ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებულია,
რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც ამ ხელშეკრულებას თან ახლავს
უნდა შესრულდეს, მხოლოდ შესრულების შემდეგაა შესაძლებელი, რომ დავუახლოვდეთ იმ დიდ "ევროპული
ოჯახს" ( ევროკავშირი), რომელსაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ელის. ასოცირების ხელშეკრულების
ძირითად და უმთავრეს ნაწილს, მისი ეკონომიკური მხარე განაპირობებს, სადაც მნიშვნელოვან
კომპონენტს სწორედ სავაჭრო შეთანხმებები წარმოადგენს. სტრატეგია 2020ის ერთ ერთ პრიორიტეტადაც სწორედ
ვაჭრობის განვითარება ( განსაკუთრებით კი ექსპოერტზე ორიენტირება წარმოადგენს) .
„საქართველო ისწრაფვის გახდეს თავისუფლების, კეთილდღეობის
და სოციალური სამართლიანობის ქვეყანა, სადაც საზოგადოების ყველა წევრი სარგებლობს
ეკონომიკური ზრდით მოტანილი სიკეთით და მაქსიმალურად არის გამოყენებული თითოეული
მოქალაქის პოტენციალი ქვეყნის განვითარების პროცესში“ .
გასულ წლებში, არსებობდა
მოლოდინი, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხელს შეუწყობდა ახალი ცოდნის და ტექნოლოგიების
შემოდინებას, რაც ექსპორტის ზრდის და დივერსიფიცირების და ახალი სამუშაო ადგილების
შექმნის წინაპირობაა. თუმცა, ეს არ განხორციელდა იმ მასშტაბით, რომ ხელი შეეწყო უფრო
გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის. კერძოდ, ინვესტიციების დიდი ნაწილი მიმართული
იყო კაპიტალტევად დარგებში. განხორციელებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ვერ მოიტანა სასურველი
შედეგი საექსპორტო კონკურენტუნარიანობის ზრდის თვალსაზრისით.
უმნიშვნელო იყო ექსპორტის
დივერსიფიცირება, იმპორტის მოცულობის ზრდამ მნიშვნელოვნად გაუსწრო ექსპორტის მოცულობის
ზრდას და გამოიწვია უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდოს ზრდა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი
მაკროეკონომიკური რისკის მატარებელია. საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში
(2004-2012 წლებში) საშუალოდ 6%-ით იზრდებოდა. ეს ტემპი მიღწეული იყო ეკონომიკის ლიბერალიზაციისკენ
მიმართული რეფორმების ტალღით. ამასთან, ეს რეფორმები არ აღმოჩნდა საკმარისი მწარმოებლურობის,
კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის და, შესაბამისად, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის
საფუძვლის შესაქმნელად. მწარმოებლურობის ზრდა ყველაზე ნაკლებად შეეხო მრეწველობას,
შესაბამისად, მეტად გაიზარდა ეკონომიკის სხვა სექტორები. მრეწველობის განვითარების
დონე და მისი საექსპორტო პოტენციალი კვლავ დაბალია. ექსპორტი არადივერსიფიცერებულია,
დაბალია მისი დამატებული ღირებულება, სუსტია ახალ ბაზრებზე შეღწევის და დამკვიდრების
მაჩვენებლები. ასევე, ამის შედეგია დასაქმების ზრდის ძალზე დაბალი ტემპი. ეს ნათლად
აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის და კერძო სექტორის, როგორც მისი ძირითადი მამოძრავებელი
კომპონენტის, საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა სუსტია.
“საქართველო 2020“-ის
ძირითადი ამოცანაა, აღმოფხვრას ის ბარიერები, რომლებიც აფერხებს კერძო სექტორის მწარმოებლურობის
და შესაბამისად, მისი კონკურენტუნარიანობის სტაბილურ ზრდას. ექსპორტის პოტენციალის
ზრდის და ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციის კუთხით უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და ევროკავშირს
შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულება. აგრარული პროდუქციის ექსპორტის პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის
ზრდის მიზნით, განხორციელდება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტო-სანიტარიის
სისტემების განვითარება საერთაშორისო და ევროპული ნორმების შესაბამისად და საქართველო-ევროკავშირის
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული
ვალდებულებების ეტაპობრივი
შესრულების გზით.
ევროკავშირსა და საქართველოს
შორის ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო, როგორც კი საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის
შემდეგ დამოუკიდებლობა აღადგინა. 1995 წელს თბილისში ევროკომისიამ წარმომადგენლობა
(დელეგაცია) აგახსნა. ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა უფრო ინტენსიური 2003 წლის
ვარდების რევოლუციის შემდეგ გახდა, როდესაც ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში
მიმდინარე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერა.
