწეულმა ხარჯებმა 90.6 მლნ. ლარი, ხოლო ვალების დაფარვისათვის გაწეულმა ხარჯებმა 379.5 მლნ ლარი შეადგინა.
2014 წლის 9 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი შემცირებულია (-3.3%). აღნიშნული მიუთითებს, რომ ამ წყაროდანაც უცხოური ვალუტის შემოდინება უფრო ნაკლები იყო, ვიდრე გადინება
2014 წლის 9 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი შემცირებულია (-3.3%). აღნიშნული მიუთითებს, რომ ამ წყაროდანაც უცხოური ვალუტის შემოდინება უფრო ნაკლები იყო, ვიდრე გადინება
რაც შეეხება ბიუჯეტს : (წყარო: www.treasury.ge)
4.
პირდაპირი
უცხოური ინვესტიციები
2014
წლის სამი
კვარტლის მდგომარეობით,
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
მოცულობა (923.3 მლნ. აშშ
დოლარი) მნიშვნელოვნად
აღემატება (29.1%) 2013 წლის შესაბამის
მაჩვენებელს (მესამე კვარტლის
ხარჯზე, 507.5 მლნ. აშშ
დოლარი). ეს მიუთითებს,
რომ აღნიშნული
წყაროდან შემოდინებული
უცხოური ვალუტის
მოცულობა გაზრდილია.
2014 წლის მესამე კვარტალში
ინვესტიციების მნიშვნელოვანმა ზრდამ (99.2%) ხელი შეუწყო
აღნიშნულ პერიოდში
ლარის გაცვლითი
კურსის სტაბილურობას.
2014
წლის
მესამე
კვარტალში პარტნიორი ქვეყნების უმსხვილეს ხუთეულს წარმოადგენს: ჩინეთი (29.3%), აზერბაიჯანი (18.7%), ნიდერლანდები (17.7%), პანამა (8.7%) და გაერთიანებული სამეფო (5.4%). ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი მოდის შემდეგ სექტორებზე: მშენებლობა (35.7%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (21.4%) და უძრავი ქონება (12.0%).
რეალური
მიზეზები, რომლებიც ახდენენ ლარის კურსის ცვლილებეზე
ზემოქმედებას, ზემოთ განხილული ფაქტორებიდან არ დასტურდება, შესაბამისაც დღემდე უცნობია,
ვის ან რა მიზეზით მოხდა დოლარის დეფიციტის შექმნა ადგილორივ ბაზარზე, მოხდა თუ არა
კაპიტალის დიდი ოდენობით გადინება და იყო თუ
არა აღნიშნული მოვლენა გაურკვეველი სპეკულაციის მიზეზი. რამდენად შესაბამისობაშია სტრატეგია,
რომელიც ერთის მხრივ აქცენტს აკეთებს თავისუფლად მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელობაზე
და მეორეს მხრივ იქვე დასძენს, რომ მნიშვნელოვანია რეალური კურსის გამყარების დაბალი
ტემპის შენარჩუნება, რომელიც დღემდე არა ეკონომიკური ფაქტორების, არამედ მცირედად ეროვნული
ბანკის ჩარევით ნარჩუნდება.
No comments:
Post a Comment