პარტნიორობისა და თანამშრომლობის
შესახებ შეთანხმება (PCA) ევროკავშირსა და
საქართველოს შორის ურთიერთობის ქვაკუთხედია. 1996 წელს მიღებული ეს შეთანხმება, რომელიც
1999 წელს შევიდა ძალაში, თავდაპირველად ათი წლის ვადით იყო მიღებული, თუმცა ამიერიდან
ის ყოველ წელს, ავტომატურად, ერთი წლით გაგრძელდება. შეთანხმება ითვალისწინებს ფართომასშტაბიან
თანამშრომლობას პოლიტიკური დიალოგის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ეკონომიკური, საკანონმდებლო
და კოლტურული თანამშრომლობის სფეროებში. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების
საშუალებით, რომელიც აუქმებს კვოტებს ვაჭრობის სფეროში და იცავს ინტელექტუალური, საწარმოო
და კომერციული საკუთრების უფლებას, მხარეებმა ერთმანეთს მიანიჭეს უპერატესი ხელშეწყობის
რეჟიმი. 2005 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქარველოს მიანიჭა პრეფერენციების ზოგადი
სისტემით (GSP+) სარგებლობის
უფლება. ეს უფლება 2008 წელს გაგრძელდა. GSP+ ითვალისწინებს
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებას
და ტარიფების ცალმხრივად შემცირებას.
ახალი თაობის სავაჭრო შეთანხმება:
GSP და GSP + ( Generalized
System of Preferences )
DCFTA ასოცირების შესახებ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი ( Deep and
Comprehensive Free Trade Area)
საქართველოს მოდერნიზების უმთავრესი გეგმა
საქონლით და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია
საქართველოს სავაჭრო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის
ეტაპობრივი
დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან
უკანასკნელი ათწლეულის
განმავლობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6-ჯერ გაიზარდა. საქართვთველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2003 წელს ექსპორტი შეადგენდა მხოლოდ 461.3მილიონ აშშ დოლარს, ხოლო 2013 წელს მან 2909,3 მილიონ აშშ
დოლასრ მიაღწია, რაც შეეხება იმპორტს 2003 წელს ის 1139 მილიონი აშშ დოლარიდან
2013 წელს 7874,4 აშშ დოლარამდე გაიზარდა. თუ არ გავითვალისწინებთ 2008-2009 წლის ტენდენციებს,
რომელიც დაკავშირებული იყო აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომთან,ექსპორტიც და
იმპორტიც ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. ( 2008 წელს ექსპოერტი შეადგენდა 1495.3 აშშ
დოლარს, 2009 წელს კი 1133.6 მლ. აშშ დოლარი გახდა, კლება ახასიათებდა იმპორტსაც,
2008 წელს 6301. 5 მლ. აშშ დოლარიდან 2009 წლეს 4500.2 აშშ დოლარამდე დაეცა) .
2013 წლის მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2012 წელთან შედარებით
6%-ით გაიზარდა და 10 784 მლნ. აშშ დოლარი
შეადგინა. ექსპორტი გაიზარდა 22%-ით და 2 909 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა; იმპორტი
გაიზარდა 0.4%-ით და 7 874 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ქართული საექსპორტო პროდუქციის
წამყვან 10 დანიშნულების ქვეყანას შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიცაა: გერმანია,
საფრანგეთი და იტალია ამ ქვეყნებში ძირითადი საექსპორტო პროდუქტი თხილია, თუმცა საფრანგეთის
შემთხვევაში ჭარბობს სპირტიანი სასმელები (არადენატურირე-ბული ეთილის სპირტი, სპირტის
80 მოც.%-ზე ნაკლები კონცენტრაციით). რაც შეეხება ნატურალური ყურძნის ღვინოებს, აქ
უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენს რუსეთი და უკრაინა (შესაბამისად, 44% და
23% პროცენტი). წამყვან ათეულში ევროკავშირის სხვა ქვეყნებიცაა: პოლონეთი და ბალტიისპირეთის
ქვეყნები.
2013 წელს სხვაობა ექსპორტსა
და იმპორტს შორის შემცირდა იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის შედეგად. 2012
წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მთლიანი მოცულობიდან 20% ევროკავშირის
ქვეყნებისკენაა მიმართული; ეს მაჩვენებელი 2013 წელს 23%-მდე გაიზარდა. მთლიანად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია საქართველოდან
ექსპორტირებული პროდუქციის 26%-ს შეადგენს, რაც ევროკავშირთან სავაჭრო ტვირთბრუნვის
30%-ია.
2014 წლის ოქტომბერში ექსპორტის მოცულობა შემცირებულია
(-5.1%; -14.7 მლნ. დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობა გაზრდილია (8.7%; 62.7 მლნ. ლარი)
2013 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. შედეგად გაუარესდა სავაჭრო ბალანსი
(-17.9%; -77.4 მლნ.დოლარი). აღნიშნული მიუთითებს, რომ შემცირდა ქვეყანაში უცხოური
ვალუტის შემოდინება, ხოლო ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება გაიზარდა.
საქართველოში ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტის განსაკუთრებული ზრდა
2013 წელს დაფიქსირდა, როდესაც 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა, 79 მილიონიდან
161 მილიონს მიაღწია . აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიოში ნაჭუჭგაცლიი თხილის
ექსპორტის მიხედვით თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზე დგას და თხილის გულის მსოფიო ექსორტის
10.8 % ის იკავებს 2013 წლის მონაცემებით,
რაც საქართველოდან თხილის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმია.
ნაჭუჭგაცლილი თხილის საექსპორტო ფასი მსოფლიოში
|
|
ქვეყანა
|
ფასი ( დოლარებში)
|
თურქეთი
|
6,28
|
საქართველო
|
5,8
|
იტალია
|
7,09
|
აზერბაიჯანი
|
4,3
|
გერმანია
|
8,6
|
ნიდერლანდები
|
6,99
|
ესპანეთი
|
6,23
|
აშშ
|
5,5
|
საექსპორტო საქონლის 60% 2013 წელს სასოფლო-სამეურნეო
საქონელს წარმოადგენდა, რაც 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2012 წელთან შედარებით. 2012-2013 წლებში ევროკავშირის ბაზარზე დაახლოებით
50 დასახელების პროდუქტი გავიდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გაჩნდა ახალი პროდუქტები,
როგორიცაა გადამუშავებული და გაყინული ბოსტნეული, გაყინული თევზი, ზეთები, ბოსტნეულის
წვენები და ექსტრაქტები.
ჩანს, GSP+ რეჟიმით
სარგებლობისა და იმპორტზე გადასახადის გაუქმების შედეგად გაიზარდა იმ პროდუქტების ექსპორტი,
რომლებზეც ვრცელდება სავაჭრო რეჟიმი. ზოგადად, ჯერ კიდევ დასადგენია, თუ რეალურად რა
დატვირთვა აქვს ტარიფს - ემპირიული ნაშრომების მნიშვნელოვანი რაოდენობა ასკვნის, რომ
სატარიფო ბარიერები სავაჭრო ტვირთბრუნვის მხოლოდ ერთი პროცენტით ვარირებას განაპირობებს.
DCFTA-ს ამოქმედების შედეგად გენერირებული
ეკონომიკური სარგებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 6,5%-მდე გაზრდას გამოიწვევს. მომდევნო
ხუთი წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 13.5%-ით გაიზრდება. ყველაზე
მაღალი - 55%-ით - ნავარაუდევია ტექსტილის წარმოების ზრდა, ხოლო ხილის, ბოსტნეულის,
კვების პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოების ზრდა ნავარაუდევია 4%-ით. (Ecorys. ვაჭრობის მდგრადობის ზეგავლენის შეფასება ღრმა
და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებათა
წარმართვის მხარდაჭერის მიზნით ევროკავშირს, საქართველოსა და მოლდოვას შორის, 2012
წ.)
საქართველო 2020 -ში ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი პოლიტიკის
მიმართულებები:
- ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შემცირება
- აგრარული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა
- ექსპორტის განვითარების დამხმარე სისტემების შექმნა
- საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება/გაღრმავება
- ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობა
ზემოაღნიშნული ღონისძიებების
მთავარი შედეგი იქნება ექსპორტის როლის ზრდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში,
რაც გულისხმობს ექსპორტის ზრდას და საექსპორტო პროდუქტის დივერსიფიკაციას, კომპანიების
ახალ ბაზარზე შეღწევის და დამკვიდრების ზრდას. ქართული ბიზნესის საერთაშორისო ბაზრების
კონკურენტულ გარემოში ინტეგრაცია გააჩენს მწარმოებლურობის უფრო მეტად ზრდის სტიმულს
და შესაბამისად, გამოიწვევს უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქტების
ექსპორტზე გადასვლას.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აუმჯობესებს ევროპის ბაზრის მისაწვდომობას ექსპორტიორებისთვის, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და ქმნის სამუშაო ადგილებს.
ReplyDeleteშეისწავლეთ აქტიურად ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება წინასწარ შერჩევისას ექსპორტის ბაზრის და მოამზადეთ თქვენი ექსპორტის ბიზნეს გეგმა რომ ნახოთ როგორი სარგებლის მომტანია თქვენი კომპანიისთვის.
ასევე ეწვიეთ ჩემ ბლოგს იმპორტ-ექსპორტის ბიზნესის შესახებ http://aboutimportexportbuziness.blogspot.com/ უფრო მეტი ინფორმაციისთვის!